გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №10

2021 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის  შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი:  ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის №22 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები – ეწოდოს ვაჟა ფშაველას  სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  

საკრებულოს თავმჯდომარე  დავით რაზმაძე

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2021.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 08.01.2021. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016023.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №10, 08.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5081383/