გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 13.11.2020
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №156
2020 წლის 13 ნოემბერი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახაბერ ედიშერაშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – სპორტული მოედნისთვის სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ნიკოლოზ ქებაძის სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ნაკვეთის ზუსტი ფართობი: 8946.00 კვ.მ ს/კ 66.49.03.127; ნაკვეთის გარდატეხის წერტილის კოორდინატები: X=417429.04 Y=4671148.85; X=417429.04 Y=4671148.85; X=417376.11 Y=4671018.61; X=417340.92 Y=4671097.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.122; სამხრეთით სოფელ მეღვრეკისის შიდა საუბნო გზა; გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 66.49.04.034; აღმოსავლეთით კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.197; ს/კ 66.49.03.087; დასავლეთით კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.163.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის N21 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – სპორტულ მოედანს, რომლის აღწერაა: ნაკვეთის ზუსტი ფართობი: 8946.00 კვ.მ; ს/კ 66.49.03.127; ნაკვეთის გარდატეხის წერტილის კოორდინატები: X=417429.04 Y=4671148.85; X=417429.04 Y=4671148.85; X=417376.11 Y=4671018.61; X=417340.92 Y=4671097.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.122; სამხრეთით სოფელ მეღვრეკისის შიდა საუბნო გზა; გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 66.49.04.034; აღმოსავლეთით კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.197; ს/კ 66.49.03.087; დასავლეთით კერძო საკუთრება: ს/კ 66.49.03.163 - ეწოდოს ნიკოლოზ ქებაძის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე