გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №142
2021 წლის 9 ივლისი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №26 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – №22 ქუჩას, რომლის სიგრძეა 2725მ; საწყისი კოორდინატები: X 415786 Y 4665878; საბოლოო კოორდინატები: X 418369 Y 4664868; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.13.000.285, 66.42.12.000.277; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.386, 66.42.11.000.003 ეწოდოს შინდისის გმირების სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორიб სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 09.07.2021. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №142. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016028.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №142, 09.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5217949/