გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №123

 

2019 წლის 14 ივნისი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა წარმოგვიდგინა ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293) დაერქვას 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში დაღუპული სერჟანტის – მალხაზ ჯავახიშვილის სახელი. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ნაკვეთის ზუსტი ფართობია  8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით – დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211).

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 7 მაისის №15 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემთხვევაში  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293), რომლის აღწერაა: ნაკვეთის ზუსტი ფართობი  8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით – დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211), ეწოდოს მალხაზ ჯავახიშვილის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     დავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2019.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 14.06.2019. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016016.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №123, 14.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4593627/