ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.11.2020 ძალადაკარგული 02.12.2020
ნომერი
№1-1/501
სარეგისტრაციო კოდი
300350000.22.024.016679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/501

2020 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ საქართველოს კანონის 132-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები“ თავის დანართებთან: დანართი N1 – ,,ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი N2 – „სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი N3 – „საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“ ერთად.
მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამავე ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-4 და მე-5 მუხლების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლისა.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ :
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდგომ;
ბ) მე-4 და მე-6 მუხლები ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდგომ;
გ) მე-5 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდგომ;
დ)  მე-7 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 24 თვის შემდგომ. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
📎 დანართები (3)
501-1.doc

დანართი N1

ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია (შემდგომში - მეთოდოლოგია) უზრუნველყოფს ყველაზე რელევანტური რისკებისა და ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების გამოვლენას და შეფასებას ეროვნულ დონეზე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა (შემდგომში-გსო) უნდა გამოიყენოს მეთოდოლოგია ყველაზე რელევანტური ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების გამოსავლენად ეროვნულ დონეზე და განაახლოს იგი მინიმუმ ოთხ წელიწადში ერთხელ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) ეროვნულ დონეზე გამოვლენილი ელექტროენერგიის კრიზისული სცენარებზე დაყრდნობით შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების რისკების მართვის გეგმას (შემდგომში-გეგმა).

3. დამხმარე მომსახურების მიმწოდებელი მოხმარების საპასუხო რეაქციის ფორმით არ ექცევიან მეთოდოლოგიის რეგულირების ქვეშ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. მეთოდოლოგიის მიზნებისათვის გამოიყენება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების (შემდგომში-„წესების“) განმარტებები.

2. მეთოდოლოგიის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა) EENS% - მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე, რომელიც გამოითვლება დატვირთვის შეზღუდვის განმავლობაში მიუწოდებელი ენერგიის გაყოფით სრულ წლიურ მოხმარებულ ენერგიაზე;

ბ) LOLE - დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი, რომელიც გამოხატულია საათებში და წარმოადგენს საათების რაოდენობას, როდესაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას ელექტროენერგიის კრიზისის გამო;

გ) ელექტროენერგიის კრიზისული სცენარი - აღწერს მოვლენას და იწვევს ან მოსალოდნელია გამოიწვიოს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაუარესება, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე ან მთელ საზოგადოებაზე. კრიზისული სცენარები შეიძლება შეიცავდეს ერთზე მეტ არეალს ან ქვეყანას ან არეალის ორ ან მეტ ნაწილს საქართველოს ან მეზობელი ქვეყნების ფარგლებში;

დ) რეგიონალური დონის ელექტროენერგიის კრიზისი - ელექტროენერგიის კრიზისი საქართველოსა და მინიმუმ ერთ მეზობელ ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს (პარალელური კრიზისული სცენარი); ამგვარ რეგიონალურ ელექტროენერგიის კრიზისს სჭირდება რეგიონალური კოორდინირება წინასწარ, რადგან ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებებმა შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, რომლებიც შეიძლება ასევე იყვნენ ელექტროენერგიის კრიზისში;

ე) რედისპეტჩირება - ღონისძიება, რომელსაც ააქტიურებს ერთი ან რამდენიმე სისტემის ოპერატორი გენერაციის და/ან დატვირთვის გეგმის ცვლილებით იმისათვის, რომ შეიცვალოს ფიზიკური ნაკადები გადამცემ სისტემაში და შემსუბუქდეს ფიზიკური გადატვირთვა;

ვ) შემხვედრი ვაჭრობა - სისტემის ოპერატორების მიერ ინიცირებული ტრანსზონალური გაცვლა სატენდერო ზონებს შორის ფიზიკური გადატვირთვის შესამსუბუქებლად;

ზ) საწყისი მოვლენა ან საფრთხე - შემთხვევა ან სიტუაცია, რაც იწვევს ელექტროენერგიის კრიზისს მაშინაც, როდესაც ის არის წამიერი; კერძოდ, ის შეიძლება იყოს მოვლენა, რომელიც იწვევს ქსელის კრიტიკული მდგომარეობის მიყვანას ელექტროენეგიის კრიზისამდე;

თ) ქსელის კრიტიკული მდგომარეობა - საოპერაციო დაგეგმვის ფაზაში განსაზღვრული შესაძლო მდგომარეობა. ქსელის კრიტიკული მდგომარეობის დროს ტარდება ხელმისაწვდომი საპასუხო ღონისძიებები და შესაბამისად, „გსო“-ს მოეთხოვება, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს რეგიონალური კოორდინირებული დროებითი დამატებითი ღონისძიებები;

ი) ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისი - მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეყანა არის ელექტროენერგიის კრიზისში;

კ) მონტე-კარლოს სიმულაცია - მეთოდი, რომელიც ალბათური მოდელის გამოყენებით შეისწავლის შემთხვევით გენერირებული რიცხვების დიდ რაოდენობას, რიცხვითი პრობლემის მიახლოებითი გადაწყვეტის მოსაძებნად და გამოიყენება რისკების გავლენის გამოსავლენად პროგნოზირების მოდელებში.

მუხლი 3. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები

1. შემდგომმა მოვლენებმა შესაძლებელია წარმოშვას ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები და შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ელექტროენერგიის ეროვნულ კრიზისულ სცენარებში:

ა) ტრანსსასაზღვრო მოვლენა თავისი შინაარსით არის სისტემათაშორისი (მაგ. ფართომასშტაბიანი ბუნებრივი მოვლენა) ხასიათის;

ბ) მოვლენა ეროვნული ხასიათისაა, მაგრამ ელექტროენერგიის კრიზისს აქვს ტრანსსასაზღვრო გავლენა;

გ) ორი ან მეტი ერთდროული ან თანხვედრილი საწყისი მოვლენის საერთო გართულება იწვევს პარალელურ ელექტროენერგიის კრიზისს საქართველოსა და ერთ ან მეტ მეზობელ ქვეყანაში;

დ) გეგმა მოცემული კრიზისული სცენარისთვის მოითხოვს მრავალმხრივ ტრანსსასაზღვრო კოორდინირებას.

2. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები შეიძლება იყოს როგორც რეგიონალური, ასევე რეგიონთაშორისი და იყოფა ორ კატეგორიად:

ა) ელექტროენერგიის კრიზისის პირდაპირი გავლენა მეზობელ ენერგოსისტემებზე, ისეთი მიზეზების გამო, როგორებიცაა რამდენიმე სისტემათაშორისი ხაზის ხელმიუწვდომლობა (გარდა n-1 შემთხვევებისა) ან ელექტრულ სიახლოვეში მყოფი შიდა სასისტემო ხაზები ან გენერაციის უქონლობა;

ბ) ელექტროენერგიის კრიზისის არაპირდაპირი გავლენა მეზობელ ენერგეტიკულ სისტემაზე:

ბ.ა. ელექტროენერგიის კრიზისის დროს ქვეყნის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები;

ბ.ბ. მეზობელი სახელმწიფოსგან მოთხოვნილი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენენ სხვა მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებზე, როგორიცაა სარემონტო სამუშაოების ხელახლა დაგეგმვა ან გენერაციის უფრო მაღალი დონე ერთი ქვეყნის დასახმარებლად.

3. ელექტროენერგიის კრიზისის პირდაპირი და არაპირდაპირი ტრანსსასაზღვრო გავლენების შემსუბუქება მიეკუთვნება გეგმის მოქმედების სფეროს. ის მოითხოვს წინასწარ კოორდინირებას, მათ შორის, პირველ რიგში, საბაზრო გადაწყვეტილებებს, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების არსებობას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს ან გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის.

4. მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა შემთხვევაში, ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები მიდრეკილია ელექტროენერგიის კრიზისის დაწყებისკენ ან მდგომარეობის გართულებისკენ რეგიონალურ დონეზე როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მოვლენებით მეზობელ ენერგეტიკულ სისტემებში.

5. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ელექტროენერგიის კრიზისი იდენტიფიცირებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ეროვნულ კრიზისულ სცენარებში.

მუხლი 4 . საწყისი მოვლენები

1. კრიზისული სცენარები იდენტიფიცირებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგ საფრთხეებზე დაყრდნობით:

ა) იშვიათი და ექსტრემალური ბუნებრივი საფრთხეები;

ბ) შემთხვევითი საფრთხეები, რომლებიც სცდება N-1 უსაფრთხოების კრიტერიუმს და გამონაკლისი ავარიები;

გ) შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის მტრული თავდასხმისა და საწვავის დეფიციტის შედეგები.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფრთხეებთან დაკავშირებით გარემოებების კლასიფიკაცია განვითარებულია, როგორც იერარქიული, სტანდარტიზებული სისტემა (იხილეთ, დანართი 1.2.1 - საწყისი მოვლენების ჩამონათვალი).

მუხლი 5. კრიზისული სცენარის მოთხოვნები

1. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების მასტიმულირებელი ფაქტორები:

ა) ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების განვითარება წარმოადგენს გეგმის წინაპირობას. გეგმა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის კრიზისისთვის მაქსიმალური მზადყოფნის უზრუნველყოფას და მათ მიერ გამოწვეული მდგომარეობების ეფექტურ მართვას, სცენარების პრევენციისა და/ან შემსუბუქებისთვის მიღებული ეფექტური ზომების მეშვეობით;

ბ) ეროვნულ დონეზე ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების იდენტიფიცირების პროცესი მოითხოვს, რომ ვარაუდების ერთობლიობა იყოს აღწერილი (როგორც მოცემულია დანართ 1.1-ში - სცენარის შეფასების სკალები). აღნიშნული ვარაუდები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ეროვნულ და რეგიონალურ გარემოებებს, რომლებიც შესაბამისია მეზობელი ქვეყნებისთვის;

გ) ელექტროენერგიის სპეციფიკური კრიზისული სცენარი განვითარებულია, როგორც შემდგომი რისკის ანალიზისა და გეგმის საწყისი წერტილი. სცენარები უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა „გსო“-მა შეძლოს აღნიშნული სცენარის განხორციელების გავლენის შეფასება.

2. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების ზოგადი მოთხოვნები:

ა) 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეულმა სცენარმა უნდა დააკმაყოფილოს ხარისხის შემდეგი კრიტერიუმი:

ა.ა. უნდა იყოს იმდენად დეტალური „გსო“-სათვის, რომ მან ინდივიდუალურად, ხარისხობრივად და რაოდენობრივად აღწეროს შედეგები გადამცემი სისტემის ოპერატორის კონტროლირებად არეალში;

ა.ბ) უნდა იყოს შესაძლებელი გეგმის შეთავაზება, რომლებმაც უნდა მოახდინონ ელექტროენერგიის კრიზისის:

ა.ბ.ა) პრევენცია;

ა.ბ.ბ) მოამზადება აღნიშნული მდგომარეობისთვის;

ა.ბ.გ) შემსუბუქება.

ა.გ) მისი ნიშნები უნდა იყოს თვალსაჩინო, რათა შესაძლებელი გახდეს გეგმის განხორციელება.

ბ) აღწერა უნდა იყოს რაც შეიძლება ზუსტი და თანმიმდევრული. ნებისმიერი მოცემული სცენარი მკაფიოდ და საკმარისად დეტალურად უნდა აღწერდეს სისტემის საწყის მდგომარეობას, შემთხვევათა თანმიმდევრობას (ჯაჭვს) საწყისი მოვლენის შემდეგ და ყველაზე სავარაუდო შედეგებს. კრიზისული სცენარის აუცილებელი შინაარსი უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

ბ.ა) სისტემის საწყისი მდგომარეობის აღწერა, რომელიც შეესაბამება სცენარს;

ბ.ბ) საწყისი მოვლენების ჩამონათვალი,

ბ.გ) მოვლენათა თანმიმდევრობის მოსალოდნელი დაწყების სავარაუდო დრო;

ბ.დ) სცენარის განვითარება;

ბ.ე) სცენარის სიმწვავე;

ბ.ვ) ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები ;

ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, განვლილი ელექტროენერგიის კრიზისის შემთხვევები, როგორც რეკომენდაცია;

ბ.თ) სცენართან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მის სამართავად;

გ) პროცესის თითოეული ნაბიჯის აღწერის სრული სცენარი მოცემულია დანართი 1.3-ის ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის აღწერის ნიმუშში. სცენარის აღწერა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს რაოდენობრივ მონაცემებს. მნიშვნელობები უმჯობესია იყოს ზუსტი რიცხვები და არეალის ზოგადი მახასიათებლები უმჯობესია იყოს ქალაქის/რაიონის სახელის მიხედვით, რათა უფრო მარტივად ჩამოყალიბდეს საერთო სცენარები. თუ შესაძლებელია, გათვალისწინებული უნდა იყოს სამეცნიერო ან სტატისტიკური კვლევის შედეგები. ცოდნის დეფიციტი თავიდანვე უნდა დაკომპენსირდეს არგუმენტირებული და ექსპერტული შეფასებებით.

3. სენსიტიური და სპეციფიკური ინფორმაცია გსო-სთვის:

ა) დანართი 1.3 მოიცავს იმ ინფორმაციის საკონტროლო სიებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს „გსო“-მა სცენარების შეფასების დროს, მაგრამ არ არის რეკომენდებული მათი გაზიარება მესამე პირისთვის (მაგ. გსო-სთან დაკავშირებული სენსიტიური და სპეციფიკური ინფორმაცია);

ბ) ინფორმაცია, რომელიც უკვე გაზიარებულია გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და მესამე პირებს შორის საოპერაციო და დაგეგმვის ამოცანების უზრუნველსაყოფად ეროვნული რეგულაციებისა და სხვა ხელშეკრულებების გათვალისწინებით მეზობელ ქვეყნებს შორის, არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც სენსიტიური ინფორმაცია.

მუხლი 6. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის კლასიფიცირების მეთოდი

1. ალბათობის შეფასება:

ა) თითოეული ეროვნული კრიზისული სცენარის ალბათობა კლასიფიცირდება ხუთსაფეხურიანი სკალით. აღნიშნული სკალა იცვლება „ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდან“ „ყველაზე სავარაუდომდე“, ალბათობის რაოდენობრივი დიაპაზონის შესაბამისად, როგორც ნაჩვენებია დანართ 1.1.1 ში - ელექტროენერგიის კრიზისის ალბათობის სკალა;

ბ) კრიზისული სცენარის ალბათობის შეფასება ეფუძნება საწყისი მოვლენის ან მრავალი საწყისი მოვლენის კომბინაციის მოხდენის მოსალოდნელ სიხშირეს;

გ) საწყისი მოვლენის მოხდენის ისტორიული სიხშირე შეიძლება არ იყოს მისაღები საწყისი მოვლენის იმავე ტიპის სამომავლო ალბათობის შესაფასებლად. ამგვარ სიტუაციებში გამოყენებული უნდა იქნას ექსპერტული შეფასება, მოდელირებები ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები; თუ შესაძლებელია, სამეცნიერო ან სტატისტიკური კვლევის შედეგებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ინფორმაციის დანაკლისი თავიდანვე უნდა დაკომპენსირდეს დასაბუთებული და ექსპერტული ვარაუდებით;

დ) ალბათობის კლასიფიკაციის წყარო უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტით, რათა შესაძლებელი იყოს მისი აღდგენა ანალიზის განახლებამდე ან დამოწმებამდე.

2. გავლენის შეფასება:

ა) თითოეული განსაზღვრული კრიზისული სცენარისთვის აუცილებლად უნდა შეფასდეს და კლასიფიცირდეს გავლენა. გავლენის კლასიფიცირებისთვის ძირითადი გათვალისწინებული მნიშვნელობები არის მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS%) და დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი (LOLE);

ბ) კლასიფიკაციისთვის გამოიყენება ხუთსაფეხურიანი სკალა („უმნიშვნელოდან“ „კატასტროფულამდე“), როგორც განსაზღვრულია დანართ 1.1.2-ში. ორივე, EENS და LOLE უნდა კლასიფიცირდეს მოცემული ელექტროენერგიის კრიზისული სცენარისთვის;

გ) უნდა შეფასდეს მხოლოდ პირდაპირი გავლენები. არაპირდაპირი გავლენები, რომლებიც, მაგალითად, გადავადდა ან დამოკიდებულია დამატებით ფაქტორებზე სცენარის ფარგლებს გარეთ არ უნდა იქნას გათვალისწინებული. მაგალითად, შეიძლება განხილული იქნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გამოვლენილია მრავალი წლის განმავლობაში დაბინძურების დროებითი ზემოქმედების გამო;

დ) ალბათობის კლასიფიკაციის წყარო უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტით, რათა შესაძლებელი იყოს მისი აღდგენა ანალიზის განახლებამდე ან დამოწმებამდე.

3. ალბათური (Probabilistic) და დეტერმინისტული (Deterministic) შეფასებების შედარება:

ა) არსებობს აღნიშნული ზომების ანგარიშის მეთოდების ორი კატეგორია - დეტერმინისტული და ალბათური. დეტერმინისტული მეთოდები ეფუძნება ერთი ან რამდენიმე სისტემის კონფიგურაციის ანალიზს, რომელიც შერჩეულია ისე, რომ ყველაზე უკეთ ასახავდეს იმ მდგომარეობას, როდესაც სისტემა განიცდის ზემოქმედებას. მაგალითად, ნაკადგანაწილების ანალიზი, სადაც ითვლება, რომ გარკვეული ძირითადი ხაზები და გენერატორები შეიძლება გახდეს ხელმიუწვდომელი. ამგვარი მეთოდები საშუალებას იძლევა შეფასდეს კონკრეტული მდგომარეობის გავლენა საიმედოობაზე, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეაფასონ სრული სისტემის საიმედოობა;

ბ) ალბათური მეთოდები მიზნად ისახავს ალბათობისა და/ან გავლენის შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ საწყისი ცვლადები შემთხვევითია. ამგვარი მეთოდები ასრულებს დიდი რაოდენობის კონფიგურაციის შესაბამის გამოთვლებს გამოვლენის ალბათობასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს კომპლექსური მოდელის ძირითადი ცვლადებიდან;

გ) ალბათური მეთოდი როგორც წესი უფრო შესაბამისია ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა ასპექტის წარმოსადგენად. ფაქტობრივად, ალბათურ სიმულაციას შეუძლია წარმოადგინოს სრული ენერგეტიკული სისტემა, შემთხვევითი რიცხობრივი ტექნიკის გამოყენებით, რათა შექმნას აღნიშნული სისტემის შესაძლო რეჟიმების ფართო სპექტრი. აღნიშნულ შემთხვევაში, გავლენის ზომა იქნება სავარაუდო (EENS = მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე), რომელიც მათემატიკურად აღიწერება შემდეგნაირად:

$EENS\ = \frac{1}{N}\sum_{j \in S}^{}{ENS}_{j}\ $ [მგვტ.სთ/წ.] ან [გვტ.სთ/წ.]

სადაც ENSj არის სისტემის j (jϵS) რეჟიმში მიუწოდებელი ენერგია, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, j რიგის სიმულაციის დატვირთვის დაკარგვის შემთხვევასთან და სადაც N არის ჩატარებული სიმულაციების რიცხვი (დაშვებულია, რომ სისტემის ყველა რეჟიმის ალბათობა თანაბარია);

დ) მონტე კარლოს მიდგომა არის ერთ-ერთი ალბათური მეთოდი, რომელიც მოსახერხებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა ასპექტის წარმოსადგენად. თითოეული სისტემის რეჟიმისთვის გამოითვლება მიუწოდებელი ენერგიის რაოდენობა (ENS) სხვადასხვა სიმულაციური სცენარების გამოყენებით. სიმულაციების შესაბამისი ნიმუშების ჩატარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ყველა მაჩვენებლის გამოთვლა;

ე) თუ შესაძლებელია, თითოეული სცენარი უნდა მოდელირდეს ალბათური (probabilistic) მეთოდის გამოყენებით იმისათვის, რომ შეფასდეს გავლენისა და ალბათობის მაჩვენებლები, როგორც მოთხოვნილია დანართ 1.1-ში. სცენარები უნდა ითვალისწინებდეს, მაგალითად, ეროვნულ ქსელში სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რაოდენობას (მაგ. ქალაქზე ტერორისტული თავდასხმა, ელექტრული ქსელის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სადისპეტჩერო ცენტრი ან კრიტიკული გადამცემი ხაზები), სხვადასხვა დროის პერიოდებსა (პიკური დატვირთვა, უქმე დღეები) და ეროვნული სისტემის შესაძლო რეჟიმების ფართო სპექტრს;

ვ) თითოეული კრიზისული სცენარის გავლენისა და ალბათობის შეფასებისთვის, როგორც წესი, უმჯობესია ალბათური მეთოდი და არა - დეტერმინისტული. თუმცა, კრიზისული სცენარის ალბათობისა და გავლენის მაჩვენებლების შეფასებისთვის მინიმალურ საჭიროებას წარმოადგენს დეტერმინისტული ანგარიშის ჩატარება, ცალკეული სცენარისთვის შესაბამისი გადამცემი ქსელის რეჟიმებისა და სხვა გარემოებების სავარაუდო კომბინაციებზე დაყრდნობით.

4. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებების შეფასება:

ა) ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები მიჩნეული უნდა იყოს, როგორც გაუარესების ფაქტორი ეროვნულ სცენარებში და, მაშასადამე, უნდა განისაზღვროს შესაბამისობის რეიტინგში. თითოეული აღწერილი სცენარისთვის, „გსო“-მა ორი თვალსაზრისით უნდა გააანალიზოს ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები მეზობელ ენერგეტიკულ სისტემებთან ერთად:

ა.ა) როგორც გამაუარესებელი საწყისი ინფორმაცია სცენარისთვის („აღნიშნულ სცენარში, გაუარესდება თუ არა ადგილობრივი მდგომარეობა, თუ მეზობელ ენერგეტიკულ სისტემებს არ ექნებათ უნარი შემოგვთავაზონ დახმარება (რეაქტიული სიმძლავრის, შემხვედრი ვაჭრობის/რედისპეტჩირების ან ენერგიის სახით));

ა.ბ) როგორც ეროვნული სცენარის შედეგი („აღნიშნულ სცენარში შევძლებთ თუ არა თავიდან ავიცილოთ მეზობელი ენერგეტიკული სისტემების დახმარება, რომლებიც დგანან პარალელური ელექტროენერგიის კრიზისის წინაშე“);

ბ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ აღნიშნულ ორ ასპექტს უნდა შეიცავდეს სცენარების აღწერა - იხ. დანართი 1.3.1 III.1 - ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის აღწერის ნიმუში და უნდა იყოს გამოყენებული დამოკიდებულებების სიძლიერის ზოგადი საერთო რეიტინგის შესაფასებლად ტრანსსასაზღვრო კავშირების მიმართ (იხ. დანართი 1.1.4 ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების შეფასება).

5. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის შეფასება - მოსალოდნელი ეროვნული გავლენის ზომა:

ა) ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის შეფასება ხდება ალბათობისა (likelihood) და გავლენის (Impact) კლასიფიკაციების გამოყენებით. კრიზისული სცენარის საერთო რეიტინგი განისაზღვრება დანართ 1.1.3-ში მოცემული ცხრილის მიხედვით. ორი გავლენისა და ერთი ალბათობის კლასიფიკაცია გამოიყენება კრიზისული სცენარის რეიტინგის შესარჩევად, „უმნიშვნელოდან“ „კატასტროფულამდე“ .

თავი II. მეთოდოლოგია

მუხლი 7. ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების გამოვლენა

1. კრიზისული სცენარების გამოვლენა ეროვნულ დონეზე:

ა) ეროვნული კრიზისული სცენარი უნდა განისაზღვროს გსო-ს მიერ სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კრიზისული სცენარები ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ ელექტროენერგიის კრიზისზე. ასეთი კრიზისული სცენარის გამოვლენისას უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მათი გამოყენებით:

ა.ა) ისტორიული ელექტროენერგიის კრიზისი, რომელსაც შეიძლება კვლავ განმეორდეს (როგორც ეროვნული მასშტაბით მომხდარი, ისე მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოცდილი);

ა.ბ) არსებული საოპერაციო ექსპერტული გამოცდილება მოსალოდნელ სამომავლო კრიზისული სცენარებზე;

ა.გ) ტრანსსასაზღვრო მიმოცვლის და/ან ისეთი დამხმარე მომსახურების შეფერხება, რომლებზეც ძლიერ არიან დამოკიდებული;

ბ) სამინისტროსა და გსო-ს თანამშრომლობა აუცილებელია იმ სცენარების გამოსავლენად და განსასაზღვრად, რომლებიც გსო-ს ცოდნის არეალის მიღმაა;

გ) სცენარი მიიჩნევა რელევანტურად, თუ იგი იწვევს ელექტროენერგიის ეროვნულ კრიზისს, განსაკუთრებით ისეთ კრიზისს, რომელსაც აქვს ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები ან გამოწვეულია მისგან, როგორც აღწერილია მე-3 მუხლში. იმის შესაფასებლად გამოიწვევს თუ არა საწყისი მოვლენა ელექტროენერგიის ეროვნულ კრიზისს, გსო-მა უნდა შეაფასოს მოვლენის მასშტაბი მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდისა (EENS) და დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინის (LOLE) ჭრილში.

2. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებების იდენტიფიცირება

ა) თითოეული ეროვნული ელექტროენერგიის კრიზისისათვის, რომელიც განისაზღვრება (იხ. დანართი 1.3.1) უნდა შეფასდეს შემდეგი ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები:

ა.ა) რედისპეტჩირების/ შემხვედრი ვაჭრობის/ დამხმარე მომსახურების/ ტრანსსასაზღვრო გაცვლის ხელმისაწვდომობა, რათა გარკვეულ მეზობელ ენერგეტიკულ სისტემაში შესაძლებელი იყოს ელექტროსადგურებიდან სიმძლავრის გამოტანა და მიწოდება;

ა.ბ) რეაქტიული სიმძლავრის ხელმისაწვდომობა (სისტემის მდგრადობის მხარდაჭერა);

ა.გ) ენერგიით მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.

3. ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარის აღწერა:

თითოეული სცენარის დეტალური აღწერა უნდა შესრულდეს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მე-5 მუხლში განსაზღვრულ მოთხოვნებს. სცენარის აღწერის ნიმუში მოცემულია დანართ 1.3.1-ში, შესაძლო საწყისი მოვლენები კი ჩამოთვლილია დანართ 1.2.2-ში. რადგან ეროვნულ კრიზისულ სცენარზე შეიძლება იმოქმედოს მეზობელ ქვეყნებში არსებულმა ელექტროენერგიის კრიზისმა ან ეროვნულმა ელექტროენერგიის კრიზისმა შეიძლება გავლენა იქონიოს მეზობელ ქვეყნებზე, უნდა იყოს აღწერილი შესაბამისი ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები ან სხვა მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედება (იხ. მე-3 და მე-5 მუხლები).

4. ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარის წარდგენა:

ა) გსო-მ უნდა წარუდგინოს ყველა შესაბამისი ეროვნული კრიზისული სცენარის აღწერა (როგორც განსაზღვრულია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში) სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში.

მუხლი 8. ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების შეფასება

1. სცენარის გავლენის შეფასება:

გსო-ის მიერ, ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი თითოეული შესაბამისი კრიზისული სცენარი უნდა შეფასდეს მე-6 მუხლში აღწერილი მეთოდის გამოყენებით.

2. მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო გავლენის იდენტიფიკაცია:

ეროვნული სცენარის გავლენის საფუძველზე, გსო-მ უნდა განაცხადოს ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო გავლენისა და მათი სიმწვავის შესახებ (თუ ისინი განსხვავდება მე-5 მუხლის მიხედვით სცენარში უკვე გამოვლენილი შემთხვევებისგან). აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნას მე-11 მუხლში ნებისმიერი სცენარის მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების შესაკავებლად. დამატებით, გსო-მ უნდა შეამოწმოს შემოთავაზებული წლით ადრე გათიშვების დაგეგმვის პროცესის შედეგები და მათი განახლებები ქსელის ელემენტებზე შესაბამისი გავლენის შესაფასებლად, რომელიც საჭიროა გეგმის შეფასებისთვის ან თავად გეგმისთვის. ავარიული გათიშვების შემთხვევაში „გსო“-მა უნდა შეაფასოს შესაბამისი გავლენა ქსელის ელემენტებზე, რომელიც საჭიროა გეგმისთვის.

3. ეროვნული გავლენის შეფასება:

ა) გსო-მა კონტროლირებადი არეალისთვის უნდა განსაზღვროს აღნიშნული მეთოდოლოგიის მე-8 მუხლის შესაბამისად გამოვლენილი თითოეული სცენარის ალბათობა და გავლენა ენერგეტიკულ სისტემაზე, რომელიც შეესაბამება მოწოდებულ შეფასების სკალებს (დანართი 1.1) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდისა (EENS) და დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინის (LOLE) თვალსაზრისით. ზოგიერთი სცენარის ალბათობის ან გავლენის შეფასება შეიძლება საჭიროებდეს მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორებთან და მათ უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას;

ბ) შეფასება, რომელიც უკვე ნახსენებია მე-6 მუხლში, უნდა ეფუძნებოდეს იმავე მოვლენის სტატისტიკურ მონაცემებს ან ვარაუდებს იმ შემთხვევაში, თუ არ მოიპოვება სცენარის შესაბამისი ისტორიული მონაცემები;

გ) ალბათობისა და გავლენის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდი უნდა იყოს მითითებული სცენარის აღწერაში (მაგ. დეტერმინისტული გაანგარიშება და ალბათური გაანგარიშება) გათვალისწინებულ ქვესცენარებთან ერთად. უმჯობესია გამოყენებულ იქნას ალბათური მეთოდი, რადგან ასეთი მეთოდით გაკეთებული შეფასება მიიჩნევა უფრო საიმედოდ და ზუსტად.

მუხლი 9. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების კლასიფიცირება

1. გავლენის შეფასება:

ა) თითოეული სცენარის გავლენის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდი:

ა.ა. თითოეული სცენარისთვის გამოიყენება გავლენისა და ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების სიძლიერის შეფასებები (იხ. დანართი III.3);

ბ) გავლენისა და ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების სიძლიერის შეფასებების რიცხვით მნიშვნელობებად გარდაქმნის სკალები მოცემულია დანართ 1.1-ში, „1.1.5 სცენარის შეფასების მაგალითი“ და „1.1.4 დამოკიდებულებების შეფასება ტრანსსასაზღვრო კავშირების მიმართ“;

გ) გამოთვლის მაგალითი წარმოდგენილია დანართ 1.1-ში, „1.1.5 სცენარის შეფასების მაგალითი“;დ) ეროვნული სცენარები, რომლებიც შეფასებულია, როგორც მნიშვნელობის არმქონე (ეს სცენარი არ არის „უმნიშვნელოზე“ მაღალი) გამოიყენება საბოლოო ანგარიშში სამომავლო რეკომენდაციისთვის (იხ. მე-11 მუხლი). რადგან აღნიშნული სცენარები არ მიიჩნევა როგორც „მნიშვნელოვანი“, მათ არ უნდა შეიცავდეს შეფასება და კლასიფიცირება.

2. კრიზისული სცენარების კლასიფიცირება მათი შესაბამისობის მიხედვით:

ა) შესრულებული გამოთვლების შედეგად, როგორც აღწერილია მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში, თითოეულ სცენარს ენიჭება ცალკეული რიცხვი. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო შესაბამისია სცენარი;

ბ) გამოთვლის პროცედურის შედეგად მიღებულ რიცხვს (და, შესაბამისად, კრიზისული სცენარის რანგს) არ აქვს ფიზიკური ან მაგ. ფულადი მნიშვნელობა. მისი ერთადერთი მიზანია შესაძლებელი გახადოს საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი სცენარის შერჩევა გეგმის განსავითარებლად.

მუხლი 10. ყველაზე რელევანტური სცენარების წარდგენა

1. მეთოდოლოგიის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ექვს თვეში, წესების მე-5 მუხლის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სამინისტროს ელექტროენერგიის კრიზისული სცენარები, როგორც განსაზღვრულია აღნიშნული მეთოდოლოგიის მე-8 მუხლის შესაბამისად.

2. ერთიანი ანგარიში, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის კრიზისული სცენარებს უნდა მომზადდეს „გსო“-ის მიერ. თითოეული სცენარის რელევანტურობა აღნიშნული უნდა იყოს დანართი 1.1-ის ქულათა ცხრილის შესაბამისად. ყველაზე რელევანტური სცენარი უნდა შეფასდეს უმაღლესი ქულით. თითოეული სცენარი წარმოდგენილი უნდა იყოს მეთოდოლოგიიდან შეგროვებული შემდეგი მინიმალური ინფორმაციის შესაბამისად:

ა) საწყისი მოვლენ(ებ)ი;

ბ) გეოგრაფიული შესაბამისობის არეალი;

გ) ეროვნული გავლენა და ალბათობა;

დ) კლასიფიცირება;

ე) ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების არსებობა და მნიშვნელობა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას, მათ შორის ნებისმიერ ვიზუალიზაციას.

მუხლი 11. განხილვა

1. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარების პერიოდული შეფასება:

ა) გსო-მ უნდა განაახლოს კრიზისული სცენარები ყოველ ოთხ წელიწადში, თუ გარემოება არ მოითხოვს უფრო ხშირ განახლებას. ასეთი განახლება უნდა განხორციელდეს გსო-ის მიერ რისკის შეფასებაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების ან ძირითადი რისკების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული;

ბ) ახალმა კვლევებმა კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლებიც ხაზს უსვამს სხვადასხვა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების სიხშირისა და სიმწვავის მნიშვნელოვან ზრდას, შეიძლება გამოიწვიოს განახლების საჭიროება.

2. მეთოდოლოგიის პერიოდული შეფასება

ა) გსო-მა უნდა განაახლოს და გააუმჯობესოს მეთოდოლოგია, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია და დაასაბუთოს აღნიშნული განახლების საჭიროება;

ბ) წესების მე-5 მუხლის შესაბამისად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უწყებათაშორისმა ჯგუფმა (ეუუჯ), რომელიც შედგება სამინისტროს წარმომადგენლებისგან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების სფეროს სხვა შესაბამისი დაინტერესებული პირებისგან, შეიძლება მოითხოვოს განახლებები და გაუმჯობესება შესაბამისი დასაბუთებით. მოთხოვნიდან ექვს თვეში, გსო-მა უნდა წარუდგინოს სამინისტროს შეთავაზებული ცვლილებების სამუშაო რედაქცია. სამუშაო ვერსიის მიღებიდან ორ თვეში, სამინისტრომ „ეუუჯ“-თან კონსულტაციის შემდეგ უნდა დაამტკიცოს ან შეიტანოს შესწორებები შეთავაზებულ ცვლილებებში. საბოლოო რედაქცია უნდა გამოქვეყნდეს გსო-სა და სამინისტროს ვებგვერდებზე.

მუხლი 12. სენსიტიური ინფორმაციის მართვა

1. გსო-მა უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ეროვნული რისკების შესახებ სამინისტროს, რათა მან შეიმუშაოს გეგმა წესების შესაბამისად.

2. დადგენილია შემდეგი პრინციპები:

ა) კონფიდენციალურობა:

ა.ა. ნებისმიერი კონფიდენციალური ან სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც მიღებული, გაცვლილი ან გადაცემულია აღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, უნდა დაექვემდებაროს “ა.ბ.“, „ა.გ.“ და „ა.დ.“,პუნქტებით გათვალისწინებულ პროფესიული საიდუმლოების პირობებს;

ა.ბ. პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება, რომელიც ექვემდებარება აღნიშნული მეთოდოლოგიის დებულებებს უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა;

ა.გ. მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ მოვალეობის შესრულების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან უწყებას, იმ შემთხვევებზე ზიანის მიუყენებლად, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით, აღნიშნული მეთოდოლოგიის სხვა დებულებებით ან საქართველოსთვის შესაბამისი სხვა საკანონმდებლო აქტებით;

ა.დ. იმ შემთხვევებზე ზიანის მიუყენებლად, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით, მარეგულირებელმა უწყებებმა, ორგანოებმა ან პირებმა, რომლებიც იღებენ ინფორმაციას აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეიძლება გამოიყენონ იგი მხოლოდ აღნიშნული მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით.

ბ) გამოქვეყნება:

ბ.ა. გასამჟღავნებელი ინფორმაციის მფლობელს აქვს უფლება გადაწყვიტოს რომელი ინფორმაცია შეიძლება იყოს გადაცემული გსო-ს გარეთ, ვისთვის და რა ფორმით.

დანართი 1.1: სცენარების შეფასების სკალები

1 ელექტროენერგიის კრიზისის ალბათობის სკალა

კრიზისის ალბათობის კლასიფიკაციისთვის გამოიყენება ხუთსაფეხურიანი სკალა:

კლასიფიკაცია მოვლენები წელიწადში 1 x …წელიწადში აღწერა/ საწყისი მოვლენის მაგალითი
ყველაზე სავარაუდო ≥ 0.5 2 ან ნაკლები ფაქტობრივად ყოველ წელს მოსალოდნელი მოვლენა, მაგ.: ექსტრემალური ქარი/შტორმი, რომელიც იწვევს საჰაერო ეგხ-ების მრავალჯერად დაზიანებას, შეიძლება მოსალოდნელი იყოს თითქმის ყოველ წელს ზოგიერთ არეალში
სავარაუდო 0.2-0.5 2-5 ორ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელი მოვლენა, მაგ,: ექსტრემალური სიცხე, რაც იწვევს ღია ციკლის წყლით გაგრილების ელექტროსადგურების გამომუშავების შეზღუდვას, ჰეს-ებზე წყლის დაბალ დონეს, დატვირთვის ზრდას და ა.შ.
შესაძლო 0.1-0.2 5-10 მოვლენა, რომელიც მოსალოდნელია ან მხედველობაშია მიღებული, როგორც პოტენციური საფრთხე, მაგ.: კიბერ ან მტრული თავდასხმა
ნაკლებად სავარაუდო 0.01-0.1 10-100 ძალიან იშვიათი მოვლენა პოტენციურად დიდი ზემოქმედებით, მაგ.: ერთდროული წყალდიდობები, რაც იწვევს გენერაციის, გამანაწილებელი და გადამცემი ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობას
ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ≤ 0.01 100 ან მეტი მოვლენა, რომელიც არ არის გამოხატული, მაგრამ პოტენციურად კატასტროფულია, მაგ.: მიწისძვრა, რომელიც იწვევს გადამცემი, გამანაწილებელი ან გენერაციის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურებას

2 ელექტროენერგიის კრიზისის გავლენის სკალები

შედეგების სიმულაცია უნდა განხორციელდეს სისტემის ამჟამინდელ ცოდნაზე დაყრდნობით მინიმუმ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ელექტროენერგიის კრიზისის საოპერაციო გავლენის კლასიფიკაციისთვის გამოიყენება ხუთსაფეხურიანი სკალა იმისათვის, რომ კლასიფიცირდეს EENS%-სა და LOLE-ის გავლენის განსხვავებული განზომილებები, რომლებიც დამოუკიდებლად მოექცნენ გავლენის ქვეშ, როგორც ნაჩვენებია დანართ 1.1.3-ში:

კლასიფიკაცია

EENS%*

(წლიური მოხმარების)

LOLE*

[საათები]

კატასტროფული ≥0,25% ≥168
კრიტიკული ≥0,05% and <0,025% ≥48 and <168
ძირითადი ≥0,01% and <0,05% ≥12 and <48
არაძირითადი ≥0,002% and <0,01% ≥3 and <12
უმნიშვნელო <0,002% <3

* განმარტებები იხილეთ მე-2 მუხლში.

3. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის შეფასება წევრი ქვეყნის დონეზე

კრიზისული სცენარის შეფასება სრულდება საოპერაციო გავლენის შეფასებისა (EENS%-ისა და LOLE-ის შეფასების შედეგად) და ალბათობის შეფასების კომბინირებით, როგორც ილუსტრირებულია ქვევით, ალბათობა-გავლენის მატრიცაში.

მაგალითად, თუ განსაზღვრული ელექტროენერგიის კრიზისი არის სავარაუდო და აქვს კრიტიკული EENS და არაძირითადი LOLE ზემოქმედება, უნდა განისაზღვროს, როგორც ძირითადი.

ზემოქმედება ალბათობა
EENS% LOLE ყველაზე სავარაუდო სავარაუდო შესაძლო ნაკლებად სავარაუდო ყველაზე ნაკლებად სავარაუდო
კატასტროფული კატასტროფული კატასტროფული კატასტროფული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი
კატასტროფული კრიტიკული კატასტროფული კრიტიკული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი
კრიტიკული კატასტროფული კატასტროფული კრიტიკული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი
კატასტროფული ძირითადი კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
ძირითადი კატასტროფული კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
კატასტროფული არაძირითადი კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
არაძირითადი კატასტროფული კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
კატასტროფული უმნიშვნელო კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
უმნიშვნელო კატასტროფული კატასტროფული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი
კრიტიკული კრიტიკული კატასტროფული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
კრიტიკული ძირითადი კრიტიკული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
ძირითადი კრიტიკული კრიტიკული კრიტიკული ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
კრიტიკული არაძირითადი კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
არაძირითადი კრიტიკული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
კრიტიკული უმნიშვნელო კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
უმნიშვნელო კრიტიკული კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი
ძირითადი ძირითადი კრიტიკული ძირითადი ძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო
ძირითადი არაძირითადი ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო
არაძირითადი ძირითადი ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო
ძირითადი უმნიშვნელო ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო
უმნიშვნელო ძირითადი ძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო
არაძირითადი არაძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო უმნიშვნელო
არაძირითადი უმნიშვნელო ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო უმნიშვნელო
უმნიშვნელო არაძირითადი ძირითადი არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო უმნიშვნელო
უმნიშვნელო უმნიშვნელო არაძირითადი არაძირითადი უმნიშვნელო უმნიშვნელო უმნიშვნელო

შედეგების გაერთიანებისა და გამოთვლის მიზნით, რაც იძლევა რაოდენობრივი შეფასების საშუალებას, ზემოთ მოცემულ კრიზისული სცენარის შეფასებებს მინიჭებული აქვს მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულია შემდეგ ცხრილში:

კრიზისული სცენარის

შეფასება

მნიშვნელობა
(გამოიყენება სცენარის შეფასებისთვის)
კატასტროფული 10
კრიტიკული 5
ძირითადი 2
არაძირითადი 1
უმნიშვნელო 0

4. ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების შეფასება

აუცილებლად გასათვალისწინებელი ტრანსსასაზღვრო აღწერილია მე-3 მუხლში. თითოეული სცენარისთვის, სისტემათაშორისი დამოკიდებულების დონე უნდა შეფასდეს შემდეგი სკალით:

სისტემათაშორისი დამოკიდებულების შეფასება მნიშვნელობა აღწერა
არც ერთი 1 ელექტროენერგიის კრიზისს არ აქვს გავლენა მეზობელ ქვეყნებზე, მაშინაც კი, თუ ისინი არიან პარალელური ელექტროენერგიის კრიზისის წინაშე.
არაძირითადი 1.2 ელექტროენერგიის კრიზისი ამწვავებს პარალელურ ელექტროენერგიის კრიზისს მინიმუმ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზებით (იხ. მე-3 მუხლი).
ძირითადი 2 ელექტროენერგიის კრიზისი მიდრეკილია წარმოშვას ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიის კრიზისი მინიმუმ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზებით (იხ. მე-3 მუხლი).

დადგენილია, რომ ადგილობრივი მოვლენების გავლენა სხვა მეზობელ გადამცემი სისტემის ოპერატორებზე უნდა შეფასდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის თავისი ქსელის ცოდნის გამოყენებით.

5 სცენარის შეფასების მაგალითი

კრიზისული სცენარის შეფასების მნიშვნელობები (დანართი 1.1.3) და ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების შეფასებები (დანართი 1.1.3) გამოიყენება სცენარებისთვის ეროვნული შეფასების საანგარიშოდ, შემდეგი განტოლების გამოყენებით:

  =    ×   

მიღებული რიცხვები გამოიყენება მხოლოდ სცენარების შესაბამისი კლასიფიცირებისთვის. კრიზისული სცენარის შეფასებების გამოთვლის მაგალითი, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ეროვნული სცენარის რეიტინგზე, მოცემულია ქვევით (1.1.3 და 1.1.4 დანართების მნიშვნელობების გამოყენებით). აღნიშნულ ცხრილში მოცემული მნიშვნელობები წარმოადგენს მოსალოდნელ მიღებულ მონაცემებს მე-8 მუხლში აღწერილი ეროვნული სცენარის შეფასებიდან.

საქართველო
სცენარის სახელი კრიზისული სცენარის შეფასება ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულების შეფასება ეროვნული შეფასება
საწვავის დეფიციტი 1 1 1
კიბერ თავდასხმა 2 1.2 2.4
გვალვა 1 1.2 1.2
ძალიან ცივი ამინდები (გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში) 0 1 0

დანართი 1.2: მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროენერგიის კრიზისული სცენარი (საწყისი მოვლენა)

საწყისი მოვლენების აღწერის საერთო სია შეიქმნა თითოეული შემთხვევისთვის:

ა) იშვიათი და ექსტრემალური საფრთხეები;

ბ) შემთხვევითი საფრთხები, რომლებიც სცდება N-1 უსაფრთხოების კრიტერიუმს და გამონაკლისი ავარიები;

გ) შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის მტრული თავდასხმისა და საწვავის დეფიციტის შედეგები.

1. საწყისი მოვლენების ჩამონათვალი

სულ მცირე, შემდეგი საფრთხეები უნდა იქნეს განხილული, როგორც შესაძლო საწყისი მოვლენა ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების განვითარებაში:

  1. იშვიათი და ექსტრემალური ბუნებრივი საფრთხეები:

ა) წყალდიდობა;

ბ) გვალვა და მასთან დაკავშირებული წყლის დეფიციტი;

გ) ამინდი (მათ შორის: შტორმი, ძლიერი ქარი, ყინულის შტორმი, თოვლი, ძლიერი ნალექი, ქარიშხალი, გვალვები, ძალიან ცივი ამინდები);

დ) ტყის ხანძარი;

ე) სეისმური და ვულკანური აქტივობები;

ვ) ინფექციური საფრთხეები, მათ შორის პანდემია;

ზ) კოსმიური ამინდის საფრთხე.

  1. შემთხვევითი საფრთხეები, გარდა N-1 უსაფრთხოების კრიტერიუმისა და გამონაკლისი ავარიებისა:

ა) ქსელის მრავალი ელემენტის ერთდროული დაზიანება;

ბ) ადამიანის შეცდომის გამო N-1 კრიტერიუმის შემთხვევითი (უნებლიე) დარღვევა:

ბ.ა. შეცდომა ოპერირების დროს;

ბ.ბ. წარუმატებლობა ან ხარვეზი სარემონტო სამუშაოების დროს;

ბ.გ. წარმოებული ქსელის ელემენტების სერიის არასტანდარტული ხარისხი.

  1. შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის მტრული თავდასხმისა და საწვავის დეფიციტის შედეგები:

ა) მტრული თავდასხმები:

ა.ა. ტერორიზმი / საბოტაჟი;

ა.ბ. კიბერ დანაშაული;

ა.გ. ბაზრის მავნე მანიპულირება

ბ) ელ. ენერგიის გენერაციისთვის საწვავის მიწოდების შეფერხება;

გ) ინდუსტრიული შემთხვევა, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგიას (მაგ.: ქიმიური დარღვევა, კოლაფსი, აფეთქება, გაზის გაჟონვა, რადიაცია, ტრანსპორტის დაზიანება);

დ) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ელექტროენერგიასთან (მათ შორის, წყლითა და საჭმლით მომარაგება, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების შეგროვება, საწვავის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის გენერაციისა და ტელეკომუნიკაციისა);

ე) ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც გამოწვეულია დაინტერესებული მხარეების ვალდებულებების შეუსრულებლობის ან სპეკულირების გამო;

ვ) ბირთვული/რადიაქტიული შემთხვევა.

შენიშვნა: მოსალოდნელია, რომ საქართველოსა და „გსო“-სათვის ზემოთხსენებული რომელიმე საფრთხე არ იყოს შესაბამისი მაშინ, როდესაც ზოგიერთი სხვა საფრთხე იქნება შესაბამისი, მაგრამ არა ელექტროენერგიის კრიზისული სცენარისთვის. ზემოთ მოცემული სიის მიზანია დაეხმაროს „გსო“-ს საკონტროლო სიით, რომლის მიმართაც უნდა შემოწმდეს ეროვნული სცენარები, დაფარვის სრულყოფისთვის. „გსო“-ს არ მოეთხოვება (არც მოსალოდნელია), რომ აწარმოოს ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების სია, რომელიც მოიცავს ყველა ზემოხსენებულს, მაგრამ იგი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული რისკების შეფასებას.

დანართი 1.3: ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის აღწერის ნიმუში

კრიზისული სცენარის აღწერის ნიმუში, რომელიც მოცემულია ქვევით, უნდა იყოს გამოყენებული პროცესის თითოეული ნაბიჯისთვის. სვეტები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) „სექცია“ აღწერს დაკავშირებული საინფორმაციო საგნების ბლოკს;

ბ) „პუნქტი“ შეიცავს საჭირო ინფორმაციის განმარტებას;

ქვემოთ მოცემული ნიმუშის ველები აუცილებლად უნდა შეივსოს არასენსიტიური ინფორმაციით, რომელიც შეიძლება გააზიაროს სამინისტრომ. აგრეთვე, ინფორმაცია უნდა იყოს ზოგადი: თითოეული პუნქტისთვის, საჭიროა ზოგადი გასაგები აღწერა ზუსტი ადგილმდებარეობის, მოწყობილობის, გაზომვებისა და სხვ. გარეშე და შეთანხმებული მნიშვნელობები უმჯობესია იყოს ზუსტი რიცხვები.

საკონტროლო სიები მოცემულია 1.3.2 და 1.3.3 დანართებში, როგორც თითოეული სცენარის სრულყოფილი აღწერის შექმნის საშუალება. აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკონტროლო სიების მიხედვით, რათა სცენარების მნიშვნელოვანი ასპექტები არ იქნეს გამოტოვებული. რამდენიმე კითხვამ შეიძლება მოითხოვოს სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გაზიარდეს მიმწოდებლის მიერ, მაგრამ ის შეიძლება გამოსადეგი იყოს მიმწოდებლისთვის, რათა გააკეთოს მოცემული კრიზისული სცენარის გავლენის შეფასება.

1. ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების აღწერა

ელექტროენერგიის თითოეული ეროვნული კრიზისული სცენარისთვის, როგორც აღნიშნულია მე-7 მუხლში, აღწერა უნდა მიჰყვეს შემდეგ ნიმუშს:

კრიზისული სცენარის აღწერის ნიმუში:

პუნქტი მოსაწოდებელი ინფორმაცია
უწყების სახელი და სცენარის წარდგენის თარიღი გადამცემი სისტემის ოპერატორი
საკონტაქტო ინფორმაცია, თუ მომდევნო კვირებში საჭირო გახდება დამატებითი ინფორმაცია სცენართან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორში საკონტაქტო პირის მონაცემები
საწყისი მოვლენა კრიზისის გამომწვევი საწყისი მოვლენის მოკლე აღწერა.
წელიწადის დრო(ებ)ი, როდესაც სცენარი შესაბამისია და დატვირთვის ტიპი

ზამთარი/გაზაფხული/ზაფხული/შემოდგომა

პიკური/ბაზისური დატვირთვა

აქვს თუ არა მოვლენას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება დიახ/არა
საწყისი პირობების ფარგლები, რომლებიც შეესაბამება სცენარს

სცენარისთვის მოსალოდნელი საწყისი პირობების აღწერა აღნიშნული მდგომარეობების ჩამონათვლის გამოყენებით. არ არის სავალდებულო ისინი იყოს ძალიან სპეციფიკური

მაგ: გადამცემი სისტემის ოპერატორ-ის პერიმეტრზე, 30°C და 35°C ტემპერატურას 2-დან 5 კვირამდე პერიოდის განმავლობაში უკავშირდება რეზერვუარებში წყლის დაბალი დონე და ა.შ.

ეროვნულ პერიმეტრზე გავლენების აღწერა

ეროვნულ პერიმეტრზე ელექტროენერგიის კრიზისის მოსალოდნელი გავლენების აღწერა, რომელიც დეტალების ნაცვლად ფოკუსირებულია დიაპაზონზე/ზოგად არეალებზე

მაგ: მოსალოდნელი გავლენების აღწერა ქვეყნის სამხრეთში/საზღვაო არეალებში, რაიონის ან ქალაქის დასახელების ნაცვლად

ტრანსსასაზღვრო გავლენების აღწერა 7.2 მუხლში აღწერილი ყველა კატეგორია გათვალისწინებული უნდა იყოს აქ შესაბამისობისთვის
კრიზისული სცენარის განვითარება
სცენართან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საკონტროლო სია, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სცენარის სრულყოფილი აღწერისთვის:

სექცია პუნქტი გათვალისწინებული შეუსაბამო
სისტემის საწყისი მდგომარეობის აღწერა, რომელიც შესაბამისია სცენარისთვის დატვირთვა, გენერაცია, სიხშირე, ხელმისაწვდომი რეზერვები, იმპორტის შესაძლებლობები, მდგრადობა, სისტემის კონტროლის დონე
ამინდის პირობები (ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, წვიმა, სეტყვა და ა.შ.)
შიდა და ტრანსსასაზღვრო გადატვირთვები
რედისპეტჩირების შესრულება საწყისი მოვლენის დაწყებამდე
შიდა და რეგიონალური გენერაციისა და გადაცემის შეზღუდვები
საწყისი მოვლენები (საჭიროების შემთხვევაში, ქსელის კრიტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით), მათ შორის: საწყისი მოვლენების დეტალები (საჭიროების შემთხვევაში მათი პარამეტრები და შესაბამისი გარემოებები)
გავლენის ქვეშ მოქცეული სისტემის სავარაუდო ნაწილი ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობა (ხაზის ტიპი, ქვესადგური, ფაზადამძვრელი ტრანსფორმატორი, სისტემათაშორისო ხაზი, სადისპეტჩერო ცენტრი და ა.შ.)
მოვლენათა თანმიმდევრობის დაწყების მოსალოდნელი დრო: წელიწადის დრო
დღე (კვირა, შაბათ-კვირა, უქმე დღე, უქმი დღეების წინა დღე)
პიკური ან ბაზისური დატვირთვა
კრიზისული სცენარის განვითარება მოვლენების კურსი (მოვლენების ჯაჭვი)
სისტემის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვის ვარდნა კრიტიკულ წერტილებში და ა.შ.) სცენარის ყველა ეტაპზე
სისტემის მოსალოდნელი საპასუხო რეაქცია (ავტომატური ან ხელით მართვადი)
სცენარის თვითნებური გავრცელება vs ელექტროენერგიის კრიზისის მომდევნო ეტაპებში ადამიანის ჩარევის საჭიროება
მოსალოდნელი ადამიანური შეცდომა/უმოქმედობა/არასწორი გადაწყვეტილება
ენერგეტიკული სისტემის ელემენტების ან საწვავის მომარაგების საჭირო ხელმისაწვდომობა
შესაძლო შემამსუბუქებელი და/ან მაკორექტირებელი მოქმედებების განხორციელება კრიზისის გამოვლენამდე და მათი ხელმისაწვდომობა
შემამსუბუქებელი და/ან მაკორექტირებელი მოქმედებების განსახორციელებლად საჭირო დრო, მათ შორის დრო ქსელის შემდგომი ელემენტების გადატვირთვამდე

3. ელექტროენერგიის კრიზისული სცენარის გავლენის შეფასება

„გსო“-ის მიერ ელექტროენერგიის ეროვნული კრიზისული სცენარების აღწერა (როგორც აღნიშნულია მე-8 მუხლში) უნდა მოხდეს შემდეგი ნიმუშის მიხედვით. ქვემოთ მოცემული საკონტროლო სია უნდა იქნას გამოყენებული სრულყოფილი შეფასების უზრუნველსაყოფად.

პუნქტი მოწოდებული ინფორმაცია
სცენარის სახელი
კრიზისული სცენარის დონე (როგორც აღწერილია დანართ 1.1.1-ში)

კატასტროფული/კრიტიკული/

ძირითადი/არაძირითადი/უმნიშვნელო

სისტემათაშორისი დამოკიდებულების შეფასება ძირითადი/არაძირითადი/ არცერთი
ალბათობის შესაფასებლად გამოყენებული მეთოდი (დეტერმინისტული გამოთვლა/ალბათური გამოთვლა/სტატისტიკური მონაცემები, მხედველობაში მიღებული ქვესცენარების რაოდენობა და სხვ.)
ზემოქმედების შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდი დეტერმინისტული გამოთვლები/ალბათური გამოთვლები/ქვე-სცენარების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია ალბათური მიდგომის მოვლენაში და ა.შ.)
დამოკიდებულებების სიძლიერე და ტიპი ტრანსსასაზღვრო კავშირების მიმართ
სცენარის სიმწვავე - ეროვნული სპეციფიკურობა სცენარისთვის შესაბამისი ეროვნული სპეციფიკურობა: პირდაპირი ზემოქმედების ხანგრძლივობა და სიდიდე, შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის მოსალოდნელი გავლენა საწვავსა ენერგეტიკულ ბაზარზე (გაზი, ელ.ენერგია) და ა.შ.
სხვა შესაბამისი ინფორმაცია

საკონტროლო სია, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული გავლენის სრულყოფილი შეფასებისთვის:

ქვემოთ მოცემულ საკონტროლო სიაში პუნქტების ნაწილი შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას: აღნიშნულ შემთხვევებში ინფორმაციის მომწოდებელმა არ უნდა გააზიაროს აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს მოცემული კრიზისული სცენარის გავლენის შეფასებისთვის (ალბათობა და გავლენები).

ზემოქმედება და ალბათობა:

სექცია პუნქტი გათვალისწინებული შეუსაბამო
სცენარის სიმძიმე სცენარის ხანგრძლივობა
სცენარის განხორციელების ალბათობის შეფასება
მიწოდების უსაფრთხოებაზე (EENS) პირდაპირი გავლენის შეფასება - ყველაზე სავარაუდო და ყველაზე უარესი მოვლენა
საერთო რისკის შეფასება (EENS-ისა და LOLE-ის ალბათობის გათვალისწინებით)
გავლენისა და ალბათობის შეფასება - ერთ-ერთი არის - დეტერმინისტული გამოთვლა ან ალბათური გამოთვლა
ქვე-სცენარების რაოდენობა, რომლებიც განიხილება ალბათობისა და გავლენის შეფასებაში (ალბათური მიდგომის შემთხვევაში)
პირდაპირი გავლენის ხანგრძლივობა
შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის მოსალოდნელი გავლენა საწვავსა და ენერგეტიკულ ბაზრებზე (გაზი, ელექტროენერგია)
დაცვის საგნები, რომლებზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა მოვლენამ (პიროვნებები, გარემო, ინფრასტრუქტურა და ა.შ.)
მოთხოვნილი დრო, რომელიც საჭიროა სისტემის აღსადგენად წინავარიულ რეჟიმამდე
უწესიურობის აღმოფხვრის ღონისძიებების ან სხვა კოორდინირებული ქმედებების საჭიროება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიღმა (ეროვნული/რეგიონალური)
წარსულის ელექტროენერგიის კრიზისი, როგორც რეკომენდაცია შესადარებელი მოვლენების ჩამონათვალი, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარსულში (ამინდის მიუხედავად სრულად განვითარდა თუ არა ელექტროენერგიის კრიზისი)
ელექტროენერგიის კრიზისის შემდგომი მიმოხილვა (მიღებული გაკვეთილები): მთავარი მსგავსებები და განსხვავებები სცენარებსა და წარსულის ელექტროენერგიის კრიზისებს შორის, მათ შორის სისტემის პირობების/საექსპლუატაციო საიმედოობის გაუმჯობესება/გაუარესება
ოპერატორებისა და უფლებამოსილი პირების მზადყოფნა ელექტროენერგიის კრიზისის სამართავად

გადამცემი სისტემის ოპერატორების ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების უნარი მოემზადონ და/ან რეაგირება მოახდინონ:

  • რეზერვის/მხარდაჭერის/სათადარიგო კომპონენტების ხელმისაწვდომობაზე;

  • აქტივაციის დადგენილ პროტოკოლზე;

  • ელექტროენერგიის კრიზისის გამჭვირვალე და ზუსტი პროცედურების ხელმისაწვდომობაზე.

ადგილობრივი და ეროვნული უწყებების/გადამცემი სისტემის ოპერატორების მზადყოფნა:

  • გეგმის არსებობა და ვერიფიკაცია (ტესტები, სავარჯიშოები);

  • ბრძანების ნათელი და ცალსახა ჯაჭვის არსებობა;

  • ელექტროენერგიის კრიზისის მართვის სამართლებრივი საფუძველი.

გეგმის სამუშაო რედაქცია მომზადებულია/განხორციელებულია/შემოწმებულია;
შესაბამისი სამაშველო/დახმარების სერვისების მზადყოფნა/შეზღუდვა;
სისტემათაშორისი კოორდინირების უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
საკომუნიკაციო არხების ხელმისაწვდომობა;

დასკვნები ზიანის მგრძნობიარობის შესახებ და/ან დაზარალებული პირების/ელემენტების სიმტკიცე, მათ შორის:

  • გადამცემი სისტემის საიმედოობა;

  • მოვლენებზე სისტემის რეაგირების შესაბამისობა/ადეკვატურობა;

  • სცენარის მიმართ რეაქციის მოქნილობა;

  • სიმულაციური ვარჯიშები.

სცენართან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შესაბამისია მისი მართვისთვის.

ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებები:

სექცია პუნქტი გათვალისწინებული შეუსაბამო
სიძლიერე და ტიპი ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებების ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებების აღწერა, როგორც სცენარის შესაძლო დამამძიმებელი საწყისი ინფორმაცია (მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორების დახმარებაზე დაყრდნობით);
ტრანსსასაზღვრო დამოკიდებულებების აღწერა, როგორც ეროვნული ელექტროენერგიის კრიზისის შესაძლო შედეგი (სისტემის შემცირებული უნარი დაეხმაროს მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორებს)

ურთიერთდამოკიდებულებები

განხილულ სცენარში, გაუარესდება თუ არა თქვენი მდგომარეობა, თუ მეზობელი ენერგოსისტემა ვერ შეძლებს დახმარების შემოთავაზებას

რედისპეტჩირების/ შემხვედრი ვაჭრობის/ დამხმარე მომსახურებების ხელმისაწვდომობა, რათა გახდეს შესაძლებელი გარკვეულ მეზობელ ენერგოსისტემაში სიმძლავრის მიწოდება ან ელ.სადგურებიდან მისი გამოტანა;
რეაქტიული სიმძლავრის ხელმისაწვდომობა (სისტემის მდგრადობის მხარდაჭერა);
ენერგიით მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.

ურთიერთდამოკიდებულებები

აღწერილი სცენარის დროს, შეძლებთ თუ არა მეზობელი ენერგოსისტემების დახმარებას შემდეგ ველებში, თუ ისინი განიცდიან პარალელურ ელექტროენერგიის კრიზისს?

რედისპეტჩირების/ შემხვედრი ვაჭრობის/ დამხმარე მომსახურებების ხელმისაწვდომობა, რათა გახდეს შესაძლებელი გარკვეულ მეზობელ ენერგოსისტემაში სიმძლავრის მიწოდება ან ელ. სადგურებიდან მისი გამოტანა;
რეაქტიული სიმძლავრის ხელმისაწვდომობა (სისტემის მდგრადობის მხარდაჭერა)
ენერგიით მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.
501-2.doc

დანართი N2

სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების

მეთოდოლოგია

თავი I


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დანართი წარმოადგენს სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგიას (შემდგომში - მეთოდოლოგია), რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ეროვნულ დონეზე ყველა სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასებისთვის.

2. მოკლევადიანი და სეზონური ადეკვატურობის შეფასების მიზანია შეაფასოს, საკმარისია თუ არა მიწოდებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის მოსალოდნელი (ან დაგეგმილი) ხელმისაწვდომობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადეკვატურობა და გამოვლინდეს ის შემთხვევები, რომლებშიც შესაძლებელია რისკის არსებობა. აღნიშნული წლის შიგნით მონიტორინგი აუცილებელია, შემამსუბუქებელი ღონისძიებების განსახორციელებლად საოპერაციო პირობების შეცვლის გამო, როგორიცაა ამინდის პროგნოზის ცვალებადობა და ავარია. თუ შეფასებები აჩვენებს, რომ ადეკვატურობა რისკის ქვეშ დგას, მის შესარბილებლად უნდა იქნეს მიღებული საჭირო ზომები, მაგალითად, ხელახლა დაიგეგმოს გენერაცია და/ან ქსელის გეგმური გათიშვები.

3. ადეკვატურობის შედარებით გრძელვადიანი შეფასებიდან (სეზონური და მოკლევადიანი) მიღებული შედეგების გათვალისწინება ხდება უფრო მოკლევადიან შეფასებაში, რაც ზრდის ინფორმაციის მომზადების ხარისხს და გამოავლენს, თუ რას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება. თუმცა, ადეკვატურობის თითოეული შეფასება წარმოადგენს სრულად განახლებულ ანალიზს, უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით.

4. სეზონური ადეკვატურობის შეფასება აკავშირებს წლით ადრე რესურსის ადეკვატურობასა და მოკლევადიან ადეკვატურობას. სეზონური ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია ეყრდნობა რესურსის საშუალოვადიანი ადეკვატურობის შედეგებს, როგორც განუზღვრელობას, განსაკუთრებით ამინდის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ტემპერატურული, ქარის ან მზის მონაცემები შესაძლებელია იცვლებოდეს სტატისტიკური დიაპაზონის ფარგლებში მაშინ, როდესაც მოკლევადიან ადეკვატურობას აქვს მონაცემების გაზრდილი სანდოობა და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამინდის პროგნოზით სარგებლობა.

5. თვით ადრე ადეკვატურობის შეფასება შეიძლება შესრულდეს, იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ავარიების ან საწყისი ინფორმაციის განახლებები (მაგ. რემონტების ხელახლა დაგეგმვა) განხორციელებულია სეზონური ადეკვატურობის შეფასების შემდეგ და გადამცემი სისტემის ოპერატორი (შემდგომში - გსო) თვლის, რომ ამ განახლებებს შეუძლია გენერაციის ადეკვატურობაზე გავლენის მოხდენა.

6. მეთოდოლოგია მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ განუსაზღვრელ საკითხებს:

ა. გადამცემი ელემენტის გათიშვის ალბათობა;

ბ. ელექტროსადგურების ავარიული გათიშვის ალბათობა;

გ. მოხმარების ცვალებადობა;

დ. განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების ცვალებადობა;

ე. კლიმატური პირობების ცვალებადობა (ტემპერატურის, ჰიდროლოგიის, მზის გამოსხივებისა და ქარის სიჩქარის მონაცემები).

7. მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა ადეკვატურობის შეფასების საშუალებით დადგინდეს, ელექტროენერგეტიკული კრიზისის ან პარალელური ელექტროენერგეტიკული კრიზისის ალბათობა.

8. მეთოდოლოგია გამოიყენება სეზონური ადეკვატურობის შეფასებისა (ზამთრის პერსპექტივა და ზაფხულის პერსპექტივა) და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასებებისთვის.

9. წინამდებარე მეთოდოლოგია არ ზღუდავს ანალიზის გეოგრაფიულ არეალს. გსო-ის მიერ შესრულებული ადეკვატურობის შეფასება მოიცავს, სულ მცირე, საქართველოს, მიწოდების უსაფრთხოების წესებს (შემდგომში - წესები) მე-6 მუხლის შესაბამისად.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოიყენება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წესების განმარტებები.

2. მეთოდოლოგიის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა. ნორმალური პირობები - შეესაბამება ისეთ კლიმატურ პირობებს, მიწოდების ხელმისაწვდომობისა და გადამცემი სისტემის ხელმისაწვდომობას, როდესაც ადგილი აქვს ტიპურ საოპერაციო მდგომარეობას.

ბ. მკაცრი პირობები - შეესაბამება ისეთ კლიმატურ პირობებს, გენერაციის ხელმისაწვდომობასა და გადამცემი სისტემის ხელმისაწვდომობას, როდესაც ადგილი აქვს მკაცრ საოპერაციო მდგომარებას.

გ. გეგმიური გათიშვა - ელემენტის გათიშვის რეჟიმი, რომელიც დაგეგმილია წინასწარ და აღნიშნულ პერიოდში იგი არ არის ხელმისაწვდომი ენერგეტიკული სისტემისთვის. აღნიშნული გათიშვები მოიცავს რემონტს, დაკონსერვებას და სხვა ნებისმიერ წინასწარ ცნობილ ხელმიუწვდომლობას.

დ) დაუგეგმავი გათიშვა (ასევე ავარიული გათიშვა) - ელემენტის დაუგეგმავი გათიშვის რეჟიმი.

ე) ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირება (UCED) - მათემატიკური ოპტიმიზაციის ამოცანა, რომელიც ადგენს გენერაციის ობიექტების დატვირთვის გრაფიკებს და მათი გენერაციის დონეს, მოდელირების ყველა საფეხურზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ამოცანის მიზანია საოპერაციო ხარჯების მინიმიზაცია ენერგეტიკული სისტემის საოპერაციო შეზღუდვების შესრულებისას.

ვ) სეზონური ადეკვატურობის შეფასება – ზამთრისა და ზაფხულის სეზონების ადეკვატურობის შეფასება. მათი შეფასების მინიმალურ მოთხოვნებს წარმოადგენს ზაფხულის და ზამთრის პერიოდების გათვალისწინება, ხოლო დამატებითი პერიოდები შეიძლება შეფასდეს მოსალოდნელი სპეციფიკური ან საფუძვლიანი რისკების არსებობის შემთხვევაში.

ზ) მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასება – კვირით ადრე, დღით ადრე და დღის შიგნით ადეკვატურობის შეფასება.

თ) ირიბად მოდელირებული სისტემები - ელექტრული სისტემები, რომელთა მონაცემები არ არის გათვალისწინებული ადეკვატურობის შეფასებისას, მაგრამ მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოს ან სხვა ელექტრულ სისტემასთან, რომლებისთვისაც მოქმედებს წესების მე-6 მუხლი. ადეკვატურობის შეფასებაში აღნიშნული სისტემების წვლილი შეიძლება განხილული იყოს საქართველოს გსო-ის მიერ დადგენილი შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.

ი) პირდაპირ მოდელირებული სისტემები - საქართველოს ელექტრული სისტემა და ელექტრული სისტემა, რომლისთვისაც შესაბამისია წესების მე-6 მუხლი.

კ) ელექტროგადამცემი ხაზის სუფთა გამტარუნარიანობა (NTC) - ხელმისაწვდომი სიმძლავრე კომერციული ტრანზაქციებისთვის. NTC-ის მნიშვნელობა გამოითვლება შემდეგნაირად: TTC – TRM = NTC.

TTC არის ელექტროგადამცემი ხაზის სრული გამტარუნარიანობა, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტროენერგიის მიმოცვლისთვის, მეზობელი გეოგრაფიული არეალების ქსელებს შორის, შესაბამისი ქსელების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე და ექვემდებარება სისტემის ოპერატორისთვის ბაზრის მონაწილეების ან სხვა სისტემის ოპერატორების მხრიდან შეტყობინებულ მოვლენას ან ახალ ინფორმაციას.

TRM არის გადაცემის საიმედოობის ზღვარი, რომელიც სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი სისტემათაშორისო ხაზისთვის, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს დაეხმაროს სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული.

ლ) ელექტროგადამცემი ხაზის სუფთა გამტარუნარიანობაზე (NTC) დაფუძნებული ბაზრის დაწყვილება - ბაზრის კვანძებს შორის არსებული შეზღუდვების მოდელირება ხდება ზღვრის დაწესებით მხოლოდ საზღვარზე არსებულ კომერციულ მიმოცვლაზე.

მ) დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი (LOLE) - მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში მოცემული პერიოდისთვის, საათების სავარაუდო რაოდენობა, რა პერიოდშიც მოსალოდნელია მოხმარების შეზღუდვა.

ნ) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS) - განისაზღვრება, როგორც ენერგიის მოსალოდნელი რაოდენობა, რომელსაც ენერგოსისტემის მომხმარებლები ვერ მიიღებენ არასაკმარისი გენერაციის ან გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობის სიმცირის გამო.

ო) ადეკვატურობის ალბათობის ინდიკატორი - ენერგოსისტემის გენერაციის ხელმისაწვდომობის ალბათობა, რომელიც მოიცავს მოცემული პერიოდისთვის გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების ფარგლებში მოხმარების დაკმაყოფილებას. აღნიშნული ინდიკატორისა და LOLP-ის ჯამი იძლევა 100%-ს.

თავი II

მუხლი 3. ადეკვატურობის ანალიზის აღწერა

1. ადეკვატურობის შეფასებების მიზანია დადგინდეს, საკმარისია თუ არა ენერგოსისტემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიწოდებისა და გადაცემის შესაძლებლობები სხვადასხვა კლიმატური და საოპერაციო პირობების დროს.

2. სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის ანალიზი უნდა განხორციელდეს დეტერმინისტული ან ალბათური მეთოდით.

3. ალბათური (probabilistic) მეთოდოლოგიის განხორციელება მოითხოვს დიდი რაოდენობით საწყისი მონაცემების მოძიებას, დამუშავებას და ვერიფიკაციას, არსებულის ადაპტაციას ან ახალი პროცესებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების განვითარებას.

4. დეტერმინისტული (deterministic) მეთოდის გამოყენება ადეკვატურობის შეფასებისას მოიცავს ბაზისურ გამოთვლებს (“ბაზისური“ სცენარი), რომლებიც უნდა შეივსოს სენსიტიურობის ვარიანტებით, რათა შეფასდეს დაბალი ალბათობის მაღალი ზეგავლენა სცენარზე, რომელიც არ არის ასახული ბაზისური შემთხვევის შეფასებისას. აგრეთვე შეიძლება განისაზღვროს დამატებითი სენსიტიურობის ვარიანტებიც.

5. ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირების (UCED) მოდელი უნდა ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის შეზღუდვებს.

6. მოდელირება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 1-საათიანი ბიჯით.

7. ადეკვატურობის შეფასება ითვალისწინებს სამ ძირითად საკითხს:

ა. მოხმარება (მათ შორის მოხმარების საპასუხო რეაქცია და სისტემის რეზერვის მოთხოვნები);

ბ. მიწოდება (მაგალითად, გენერაცია, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობები);

გ. ქსელი, რომელიც აკავშირებს გენერაციასა და მოხმარებას.

8. მიწოდების ხელმისაწვდომობა უნდა ითვალისწინებდეს გეგმიურ გათიშვებს და სხვა ცნობილი გათიშვებს (დაკონსერვება, სხვ.). სისტემათაშორისო ხაზების დაუგეგმავი გათიშვები უნდა იყოს მხედველობაში მიღებული.

9. ადეკვატურობის შეფასებისას უნდა იქნეს გამოყენებული უახლესი ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

მუხლი 4. მოხმარების შეფასება

1. მოხმარება უნდა ეფუძნებოდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი მხარეების პროგნოზებს.

2. მოხმარება უნდა დაიგეგმოს მოსალოდნელ ამინდზე დაყრდნობით და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების დროით რეზოლუციას. შეფასების მომენტში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ამინდის პროგნოზი უნდა იქნეს გამოყენებული მოხმარების შესაფასებლად.

3. მოხმარების საპასუხო რეაქციის ხელმისაწვდომობა უნდა იქნეს გამოყენებული შეფასებაში, თუ ის ხელმისაწვდომია შესაბამის პერიოდში. აღნიშნული ეხება მოხმარების მოქნილობას (მაგ. მოხმარების შემცირება და მოხმარების გადავადება). იგი განისაზღვრება, როგორც მოხმარების მაქსიმალური შემცირება მაქსიმალური ხანგრძლივობით და მაქსიმალური მოხმარების გადავადება მაქსიმალური დასაშვები პერიოდით. მოხმარების საპასუხო რეაქცია, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის რეზერვებს უნდა იქნეს უგულებელყოფილი.

4. შეფასებულ უნდა იქნეს ირიბად მოდელირებულ სისტემებში დაგეგმილი ექსპორტი რამდენად ახდენს გავლენას გსო-ის გეოგრაფიულ არეალზე.

5. მოთხოვნა სისტემის რეზერვებზე უნდა განისაზღვროს საქართველოში სისტემის ოპერირების გამოცდილებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 5. მიწოდების შეფასება

1. მიწოდების შეფასება უნდა განხორციელდეს გსო-ის მიერ, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან კონსულტაციით (გენერაციის ობიექტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში -„სამინისტრო“) და ა.შ).

2. შეფასებულ სისტემაში, მიწოდება უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხელმისაწვდომ ელექტროსადგურს, ენერგიის შემნახველ მოწყობილობასა და ხელმისაწვდომ იმპორტს ირიბად მოდელირებული მეზობელი ქვეყნებიდან.

3. გენერაციის მიწოდება უნდა განისაზღვროს წმინდა გენერირებული სიმძლავრით.

4. ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობა უნდა განისაზღვრებოდეს წმინდა დამუხტვის და განმუხტვის სიმძლავრით, ენერგიის დამაგროვებლის ნომინალური სიმძლავრითა და ციკლის მარგი ქმედების კოეფიციენტით.

5. ხელმისაწვდომი იმპორტი ირიბად მოდელირებული მეზობელი ქვეყნებიდან უნდა განისაზღვროს ენერგიის იმპორტის მოსალოდნელი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

6. ნებისმიერი რესურსი როგორც გენერაციის, ასევე იმპორტის სახით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ელექტროენერგეტიკული სისტემის გეოგრაფიული არეალისთვის უნდა იქნეს უგულებელყოფილი.

7. ნებისმიერი გეგმური გამორთვა, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდების ხელმისაწვდომობაზე უნდა იქნეს გათვალისწინებული.

8. ავარიული გამორთვები უნდა იქნეს განხილული, როგორც ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირების (UCED) მოდელის შემთხვევითი ნიმუში, ავარიული გამორთვების ალბათობა გათვალისწინებულია, როგორც UCED-ის მოდელის საწყისი ინფორმაცია. ალბათობა უნდა განისაზღვროს შეფასებულ ენერგეტიკულ სისტემაში ისტორიული გამორთვების საფუძველზე.

9. გათვალისწინებული უნდა იქნეს ქარის, მზის და მოდინებაზე მომუშავე სადგურების გენერაციის დამოკიდებულება ამინდზე.

10. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერი სეზონის გავლენა მიწოდების შესაძლებლობაზე (მაგ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სეზონზე).

11. გათვალისწინებული უნდა იქნეს ნებისმიერი ენერგეტიკული შეზღუდვა. აღნიშნული განსაკუთრებით დაკავშირებულია ჰიდროგენერაციის მოდელირებასთან. ენერგეტიკული შეზღუდვები მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს ენერგიის შემოდინებას, წყალსაცავის მოცულობას და ენერგიის გამომუშავების მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 6. ქსელის ანალიზი

1. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა წარმოდგენილი უნდა იქნეს, სულ მცირე, ორი ზონით - GE_W და GE_E, იმ პერიოდამდე, სანამ ამ ორ ზონას შორის არ აღმოიფხვრება გადაცემის შეზღუდვები.

2. აღნიშნული მუხლის 1-ელ პუნქტში განსაზღვრული ზონების ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტროგადამცემი ხაზის სუფთა გამტარუნარიანობით (NTC).

3. ადეკვატურობის შესწავლის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება გადამცემი ქსელი მოდელირებული იქნეს უფრო დეტალურად, კერძოდ, 220 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელემენტების გათვალისწინებით.

4. გათვალისწინებული უნდა იქნეს სეზონური, ტემპერატურული და სხვა კლიმატური პირობებით გამოწვეული ის შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენენ გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებზე.

5. ქსელის ელემენტების დაუგეგმავი გამორთვები უნდა იქნეს გათვალისწინებული, როგორც მოდელის შემთხვევითი ნიმუში, რომელიც ითვალისწინებს აღნიშული მოვლენების ალბათობას.

თავი III

მუხლი 7. სეზონური ადეკვატურობის შეფასება

1. სეზონური ადეკვატურობის შეფასება უნდა განხორციელდეს დეტერმინისტული ან ალბათური მეთოდის გამოყენებით.

2. სეზონური ადეკვატურობის შეფასება დაფუძნებული უნდა იყოს ნებისმიერ შესაბამის ინდიკატორზე. ქვევით მოცემულია ანალიზისთვის გამოყენებული ინდიკატორების არასრული სია:

ა) დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი (LOLE);

ბ) დატვირთვის შეზღუდვის ალბათობა (LOLP);

გ) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS).

3. გამოყენებული უნდა იქნეს ნებისმიერი სხვა ინდიკატორი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს დამატებითი სიზუსტე.

4. სეზონური ადეკვატურობის შეფასება შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:

ა) ალბათური ან დეტერმინისტული შეფასების ჩატარება;

ბ) დროებითი ანალიზი, რომელიც ხორციელდება ადეკვატურობის პერიოდულობის რისკის დასადგენად ყოველკვირეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

გ) მაღალი რისკის იდენტიფიცირებისას კვირების მანძილზე ფოკუსირებული ადეკვატურობის ანალიზის ჩატარება.

5. სეზონური ადეკვატურობის შეფასება უნდა გამოქვეყნდეს განხილული შეფასების პერიოდის პირველი დღისთვის.

მუხლი 8. მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასება

1. მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს დეტერმინისტულ ან ალბათურ მეთოდს, მოხმარების, მიწოდებისა და გადაცემის ხელმისაწვდომობის განუზღვრელობის გათვალისწინებით.

2. თვით ადრე ადეკვატურობის შეფასება სრულდება იმ შემთხვევაში, თუ გსო მოითხოვს დამატებით სიზუსტეს თვით ადრე პერიოდში გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება საწყის მონაცემებში შესრულებულ სეზონურ ადეკვატურობის შეფასებასთან შედარებით (მაგ. დიდი ობიექტის რემონტის ცვლილება). შედეგად, შეიძლება საჭირო გახდეს სეზონური ადეკვატურობის შეფასების გამოთვლების ნაწილობრივ ხელახლა ჩატარება სპეციფიკური მონაცემების განახლების შემდეგ ან კვირით ადრე ადეკვატურობის შესწავლისას თვით ადრე მონაცემების გათვალისწინებით. კვირით ადრე, ან სულ მცირე დღით ადრე ადეკვატურობის შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს გსო-ის შეფასებებსა და მის მონაცემთა ბაზას.

3. გსო-მა ადეკვატურობის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს ბალანსირებაზე პასუხისმგებელი მხარეებისგან მიღებული ა) მოხმარება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყველაზე განახლებულ ხელმისაწვდომ ამინდის პროგნოზს, ბ) არადისპეტჩირებადი სადგურების (მოდინებაზე მომუშავე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები) გამომუშავება; ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომობა და გათიშვები.

4. კვირით ადრედან მინიმუმ დღით ადრემდე ადეკვატურობის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს სრულ ხელმისაწვდომ უახლეს ინფორმაციას, ხელმისაწვდომი გენერაციის წყაროების, გადამცემი ინფრასტრუქტურის გეგმური გამორთვებისა და ავარიული გამორთვების განუზღვრელობების შესახებ.

5. კვირით ადრედან მინიმუმ დღით ადრემდე ადეკვატურობა ფასდება გსო-ის მიერ, თითოეული ზონისთვის საათობრივი ადეკვატურობის ალბათობის ინდიკატორების გამოყენებით. გარდა ამისა, გამოიყენება სხვა დამხმარე ინდიკატორები, როგორებიცაა მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე და დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი.

მუხლი 9. ადეკვატურობის შეფასება - საიმედოობის მაჩვენებლები

1. ადეკვატურობის შეფასების მიზანია განისაზღვროს საკმარისია თუ არა მიწოდებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის მოსალოდნელი (ან დაგეგმილი) ხელმისაწვდომობა ენერგოსისტემის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ე.წ. ადეკვატურობის მაჩვენებლები გამოიყენება როგორც საზომი, რომლებიც, ადეკვატურობის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს გსო-ის მიერ, როგორც დეტერმინისტული (სიმძლავრის ზღვრები) ან ალბათური მაჩვენებლები.

2. სიმულაციის შედეგები გამოისახება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

ა) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS): შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლისთვის მიუწოდებელი ენერგიის ჯამური საპროგნოზო მნიშნველობა [გვტ.სთ]. საიმედოობის შესწავლისას მიუწოდებელი ენერგიის სიდიდე (ENS) მოწმდება ალბათური ან დეტერმინისტული ანალიზის მეშვეობით;

ბ) დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინი: დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინის (LOLE) [სთ] მაჩვენებელი წარმოადგენს საათების ჯამურ რაოდენობას შესაფასებელ პერიოდში, როდესაც ვერ ხერხდება მოხმარების სრულად დაკმაყოფილება.

3. მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდისა (EENS) და დატვირთვის შეზღუდვის მოლოდინის (LOLE) ინდიკატორები გამოიყენება რისკების შეფასებისთვის, რათა ნაჩვენები იქნეს როგორც დეფიციტის სიხშირე, ასევე სიმძიმე.

მუხლი 10. ადეკვატურობის შეფასება – პროცესი

1. ადეკვატურობის შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს:

ა) მონაცემების მომზადება;

ბ) ალბათური ან დეტერმინისტული მოდელირება;

გ) შედეგების ანალიზი;

დ) ანგარიშის შედგენა;

ე) შედეგების გავრცელება.

2. მონაცემების მომზადება:

ა) მონაცემების მომზადება წარმოადგენს შეგროვების, შეფასების, პროგნოზირების ან ნებისმიერ სხვა პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ადეკვატურობის შეფასებისთვის მონაცემთა მომზადებასთან.

ბ) მონაცემთა მომზადება ხორციელდება გსო-ის მიერ. ის დაფუძნებული უნდა იყოს საერთო გამჭვირვალობის პლატფორმებზე არსებულ მონაცემებზე.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატურობის შეფასება ხორციელდება მეზობელი ელექტროსისტემების გათვალისწინებით, აღნიშნული სისტემების მონაცემები შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გამოყენებული.

დ) ადეკვატურობის შეფასებისთვის შეგროვებული ყველა მონაცემი უნდა შემოწმდეს, რათა დაზუსტდეს მათი სრულყოფილება, თანმიმდევრულობა, სისწორე და სიზუსტე.

ე) მონაცემების მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უახლესი ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

ვ) პროგნოზები - „კვირიდან დღით ადრემდე და სეზონური“ - წარმოადგენს საწყის ინფორმაციას შესაბამისი პერიოდის ადეკვატურობის შესაფასებლად.

ზ) ისტორიული მონაცემთა ბაზა საჭიროა სტოქასტური პარამეტრების შესაქმნელად. აღიშნული შეიძლება მოიცავდეს ამინდის თანმიმდევრულ მონაცემთა ბაზას (ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, მზის გამოსხივება და ნალექი). ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები უნდა დადგინდეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (მაგ. ბოლო 10 წელი ან მეტი). მონაცემები უნდა იქნეს გაანალიზებული და განისაზღვროს კორელაციები.

თ) ყველა მონაცემი უნდა იყოს ცენტრალიზებული ბაზრის მოდელირების მონაცემთა ბაზაში (MMDB), რათა დაზუსტდეს კვლევებში გამოყენებული მონაცემების ხარისხი და თანმიმდევრულობა. მონაცემთა წყაროს და გამოყენებული მეთოდოლოგიის დოკუმენტაციის გამჭირვალობისა და მისი სამომავლო გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით მონაცემები უნდა იყოს აღწერილი ბაზრის მოდელირების მონაცემთა ბაზის (MMDB) სახელმძღვანელოში.

3. შედეგების ანალიზი:

ა) შედეგების ანალიზი არის ადეკვატურობის რაოდენობრივი შედეგების შესწავლის პროცესი და დამყარებულია ალბათურ ინდიკატორებზე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ადეკვატურობის ერთდროული რაოდენობრივი რისკების შესწავლას და შეიძლება შეივსოს ადეკვატურობის რისკების ანალიზის დამატებითი საკონტროლო ნიმუშებით.

ბ) შედეგების ანალიზს ახორციელებს გსო.

4. ანგარიშის შედგენა:

ა) ანგარიშის შედგენა არის დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესი, რომლის მიზანია წარმოადგინოს ადეკვატურობის შეფასების შედეგები.

ბ) ანგარიში უნდა იყოს ამომწურავი, ინფორმაციული და მკითხველისთვის გასაგები.

გ) ადეკვატურობის შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში შედგენილი უნდა იყოს გსო-ის მიერ და წარედგინოს სამინისტროს.

5. შედეგების გავრცელება:

ა) შედეგების გავრცელება წარმოადგენს ადეკვატურობის შეფასების შედეგების შესახებ ყველა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების პროცესს.

ბ) შეფასების შედეგები უნდა გავრცელდეს ახალი შეფასების პერიოდის დაწყებამდე.

გ) სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და წარედგინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

501-3.doc

დანართი N 3

საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია

თავი I

მუხლი 1. მოქმედების სფერო

  1. წინამდებარე დანართი წარმოადგენს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგიას (შემდგომში - მეთოდოლოგია), რომელიც გამოიყენება ეროვნულ დონეზე. მისი მიზანია განისაზღვროს საკმარისია თუ არა მიწოდებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის მოსალოდნელი (ან დაგეგმილი) ხელმისაწვდომობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დაკმაყოფილდეს ენერგოსისტემის მოხმარება. გრძელვადიანი ადეკვატურობა მოიცავს მომავალ 10 წელზე ხანგრძლივ პერიოდს. განიხილება გენერაციისა და მოხმარების სხვადასხვა კომბინაცია, რათა მათი ერთობლიობით მიღებული იქნას ენერგოსისტემის განვითარების სხვადასხვა სცენარი. ადეკვატურობის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ანალიზი დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა სცენარში არსებულ ადეკვატურობის რისკებთან დაკავშირებით.

  2. მეთოდოლოგია მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

    ა) გადამცემი ელემენტის გათიშვის ალბათობა;

    ბ) ელექტროსადგურების ავარიული გათიშვის ალბათობა;

    გ) მოხმარების ცვალებადობა;

    დ) განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების ცვალებადობა;

    ე) კლიმატური პირობები (ტემპერატურის, ჰიდროლოგიის, მზის გამოსხივებისა და ქარის სიჩქარის მონაცემები).

  3. მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა ადეკვატურობის შეფასების საშუალებით დადგინდეს ავარიული მდგომარეობის ალბათობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

  1. წინამდებარე მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოიყენება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების (შემდგომში- წესების) განმარტებები.

  2. მეთოდოლოგიის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა) გეგმური გათიშვა - წარმოადგენს ელემენტის გათიშვის რეჟიმს, რომელიც დაგეგმილია წინასწარ და აღნიშნულ პერიოდში იგი არ არის ხელმისაწვდომი ენერგეტიკული სისტემისთვის. აღნიშნული გათიშვები მოიცავს რემონტს, დაკონსერვებას და სხვა ნებისმიერ წინასწარ ცნობილ ხელმიუწვდომლობას;

ბ) დაუგეგმავი გათიშვა (ავარიული გათიშვა) - წარმოადგენს ელემენტის დაუგეგმავი გათიშვის რეჟიმს;

გ) ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირება (UCED) - არის მათემატიკური ოპტიმიზაციის ამოცანა, რომელიც ადგენს გენერაციის ობიექტის დატვირთვის გრაფიკს და მათი გენერაციის დონეს, მოდელირების ყველა საფეხურზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ამოცანის მიზანია საოპერაციო ხარჯების მინიმიზაცია ენერგეტიკული სისტემის საოპერაციო შეზღუდვების შესრულებისას;

დ) საშუალოვადიანი ადეკვატურობის შეფასება – ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად საკმარისია ელექტროენერგეტიკული სისტემის მიწოდება სისტემის მოხმარების დასაკმაყოფილებლად მომავალი 1-დან 10 წლამდე პერიოდისთვის;

ე) გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასება – ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად საკმარისია ელექტროენერგეტიკული სისტემის მიწოდება სისტემის მოხმარების დასაკმაყოფილებლად 10 წელზე უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის;

ვ) საბაზრო ღონისძიება - მიწოდების ან მოხმარების ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ხელმისაწვდომია სისტემაში ბაზრის წესებისა და კომერციული ხელშეკრულებების შესაბამისად;

ზ) ელექტროგადამცემი ხაზის სუფთა გამტარუნარიანობა (NTC) - ხელმისაწვდომი სიმძლავრე კომერციული ტრანზაქციებისთვის. NTC-ის მნიშვნელობა გამოითვლება შემდეგნაირად: TTC – TRM = NTC.

TTC არის ელექტროგადამცემი ხაზის სრული გამტარუნარიანობა, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტროენერგიის მიმოცვლისთვის მეზობელ გეოგრაფიული არეალების ქსელებს შორის, შესაბამისი ქსელების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე და ექვემდებარება სისტემის ოპერატორისთვის ბაზრის მონაწილეების ან სხვა სისტემის ოპერატორების მხრიდან შეტყობინებულ მოვლენას ან ახალ ინფორმაციას.

TRM არის გადაცემის საიმედოობის ზღვარი, რომელიც სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზისთვის, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს დაეხმაროს სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ არის დაკავშირებული.

თ) არასაბაზრო ღონისძიება - ნებისმიერი მიწოდების ან მოხმარების ღონისძიება, რომელიც გადაუხვევს ბაზრის წესებისგან ან კომერციული ხელშეკრულებებისგან;

ი) დატვირთვის შეზღუდვის მოსალოდნელობა (LOLE) - მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში მოცემული პერიოდისთვის საათების სავარაუდო რაოდენობა, რა პერიოდშიც მოსალოდნელია მოხმარების შეზღუდვა;

კ) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS) - განისაზღვრება, როგორც ენერგიის მოსალოდნელი რაოდენობა, რომელსაც ენერგოსისტემის მომხმარებლები ვერ მიიღებენ არასაკმარისი გენერაციის ან გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობის სიმცირის გამო;

ლ) ადეკვატურობის ალბათობის ინდიკატორი - ენერგოსისტემის გენერაციის ხელმისაწვდომობის ალბათობა, რომელიც მოიცავს მოცემული პერიოდისთვის გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების ფარგლებში მოხმარების დაკმაყოფილებას.

თავი II

მუხლი 3 . ადეკვატურობის ანალიზის აღწერა

1. ადეკვატურობის შეფასებების მიზანია დადგინდეს, საკმარისია თუ არა ენერგოსისტემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიწოდებისა და გადაცემის შესაძლებლობები სხვადასხვა კლიმატური და საოპერაციო პირობების დროს.

2. ადეკვატურობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გასული წლების დატვირთვის მონაცემები.

3. შესაბამისი პერიოდის ადეკვატურობის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნას ალბათური (probabilistic) მეთოდოლოგია. მეთოდოლოგია უნდა ეფუძნებოდეს რომელიმე ალბათურ მიდგომას, რათა ასახულ იქნას მოხმარების ცვალებადობა, ქარისა და მზის სადგურების გამომუშავების ცვალებადობა და ჰიდროლოგიის ცვალებადობა, აგრეთვე მიწოდებისა და გადაცემის გამორთვების შემთხვევითობა.

4. ადეკვატურობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირების (UCED) მოდელს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის შეზღუდვებს.

5. ადეკვატურობის ანალიზისას თუ ვლინდება დასაშვებზე მაღალი რისკის მქონე სცენარები, უნდა განხორციელდეს ასეთი სცენარების დამატებით გაანგარიშებები, სადაც გათვალისწინებული იქნება რისკების დასაშვებ ფარგლებამდე შემცირების განსხვავებული მიდგომები სენსიტიურობის ანალიზის სახით.

6. ადეკვატურობის შეფასებები ითვალისწინებს სამ ძირითად კრიტერიუმს: მოხმარება, მიწოდება (მაგ, გენერაცია, შემნახველები) და ქსელი, რომელიც აკავშირებს გენერაციას და მოხმარებას.

7. მიწოდების ხელმისაწვდომობა უნდა ითვალისწინებდეს გეგმურ გათიშვებს და სხვა ცნობილ გათიშვებს (დაკონსერვება, სხვ.), რომლებიც განხილული უნდა იქნას ალბათური მიდგომით. ვარაუდები თითოეული ელემენტის გათიშვების მაჩვენებელზე, უნდა ეფუძნებოდეს გათიშვების ისტორიული მონაცემებს.

8. ადეკვატურობის შეფასებისას უნდა იქნას გამოყენებული უახლესი ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

მუხლი 4. სცენარის შემუშავება

1. ადეკვატურობის შეფასების მონაცემთა ბაზა დაფუძნებულია დაგეგმვის სცენარებზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების კვლევებს, როგორიცაა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა (TYNDP), სხვა ეროვნული კვლევები ან ელექტროენერგიის ავარიული მდგომარეობის სცენარები, რომლებიც განსაზღვრულია რისკის შეფასების პროცესში. დაგეგმვის სცენარები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გენერაციის სიმძლავრეს, ტექნოლოგიების მიხედვით, მაგალითად: ჰესების სიმძლავრე, რომელიც შედგება წყალსაცავიანი ჰესებისგან და მოდინებაზე მომუშავე ჰესებისგან, ასევე ქვანახშირის, მურა ნახშირის, გაზის, ბირთვული, ნავთობისა და ბიოსაწვავისაგან;

ბ) თბოსადგურების გაშვების მაქსიმალურ შესაძლო რაოდენობას, აგრეგატების რაოდენობას და ა.შ;

გ) ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეებს, წყლის შემოდინების მახასიათებლებს და ა.შ.;

დ) ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების სიმძლავრეებს და ქარისა და მზის ცვალებადობა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით;

ე) რეზერვებს და მეზობელ ქვეყნებთან გადადინებებს;

ვ) ინფორმაცია აგრეგატების ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ.

2. ელექტროენერგიის ბაზრების მოდელირებისთვის უნდა იქნას გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების შესახებ, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) თბოსადგურების შესახებ, მაგ. თბოსადგურების გაშვების მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა, აგრეგატების რაოდენობა;

ბ) ინფორმაცია ჰიდროელექტროსადგურების შესახებ (მაგ. წყალსაცავიანი სადგურების სიმძლავრე);

გ) ინფორმაცია განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების მიერ გენერირებული სიმძლავრის შესახებ;

დ) გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო (მაგ. ქვანახშირის ხმარებიდან ამოღების დაჩქარებული პროცესი).

ე) მომხმარებელთა ახალი ჯგუფები (მაგ. კრიპტო ვალუტის წარმოება).

მუხლი 5. მოხმარების შეფასება

1. მოხმარების შეფასება უნდა განხორციელდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებითა და შესაბამის ორგანიზაციებთან კონსულტაციით, რომლებიც ჩართულნი არიან მონაცემების შეგროვება/მიწოდებაში (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვ.).

2. მოხმარების პროგნოზირება უნდა განხორციელდეს რამდენიმე დაკავშირებულ ცვლადზე დაყრდნობით. მოხმარების პროგნოზირებისთვის ძირითად ცვლადებს წარმოადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტი, ტურიზმი, მოსახლეობა და ელექტრომობილები. ასევე შესაძლებელია დროთა განმავლობაში დაემატოს სხვა ცვლადებიც, რომლებიც იქნებიან მოხმარებასთან კორელაციაში.

3. ელექტრომობილების გარდა, თითოეული ცვლადის მოხმარებაზე დამოკიდებულება უნდა განისაზღვროს რეგრესიის მეთოდის დახმარებით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მინიმუმ ბოლო 10 წლის სტატისტიკურ მონაცემებს.

4. ელექტრომობილების მიერ გამოწვეული მოხმარება ფასდება ტენდენციებზე დაყრდნობით, მათი სამომავლო რაოდენობებით, საშუალო მოხმარებითა და წლის განმავლობაში გავლილი საშუალო კილომეტრაჟით.

5. ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი სასურველია ითვალისწინებდეს ტემპერატურის გავლენას მოხმარებაზე ("თერმომგრძნობელობა"). ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომერციულ და საყოფაცხოვრებო დატვირთვაზე, რაც გამოწვეულია გაგრილებისა და გათბობის ელექტრომოწყობილობების გამოყენებით.

6. ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი უნდა შედგებოდეს დატვირთვის საათობრივი მნიშვნელობებისგან.

7. მოხმარების პროგნოზირება სასურველია ხორციელდებოდეს განსხვავებულ სცენარებში, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს დამოკიდებული ცვლადების განვითარების სხვადასხვა სცენარიდან.

8. შეფასებული უნდა იქნას არაპირდაპირ მოდელირებულ სისტემებში დაგეგმილი ექსპორტი რამდენად ახდენს გავლენას გადამცემი სისტემის ოპერატორის გეოგრაფიულ არეალზე.

9. მოთხოვნა სისტემის რეზერვებზე უნდა განისაზღვროს საქართველოში სისტემის ოპერირების გამოცდილებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 6. მიწოდების შეფასება

1. მიწოდების შეფასება უნდა განხორციელდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან კონსულტაციით (გენერაციის ობიექტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ა.შ).

2. შეფასებულ სისტემაში მიწოდება უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხელმისაწვდომ გენერაციის ობიექტსა და ენერგიის შემნახველ მოწყობილობას.

3. გენერაცია უნდა დაიყოს დისპეტჩირებად და არადისპეტჩირებად ობიექტებად. დისპეტჩირებადი ობიექტების გენერაციის ვალდებულების გრაფიკი უნდა განისაზღვროს ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირების (UCED) მოდელის მიხედვით და არადისპეტჩირებადი ობიექტებისთვის უნდა იქნას მოდელირებული გამომუშავების პროფილების UCED-ის მოდელის საწყისი ინფორმაციის ფორმირების საშუალებით.

4. დისპეტჩირებადი გენერაციის ობიექტები მოიცავს თბოსადგურებსა და წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებს.

5. მხედველობაში მიიღება ჰიდროელექტროსადგურების შემდეგი სამი ტიპი:

ა) ჰიდრომააკუმულირებელი სადგური;

ბ) მოდინებაზე მომუშავე სადგური;

გ) წყალსაცავიანი სადგური.

6. არადისპეტჩირებადი ობიექტები მოიცავს გამომუშავებას, რომელიც პირდაპირ არ არის კონტროლირებადი, ესენია: მზისა და ქარის სადგურების გამომუშავება, ან აუცილებელი გენერაცია, როგორიცაა: კომბინირებული ციკლის თბოსადგური ან მოდინებაზე მომუშავე ელექტროსადგურები.

7. ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობა უნდა იქნას წარმოდგენილი სულ მცირე შემდეგი მონაცემებით: წმინდა დამუხტვისა და განმუხტვის სიმძლავრე, ენერგიის დამაგროვებლის ნომინალური სიმძლავრე და ციკლის მარგი ქმედების კოეფიციენტი.

8. ნებისმიერი რესურსი, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი გადამცემი სისტემის ოპერატორის გეოგრაფიულ არეალში უნდა იქნას უგულებელყოფილი.

9. მოდელში უნდა იქნას გათვალისწინებული საბალანსო და დამხმარე მომსახურებები.

10. გათვალისწინებული უნდა იქნას ნებისმიერი გეგმიური გამორთვა, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდების ხელმისაწვდომობაზე.

11. ავარიული გამორთვები უნდა იქნას განხილული, როგორც ობიექტის ტექნიკური და ეკონომიკური დისპეტჩირების (UCED) მოდელის შემთხვევითი ნიმუში, ავარიული გამორთვების ალბათობა და მათი ხანგრძლივობა გათვალისწინებულია, როგორც UCED-ის მოდელის საწყისი ინფორმაცია. ალბათობა უნდა განისაზღვროს შეფასებულ ენერგეტიკულ სისტემაში ისტორიული გამორთვების საფუძველზე.

12. უნდა იქნას გათვალისწინებული ქარის, მზისა და მოდინებაზე მომუშავე სადგურების გენერაციის ცვალებადობა.

13. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნებისმიერი სეზონის გავლენა მიწოდების შესაძლებლობაზე (მაგ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სეზონზე).

14. გათვალისწინებული უნდა იქნას ნებისმიერი ენერგეტიკული შეზღუდვა. აღნიშნული განსაკუთრებით დაკავშირებულია ჰიდროგენერაციის მოდელირებასთან. ენერგეტიკული შეზღუდვები მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს, ენერგიის შემოდინებას, წყალსაცავის მოცულობას და ენერგიის გამომუშავების მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 7. ქსელის ანალიზი

1. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა წარმოდგენილი უნდა იქნას, სულ მცირე, ორი ზონით - GE_W და GE_E, იმ პერიოდამდე, სანამ ამ ორ ზონას შორის არ აღმოიფხვრება გადაცემის შეზღუდვები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ზონების ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტროგადამცემი ხაზის სუფთა გამტარუნარიანობით (NTC).

3. ადეკვატურობის შესწავლის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება გადამცემი ქსელი მოდელირებული იქნას უფრო დეტალურად, კერძოდ, 220 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელემენტების გათვალისწინებით.

4. სეზონური, ტემპერატურული და სხვა კლიმატური პირობებით გამოწვეული შეზღუდვები უნდა იქნას გათვალისწინებული, რომლებიც გავლენას ახდენენ გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრებზე.

5. ქსელის ელემენტების დაუგეგმავი გამორთვები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც მოდელის შემთხვევითი ნიმუში, რომელიც ითვალისწინებს აღნიშული მოვლენების ალბათობას.

თავი III

მუხლი 8. ადეკვატურობის შეფასება - საიმედოობის მაჩვენებლები

1. ადეკვატურობის შეფასების მიზანია განისაზღვროს საკმარისია თუ არა მიწოდებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის მოსალოდნელი (ან დაგეგმილი) ხელმისაწვდომობა, რათა დაკმაყოფილდეს ენერგოსისტემის მოხმარება. ე.წ. ადეკვატურობის მაჩვენებლები გამოიყენება, როგორც საზომი, რომლებიც, ადეკვატურობის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, როგორც დეტერმინისტული (სიმძლავრის ზღვრები) ან ალბათური მაჩვენებლები.

2. სიმულაციის შედეგები გამოისახება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

ა) მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდე (EENS): წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის მიუწოდებელი ენერგიის ჯამური საპროგნოზო მნიშვნელობა [მგვტ.სთ/წელი და გვტ/წელი]. საიმედოობის შესწავლისას მისაღებია, რომ მიუწოდებელი ენერგიის სიდიდე (ENS) შემოწმდეს ალბათური ანალიზის მეშვეობით;

ბ) დატვირთვის შეზღუდვის მოსალოდნელობა: დატვირთვის შეზღუდვის მოსალოდნელობის (LOLE) (სთ/წელი) მაჩვენებელი წარმოადგენს საათების ჯამურ რაოდენობას წელიწადში, რა დროსაც ვერ ხერხდება მოხმარების სრულად დაკმაყოფილება.

3. მიუწოდებელი ენერგიის მოსალოდნელი სიდიდისა (EENS) და დატვირთვის შეზღუდვის მოსალოდნელობის (LOLE) ინდიკატორები გამოიყენება რისკების შეფასებისთვის, რათა ნაჩვენები იქნას როგორც დეფიციტის სიხშირე, ასევე სიმძიმე.

მუხლი 9. ადეკვატურობის შეფასების პროცესი

1. ადეკვატურობის შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს:

ა) მონაცემების მომზადება;

ბ) ალბათური მოდელირება;

გ) შედეგების ანალიზი;

დ) ანგარიშის შედგენა;

ე) შედეგების გავრცელება.

2. მონაცემების მომზადება:

ა ) მონაცემების მომზადება წარმოადგენს შეგროვების, შეფასების, პროგნოზირების ან ნებისმიერ სხვა პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ადეკვატურობის შეფასებისთვის მონაცემთა მომზადებასთან;

ბ) მონაცემთა მომზადება ხორციელდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ. ის დაფუძნებული უნდა იყოს საერთო პლატფორმებზე არსებულ მონაცემებზე;

გ) ადეკვატურობის შეფასებისთვის შეგროვებული ყველა მონაცემი უნდა შემოწმდეს, რათა დაზუსტდეს მათი სრულყოფილება, თანამიმდევრულობა, სისწორე და სიზუსტე;

დ) მონაცემების მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უახლესი ხელმისაწვდომი ინფორმაცია;

ე) ისტორიული მონაცემთა ბაზა საჭიროა სტოქასტური პარამეტრების შესაქმნელად. აღიშნული შეიძლება მოიცავდეს ამინდის თანმიმდევრულ მონაცემთა ბაზას (ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, მზის გამოსხივება და ნალექი). ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები უნდა დადგინდეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (მაგ. ბოლო 10 წელი ან მეტი). მონაცემები უნდა იქნას გაანალიზებული და განისაზღვროს კორელაციები;

ვ) ყველა მონაცემი უნდა იყოს ცენტრალიზებული ბაზრის მოდელირების მონაცემთა ბაზაში (MMDB), რათა დაზუსტდეს კვლევებში გამოყენებული მონაცემების ხარისხი და თანმიმდევრულობა. მონაცემთა წყაროს და გამოყენებული მეთოდოლოგიის დოკუმენტაციის გამჭირვალობისა და მისი სამომავლო გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, მონაცემები უნდა იყოს აღწერილი ბაზრის მოდელირების მონაცემთა ბაზის (MMDB) სახელმძღვანელოში.

3. ალბათური მოდელირება:

ა) უნდა ჩატარდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მე-3 მუხლში განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და კონკრეტული შეფასებებისათვის შეგროვებული მონაცემების საფუძველზე;

ბ) შეიძლება განხორციელდეს ENTSO-E-ს მიერ შემოთავაზებული ელექტროენერგეტიკული სისტემის მოდელირების პროგრამების გამოყენებით: PLEXOS, ANTARES, BID3, GRARE და PowrSym, ასევე სხვა მსგავსი მოდელირების საშუალებით.

4. შედეგების ანალიზი:

ა) არის ადეკვატურობის რაოდენობრივი შედეგების შესწავლის პროცესი და დამყარებულია ალბათურ ინდიკატორებზე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ადეკვატურობის ერთდროული რაოდენობრივი რისკების შესწავლას და შეიძლება შეივსოს ადეკვატურობის რისკების ანალიზის დამატებითი საკონტროლო ნიმუშებით;

ბ) ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

5. ანგარიშის შედგენა:

ა) არის დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესი, რომლის მიზანია წარმოადგინოს ადეკვატურობის შეფასების შედეგები;

ბ) ანგარიში უნდა იყოს ამომწურავი, ინფორმაციული და გასაგები.

გ) ადეკვატურობის შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში შედგენილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და წარედგინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (წესების მე-7 მუხლის შესაბამისად).

6. შედეგების გავრცელება:

ა) წარმოადგენს ადეკვატურობის შეფასების შედეგების შესახებ ყველა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების პროცესს;

ბ) შეფასების შედეგები უნდა გავრცელდეს ახალი შეფასების პერიოდის დაწყებამდე;

გ) საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და წარედგინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.