გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №157
2020 წლის 13 ნოემბერი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩისათვის 1992 წელს ქ. ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვებული კაპიტნის გიორგი ხახუტაშვილის სახელის მინიჭება. ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.53.16.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები: დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნითგეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის N21 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების. შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს - ქუჩას რომლის აღწერაა: ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X-432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.5316.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები; დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები. – ეწოდოს გიორგი ხახუტაშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში,სარჩელის წარდგენის გზითგორის რაიონულ სასამართლოში(მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. N630).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2020.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 13.11.2020. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №157. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016021.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №157, 13.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5037360/