საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №015 |
|
2022 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საჯარო ურთიერთობების მდივნის (შემდგომში – საჯარო ურთიერთობების მდივანი) საქმიანობის წესი განსაზღვრავს საჯარო ურთიერთობების მდივნის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საჯარო ურთიერთობების მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) წინაშე.
1. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელს.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას;
ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას;
გ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;
ე) ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
1. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტში.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №015. სარეგისტრაციო კოდი — 110060080.70.082.016087.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, №015, 17.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016087 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5466280/