გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 71 |
|
2024 წლის 12 აპრილი ქ. გორი |
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს - ქუჩას, საწყისი კოორდინატი: X 427524.1; Y 4647355.1 საბოლოო კოორდინატი: X 427778.2; Y 4647209.9 ჩრდილოეთით არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.23.542; 66.45.23.590; 66.45.23.589; სამხრეთით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.45.31.490; სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია“ 66.45.31.382; 66.45.31.461; 66.45.31.462; 66.45.31.355; აღმოსავლეთით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 66.45.23.104. დასავლეთით თამარ მეფის ქუჩა. სავარაუდო სიგრძე 297 მ, მდებარეობს თამარ მეფის ქუჩის გაგრძელებული გზის მიმდებარედ, ეწოდოს თამარ მეფის ქუჩა.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე