სს „სიხარულის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2020 წლის 20 ნოემბერი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სს „სიხარულის“ რეორგანიზაცია (გამოყოფა);
2. სს „სიხარულის“ წესდების ცვლილება;
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „სიხარულის“ დირექტორთან მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, კაიროს ქ. №19, ტელ.: +995 551-22-81-11.
დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა შესაძლებელია იმ პირობით, თუ ამის შესახებ აქციონერები წერილობით (დასამატებელი საკითხის ზუსტი ფორმულირების აღნიშვნით) აცნობებენ სს „სიხარულის“ დირექტორს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.
აქციონერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით).
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარებამდე 10 (ათი) დღის განმავლობაში, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ს/კ 205156374) მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ.: 222-53-51; 225-15-60.
სს „სიხარულის“ დირექტორი: თევდორე კარიაული