გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №43

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის – დავით რაზმაძის ინიციატივა ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტის მამა სოგრატი (სეხნო) ჭულუხაძის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: გზის – მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227 მ; კოორდინატები – საწყისი X=425639.6668 Y=4650172.2732; საბოლოო X=425617.7063 Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება გრუნტის გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, გვერდწითელის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.760 66.45.05.550; ჩიხი №1, ჩიხი № 2; დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.533 66.45.05.513; ჩიხი №3. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ უსახელო ქუჩას, რომლის კორდინატებია: გზის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227 მ; კოორდინატები – საწყისი X=425639.6668 Y=4650172.2732; საბოლოო X=425617.7063 Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება გრუნტის გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, გაბრიელ გვერდწითელის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.760 66.45.05.550; ჩიხი №1, ჩიხი №2; დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.533 66.45.05.513; ჩიხი №3 ეწოდოს სოგრატი ჭულუხაძის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               დავით რაზმაძე


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2025.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 14.03.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016059.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №43, 14.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6448079/