გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№140
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №140

2021 წლის წლის 9 ივლისი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტის – №16  ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ივანე თვალიაშვილი სახელის მინიჭების თაობაზე.  გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის  სავარაუდო სიგრძე 2011,47 მ საწყისი კოორდინატები: X  417029  Y  4663491; საბოლოო კოორდინატები: X  418269   Y  4664806; რომელსაც  ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.273, 66.42.12.000.044; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.11.000.084, 66.42.11.000.253.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №26 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – №16  ქუჩას, რომლის სიგრძეა 2011,47 მ; საწყისი კოორდინატები: X  417029   Y  4663491; საბოლოო კოორდინატები: X  418269  Y  4664806;  რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.273, 66.42.12.000.044; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.11.000.084, 66.42.11.000.253 ეწოდოს ივანე თვალიაშვილის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).  

     

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      დავით რაზმაძე.