ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/520
სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.024.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2020
matsne.gov.ge 3,635 სიტყვა · ~18 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
ელექტროენერგიის კრიზისი
არსებული ან მოსალოდნელი მდგომარეობა, სადაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტია სახეზე, ან რომლის დროსაც მომხმარებლებისათვის იზღუდება ელექტროენერგიის მიწოდებაж
მუხლი 2
ენერგეტიკული უსაფრთხოების უწყებათაშორისი ჯგუფი ან „ეუუჯ“
განიმარტება წინამდებარე წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით
მუხლი 2
ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკები
რისკები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის სისტემის საერთო უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის ან საბოლოო მომხმარებლებამდე მიწოდებას, ან რისკები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტროენერგიის კრიზისი, მათ შორის, გარემოსდაცვითი, საოპერაციო, ტექნიკური და პოლიტიკური რისკები
მუხლი 2
პრევენციული ღონისძიება
ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკების შემცირება, ელექტროენერგიის კრიზისის ან ნებისმიერი სხვა სიტუაციის დადგომის თავიდან აცილება, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ქსელის პროგრამული ავტომატიკის, გამოცდის ღონისძიებების, სისტემატური ტრენინგების შემუშავებით
მუხლი 2
მოსამზადებელი ღონისძიება
ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია ელექტროენერგიის კრიზისისთვის მომზადება და მისი მართვა ან ნებისმიერი სხვა სიტუაციისთვის მომზადება და მართვა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას
მუხლი 2
ენერგეტიკული ობიექტები
ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილების მიზნებისათვის.
მუხლი 2
ელექტრომოწყობილობა
ელექტრული ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების ან მოხმარებისთვის
მუხლი 2
პარალელური ელექტროენერგიის კრიზისი
კრიზისი, რომელიც ერთდროულად ეხება საქართველოსა და სულ მცირე ერთ მეზობელ სახელმწიფოს.
მუხლი 2
არასაბაზრო ღონისძიება
ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის წესებით“ (შემდგომში – ელექტროენერგიის ბაზრის წესები) რეგულირებულ სტანდარტულ წეს(ებ)ს ან კომერციული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ურთიერთობებს. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მისი მიზანია ელექტროენერგიის კრიზისის შერბილება
მუხლი 2
ადრეული გაფრთხილება
კონკრეტული, სერიოზული, სანდო ინფორმაციის მიწოდება ისეთ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც  შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება და  ელექტროენერგიის კრიზისის სავარაუდო დადგომა
მუხლი 2
ცენტრალური დისპეტჩირების მოდელი
დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის განსაზღვრას, ასევე ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების ობიექტების მართვას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (შემდგომში – გსო) მიერ ინტეგრირებული დაგეგმვის პროცესით
მუხლი 2
თვითდისპეტჩირების მოდელი
დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის განსაზღვრას, ასევე ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების ობიექტების მართვას მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ
მუხლი 2
საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, წინამდებარე წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’,  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით და „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონი 88% 20.12.2019 ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 88% 21.05.2020 განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 07.12.2022 ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 01.05.2023 ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 28.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/520 2020 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ საქართველოს კანონის 132-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ასევე ამავე კანონის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები“ თავის დანართებთან: დანართი №1 – ,,ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი №2 – „სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი №3 – „საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“ ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №1-1/501 ბრძანება ,,ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 25/11/2020; სარეგისტარციო კოდი: 300350000.22.024.016679). მუხლი 2🔗 1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-4 და მე-5 მუხლების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლისა. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ : ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდგომ; ბ) მე-4 და მე-6 მუხლები ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდგომ; გ) მე-5 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდგომ; დ) მე-7 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 24 თვის შემდგომ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗.  მოქმედების სფერო 1. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს ელექტროენერგიის კრიზისის რისკების შემცირების, აგრეთვე, ელექტროენერგეტიკის სექტორში კრიზისის  პრევენციისა და მართვისთვის მომზადების წესებს, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების რისკების მართვის გეგმის შედგენის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის წესებს,  ასევე, ხელს უწყობს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ადეკვატური დონის დაცვის საერთო მიზანს. 2. წინამდებარე წესებით განისაზღვრება ელექტროენერგეტიკული საწარმოების, ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების როლები და პასუხისმგებლობები, ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკების შემცირებისა და ელექტროენერგიის სფეროში კრიზისის პრევენციისა და მართვისთვის მომზადების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფითა  და  კონკურენტული ელექტროენერგიის ბაზრის მოთხოვნების  გათვალისწინებით. 3. წინამდებარე წესები გამოიყენება „სამოქალაქო უსაფრთხოების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი დებულებების და პირობების შეზღუდვის გარეშე, რომელიც ეხება საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას (მათ შორის, საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტრუაციების რისკების მართვის გეგმების შედგენას). ამასთან, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სექტორისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება ამ წესებით დადგენილი პირობები. 4. წინამდებარე წესები და მისი დანართები ქვეყნდება გადამცემი სისტემის ოპერატორის  ვებგვერდზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტროენერგიის კრიზისი – არსებული ან მოსალოდნელი მდგომარეობა, სადაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტია სახეზე, ან რომლის დროსაც მომხმარებლებისათვის იზღუდება ელექტროენერგიის მიწოდებაж ბ) ენერგეტიკული უსაფრთხოების უწყებათაშორისი ჯგუფი ან „ეუუჯ“ – განიმარტება წინამდებარე წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით; გ) ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკები – რისკები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის სისტემის საერთო უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის ან საბოლოო მომხმარებლებამდე მიწოდებას, ან რისკები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტროენერგიის კრიზისი, მათ შორის, გარემოსდაცვითი, საოპერაციო, ტექნიკური და პოლიტიკური რისკები;  დ) პრევენციული ღონისძიება – ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკების შემცირება, ელექტროენერგიის კრიზისის ან ნებისმიერი სხვა სიტუაციის დადგომის თავიდან აცილება, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ქსელის პროგრამული ავტომატიკის, გამოცდის ღონისძიებების, სისტემატური ტრენინგების შემუშავებით; ე) მოსამზადებელი ღონისძიება – ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია ელექტროენერგიის კრიზისისთვის მომზადება და მისი მართვა ან ნებისმიერი სხვა სიტუაციისთვის მომზადება და მართვა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას; ვ) ენერგეტიკული ობიექტები – ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილების მიზნებისათვის. ზ) ელექტრომოწყობილობა – ელექტრული ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების ან მოხმარებისთვის; თ) პარალელური ელექტროენერგიის კრიზისი – კრიზისი, რომელიც ერთდროულად ეხება საქართველოსა და სულ მცირე ერთ მეზობელ სახელმწიფოს. ი) არასაბაზრო ღონისძიება – ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის წესებით“ (შემდგომში – ელექტროენერგიის ბაზრის წესები) რეგულირებულ სტანდარტულ წეს(ებ)ს ან კომერციული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ურთიერთობებს. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მისი მიზანია ელექტროენერგიის კრიზისის შერბილება; კ) ადრეული გაფრთხილება – კონკრეტული, სერიოზული, სანდო ინფორმაციის მიწოდება ისეთ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც  შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება და  ელექტროენერგიის კრიზისის სავარაუდო დადგომა; ლ) ცენტრალური დისპეტჩირების მოდელი – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის განსაზღვრას, ასევე ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების ობიექტების მართვას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (შემდგომში – გსო) მიერ ინტეგრირებული დაგეგმვის პროცესით;   მ) თვითდისპეტჩირების მოდელი – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის განსაზღვრას, ასევე ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების ობიექტების მართვას მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ; ნ) საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, წინამდებარე წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’,  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით და „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით გათვალისწინებული მნიშვნელობა. თავი II რისკების შეფასება მუხლი 3🔗. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების რისკების შეფასება 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) გადამცემი სისტემის ოპერატორთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში – კომისია) და სხვა  დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკის შეფასებას წინამდებარე წესებით დადგენილი პირობების მიხედვით.   2. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები, სისტემით მოსარგებლეები და შესაბამისი დაინტერესებული მხარეები თანამშრომლობენ სამინისტროსთან და სხვა შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებთან  და გონივრულ ვადაში აწვდიან მათ თავიანთ კომპეტენციაში შემავალ ყველა ინფორმაციასა და მონაცემს, რომელიც საჭიროა რისკების შესაფასებლად, თავიდან ასაცილებლად და ელექტროენერგიის კრიზისის მართვისთვის მოსამზადებლად. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შექმნას და მართოს ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, რომლის მიზანია მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციისა და მონაცემების რეგულარულად შეგროვება ელეტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისგან, ან დაავალოს აღნიშნულის უზრუნველყოფა გსო-ს. ამ მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ანგარიშგების ვალდებულებები, მათ შორის, ანგარიშგების პერიოდი, აგრეთვე, წესები ინფორმაციისა და მონაცემების ხარისხისა და მოცულობის შესახებ. 4. გსო ადგენს და სამინისტროს წარუდგენს ელეტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების ჩამონათვალს. სამინისტრო აღნიშნულ ჩამონათვალს ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ანგარიშგების ვალდებულებების განსაზღვრისას. მუხლი 4🔗. ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია 1. ელექტროენერგიის უსაფრთხოების ყველაზე რელევანტური რისკებისა და კრიზისული  სცენარების გამოვლენა და შეფასება ხორციელდება გსო-ს მიერ ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგიით (ამ წესების დანართი №1).  2. გსო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მეთოდოლოგიის პერიოდული განახლებისა და სრულყოფის მიზნით და განსაზღვროს მისი შემადგენლობა.  3. დანართ №1-ში მოცემული მეთოდოლოგიის მიზნებისათვის გსო უფლებამოსილია შეიმუშაოს ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ სათანადო ინფორმაციისა და მონაცემების მიწოდების სახელმძღვანელო ინსტრუქციები, მათ შორის, მათი წარდგენის გონივრული ვადა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში გსო უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს ინფორმაციისა და მონაცემების მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემის მოთხოვნით.  4. სამინისტრო უფლებამოსილია გსო-სგან მოითხოვოს ინფორმაცია ამ წესების დანართ №1-ში მოცემულ მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანის საჭიროების, მეთოდოლოგიის ცვლილების პროექტის შემუშავების მიმდინარეობისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე. 5. ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მეთოდოლოგიის შემუშავების, განახლებისა თუ სრულყოფისას, მასში სისტემის ადეკვატურობასთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და საწვავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე რელევანტური რისკები და ელექტროენერგიის კრიზისი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საფრთხეებსა და გარემოებებს: ა) ბუნებრივი საფრთხეები, როგორიცაა მიწისძვრა, ხანძარი, ძლიერი ქარები, ძლიერი წვიმა, მაღალი ტემპერატურა, ექსტრემალური სიცივე;  ბ) n-1 კრიტერიუმის  მიღმა არსებული შემთხვევითი საფრთხეები და გამონაკლისი გაუთვალისწინებელი სიტუაციები;  გ) შედეგობრივი საფრთხეები, მათ შორის, საწვავის დეფიციტის შედეგები, გადაცემის ან განაწილების ქსელის მშენებლობის გადაუდებელი სამუშაოების მოულოდნელი აუცილებლობა  და მტრული განზრახვით განხორციელებული  თავდასხმა, როგორიცაა კიბერთავდასხმა;  დ) ისეთი მტრული და კრიმინალური თავდასხმები, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, ძარცვა,  ოკუპაცია, დივერსია.  6. ამ წესების დანართ N1-ში მოცემული მეთოდოლოგია შედგება, სულ მცირე, შემდეგი ელემენტებისგან: ა) ყველა სათანადო შიდასახელმწიფოებრივი, რეგიონული ან საერთაშორისო მნიშვნელობის გარემოების გათვალისწინება; ბ) სხვადასხვა ქვეყანაში რისკების ურთიერთქმედება და თანაფარდობა; გ) პარალელური კრიზისული  სცენარების სიმულაციები; დ) რისკების რანჟირება მათი ზემოქმედებისა და ალბათობის მიხედვით; ე) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფისას კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენების პრინციპები; ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორის და სხვა სუბიექტების მიერ მიწოდების უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში იმ დაგეგმილი ინვესტიციის განხილვა, რომელიც ეხება ტრანსსასაზღვრო ურთიერთკავშირების შესაძლებლობების უზრუნველყოფას. 7. ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მეთოდოლოგიის განახლების ან მასში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია გსო-ს, სამინისტროს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც შესაბამის მოთხოვნას მეთოდოლოგიის განახლების შესახებ და შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის სრულყოფილ დასაბუთებას წარუდგენს სამინისტროს. მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანამდე სამინისტროს დავალებით გსო კონსულტაციას მართავს ყველა დაინტერესებულ პირთან. კონსულტაციის პროცესში კომისია  აფასებს წარდგენილი მეთოდოლოგიის გავლენას ბაზარზე და წარუდგენს მოსაზრებებს გსოს, რომელიც ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.  8. წარდგენილი მეთოდოლოგიის ან მისი ნაწილების ცვლილებასთან დაკავშირებით გსო-ს რეკომენდაციის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მეზობელ ქვეყნებთან დაიწყოს კონსულტაციები  რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების მისაღწევად ჩატარებული სამუშაოების  კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. მუხლი 5🔗. ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული  სცენარების გამოვლენა 1. ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მეთოდოლოგიის საფუძველზე, გსო განსაზღვრავს და აფასებს საქართველოსთვის ელექტროენერგიის უსაფრთხოების ყველაზე რელევანტურ რისკებსა და კრიზისულ  სცენარებს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების უწყებათაშორის ჯგუფს (შემდგომში – ეუუჯ). ეუუჯ-სთან შეთანხმების შემდეგ წარგენილ რისკებსა და სცენარებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტრო. 2. ეუუჯ დაკომპლექტებულია  სამინისტროს, კომისიის, გსო-ის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მწარმოებლების და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების სფეროში სხვა იმ შესაბამისი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც სამინისტრო მიიჩნევს რელევანტურად. ეუუჯ ასრულებს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში უწყებათშორისი კოორდინაციის ორგანოს ფუნქციას და მის სხდომებს საჭიროებისამებრ იწვევს სამინისტრო. ეუუჯ-ის შექმნისა და საქმიანობის წესი მტკიცდება სამინისტროს მიერ. 3. ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო კრიზისული  სცენარების განახლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესით ხორციელდება სულ მცირე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 4. გსო დაუყოვნებლივ ატყობინებს სამინისტროს ამ მუხლის შესაბამისად დამტკიცებული კრიზისული სცენარებისა და რისკების შესაძლებლობის ან წარმოშობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ ამ ინფორმაციას შესაძლოდ მოკლე ვადაში უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. მუხლი 6🔗. ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია 1. სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასებას გსო ახორციელებს „სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგიით“ (ამ წესების დანართი №2), ხოლო საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასებას – „საშუალოვადიანი და გრძელვადიანი  ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგიით“ (ამ წესების დანართი №3). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეთოდოლოგიებში ასახულია სულ მცირე შემდეგი საკითხები: ა) არაპროგნოზირებადი/არაგეგმიური გარემოებები, მაგალითად, გადაცემის სიმძლავრის გათიშვის ალბათობა, ელექტროსადგურების არაგეგმური გათიშვის ალბათობა, მძიმე კლიმატური პირობები, მოთხოვნის ცვალებადობა და ენერგიის განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული გამომუშავების ცვალებადობა; ბ) ელექტროენერგიის კრიზისის დადგომის ალბათობა; გ) პარალელური ელექტროენერგიის კრიზისის  დადგომის ალბათობა; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორის და სხვა სუბიექტების იმ საინვესტიციო გეგმის განხილვა (არანაკლებ მომავალი 5 (ხუთი) კალენდარული წლის), რომელიც ეხება ტრანსსასაზღვრო ურთიერთკავშირების შესაძლებლობების უზრუნველყოფას.  3. მეთოდოლოგიები ითვალისწინებს დეტერმინისტულ ან/და ალბათობით მიდგომას, მათ შორის, მრავალ სცენარს, და მხედველობაში იღებს როგორც სახელმწიფოებრივ, ისე რეგიონულ კონტექსტს.   4. მეთოდოლოგიების განახლების ან მასში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია გსო-ს, ეუუჯ-ს, სამინისტროს, კომისიას, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც შესაბამის მოთხოვნას მეთოდოლოგიების განახლების შესახებ და შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის სრულყოფილ დასაბუთებას წარუდგენს სამინისტროს. 5. სამინისტროს დავალებით გსო კონსულტაციას გადის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, კომისიასთან. ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 6. მეთოდოლოგიები ქვეყნდება  გსო-ს ვებგვერდზე. თავი III საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმა მუხლი 7🔗. საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმის შემუშავება 1. ამ წესების მე-4 და მე-5 მუხლების მიხედვით განსაზღვრული ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული  სცენარების საფუძველზე, სამინისტრო ეუუჯ-სთან, კომისიასთან, გსო-სთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ენერგეტიკულ საწარმოებთან და საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ინტერესების წარმომადგენელ შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმას (შემდგომში – გეგმა) . გეგმის პროექტს შეიმუშავებს გსო, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ნაწილში, განაწილების ლიცენზიატებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. 2. გეგმაში ასახული უნდა იყოს ეროვნული ღონისძიებები და  ასევე ითვალისწინებდეს პოტენციურ რეგიონულ ღონისძიებებს, რომლებიც შემუშავებულია რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, სადაც შესაძლებელია ორმხრივ ღონისძიებებს. გეგმაში ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ეროვნული, ორმხრივი და რეგიონული ღონისძიებები. ელექტროენერგიის კრიზისის პრევენციის, მისთვის მომზადების და კრიზისის  შერბილების მიზნით დაგეგმილი ან გატარებული ყველა ღონისძიება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე, თანაზომიერი და არადისკრიმინაციული და უნდა შეესაბამებოდეს ენერგეტიკული ბაზრების და სისტემის ოპერირების მარეგულირებელ კანონმდებლობას. 3. გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული მიზნების  შესაბამისი რეზერვების მოცულობები, ამ მოცულობების საჭიროების დასაბუთება და გაანგარიშების  პროცედურები. 4. გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №453 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები 5. გეგმის დამტკიცების შესახებ სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 6. სამინისტრო გეგმას აახლებს, არანაკლებ,  ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.  7. გეგმის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 8🔗. საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმის შინაარსი 1. გეგმა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების საშუალოვადიან, გრძელვადიან და სეზონურ რისკებს. სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უსაფრთხოების კონკრეტულ რისკებთან და კონკრეტულ კრიზისულ სცენარებთან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცალკე შეიმუშაოს ამ რისკებისათვის მზადყოფნის მიზნობრივი გეგმები. 2. გეგმაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი სხვადასხვა სახის მიწოდების უსაფრთხოების რისკები და გაანგარიშებული ზრდა, საყოფაცხოვრებო ელექტრული მოხმარების მკვეთრი საათობრივი ცვლილებები, გრძელვადიანი განვითარება და სისტემის ინერცია. გარდა ამისა, გეგმაში ასახული უნდა იყოს ძაბვის სტაბილურობის საკითხები და ადგილობრივი მიწოდების შეფერხების რისკები. 3. გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გსო-ს მიერ გადამცემი ქსელის სათანადოდ ოპერირებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების გეგმებს, ტექნიკურ და საოპერაციო მოთხოვნებს, საგანგებო მართვის გეგმას, აგრეთვე, გსო-სა და მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის  ელექტროენერგიის კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის დროს ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებით დადებულ შეთანხმებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. თითოეულმა გეგმამ უნდა მოიცვას ელექტროენერგიის უსაფრთხოების სეზონური, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი რისკების შემცირების, აგრეთვე ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიზისის  პრევენციის, მათთვის მომზადებისა და მათი შემცირების მიზნით დაგეგმილი ან განხორციელებული ყველა ღონისძიება. გეგმამ, სულ მცირე, უნდა: ა) მოიცვას ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკები და კრიზისული  სცენარები ამ წესების მე-5 მუხლით დადგენილი წესით; ბ) განსაზღვროს სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული საწარმოების, ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების როლი და პასუხისმგებლობები; გ) აღწეროს ამ წესების მე-5 მუხლის მიხედვით განსაზღვრული რისკებისთვის მომზადებისა და მათი პრევენციის მიზნით შემუშავებული გეგმები, მათ შორის, პასუხისმგებლობების განსაზღვრისა და განაწილების საკითხები, გსო-ის და სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული არსებული პრევენციული და მოსამზადებელი ღონისძიებების სათანადოდ გათვალისწინებით, მათ შორის, მუშაობის გამოცდა, ადრეული გაფრთხილების სისტემები, ქსელის პროგრამული ავტომატიკა და სისტემატური ტრეინინგები. დ) დაადგინოს ეუუჯ-ის, როგორც კრიზისის კოორდინატორის, ფუნქციები; ე) განსაზღვროს იმ სიტუაციებში შესასრულებელი დეტალური პროცედურები, რომელიც  რისკის წინაშე აყენებს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, აგრეთვე ელექტროენერგიის კრიზისის დროს შესასრულებელი დეტალური პროცედურები, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციული ნაკადის სქემები, თუ შესაძლებელი და მიზანშეწონილია, გსო-ის მიერ განხორციელებული არსებული პროცედურების სათანადოდ გათვალისწინებით. ვ) განსაზღვროს საბაზრო ღონისძიებების წვლილი ელექტროენერგიის კრიზისთან  გამკლავებაში; ზ) განსაზღვროს ელექტროენერგიის კრიზისის დროს განსახორციელებელი შესაძლო არასაბაზრო ღონისძიებები, დააკონკრეტოს მათი განხორციელების წინამძღვრები, პირობები და პროცედურები; თ) გაითვალისწინოს დატვირთვის მექანიკური მოხსნის წესი და განსაზღვროს ის გარემოებები, რომლებშიც უნდა მოხდეს დატვირთვის მოხსნა. ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ გამორთვისგან სპეციალური დაცვის მიღებით სარგებლობის უფლება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 134-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით;   ი) აღწეროს ის მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი ელექტროენერგიის კრიზისის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის; კ) მიიღოს ინფორმაცია იმ მომავალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებული და აუცილებელი გეგმების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს განსაზღვრული ელექტროენერგიის კრიზისის შედეგებთან გამკლავებას; ლ) აღწეროს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების პროცედურების განხორციელების ვადები და პირობები და ამგვარად მიწოდების შეწყვეტა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ქსელების საშუალებით ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე  მუხლის შესაბამისად. 5.  თუ „ელექტროენერგიის ბაზრის წესების“ შესაბამისად დადგენილი რეზერვების შესყიდვის  საშუალებები საკმარისი არ არის გეგმაში მითითებული მიწოდების უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, გსო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის შესახებ, სამინისტროსთან შეთანხმებით.  6. ყველა ღონისძიებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან ან პირდაპირ დაკავშირებულ ქვეყანასთან ან რეგიონის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული რეგიონული ან/და ორმხრივი ღონისძიებები. თავი IV ელექტროენერგიის კრიზისის მართვა მუხლი 9🔗.  ადრეული გაფრთხილება და ელექტროენერგიის კრიზისის გამოცხადება 1. იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატურობის შეფასება ან სხვა კვალიფიციური წყარო ითვალისწინებს კონკრეტულ და სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეიძლება დადგეს ელექტროენერგიის კრიზისი, გსო სამინისტროს გონივრული ვადით ადრე (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში) აფრთხილებს (ადრეული გაფრთხილება). გსო წარადგენს ინფორმაციას  კრიზისის შესაძლო გამომწვევი მიზეზების, მისი პრევენციის მიზნით მიღებული ან დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა ქვეყნებიდან დახმარების შესაძლო საჭიროების, აგრეთვე კრიზისის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზარზე აღნიშნული ღონისძიებების შესაძლო ზემოქმედების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ინფორმაცია არასაკმარისად იქნა მიჩნეული, სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.  2. ადრეული გაფრთხილების მიღებისთანავე, სამინისტრო ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მთავრობას, კომისიას, ბაზრის ოპერატორებს და გონივრულ ვადაში შეატყობინებს პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. სამინისტრო მათ წარუდგენს ინფორმაციას კრიზისის გამომწვევი შესაძლო მიზეზების, მისი გამოცხადების მიზეზების, კრიზისის პრევენციის მიზნით მიღებული ან დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა ქვეყნებიდან დახმარების შესაძლო საჭიროების შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მეზობელი და რეგიონის ელექტროენერგიის ბაზრებზე აღნიშნული ღონისძიებების შესაძლო ზემოქმედების შესახებ.  3. როდესაც სამინისტრო გსო-სთან კონსულტაციით აცხადებს ელექტროენერგიის კრიზისს, საგანგებო სიტუაციების რისკების მართვის გეგმით გაწერილი მოქმედებები უნდა შესრულდეს სრული შესაძლო ღონისძიებით. თუ საჭიროა უწყებათაშორისი თანამშრომლობა ან სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულდება ეუუჯ-ის უშუალო კოორდინაციით. 4. გსო უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არის კრიზისი ან საგანგებო მდგომარეობა და  ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქვეყნის ელექტროსისტემაში არის კრიზისი ან საგანგებო მდგომარეობა. ამ მიზნებისთვის, გსო უფლებამოსილია მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან/ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან ან/და ადგილობრივ ბაზარზე გააფორმოს ავარიული და/ან მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები. 5. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის გსო-ის მიერ გსო უფლებამოსილია: ა) მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, მეზობელ ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს იმავე მოცულობის ელექტროენერგია იმავე თვის პერიოდში ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე; ბ) მეზობელი ქვეყნის ელექტროსისტემაში კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის არსებობისას სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს მეზობელ ქვეყნებში ელეტროენერგიის ექსპორტი მეზობელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს (გსო ან მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგიის სფეროს მმართველი ორგანო) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანის ელექტროსისტემიდან უნდა დაბრუნდეს იმავე მოცულობის ელექტროენერგია იმავე თვის პერიოდში ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე. 6. გსო ვალდებულია მიიღოს ყველა ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია სისტემის ნებისმიერი კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად და ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე. 7. გსო-სთან და ეუუჯ-სთან კონსულტაციით სამინისტრო აცხადებს კრიზისული მდგომარეობის დასრულებას. აღნიშნულის შესახებ სამინისტრო ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს. მუხლი 10🔗. არასაბაზრო ღონისძიების გამოყენება 1. ელექტროენერგიის კრიზისის თავიდან აცილების ან მისი შერბილების მიზნით მიღებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის ბაზრის წესებს და სისტემის მუშაობის წესებს. 2. არასაბაზრო ღონისძიებები, როგორც უკანასკნელი საშუალება უნდა გააქტიურდეს ელექტროენერეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დადგომისას, თუ ელექტროენერგიის ბაზრის წესების მიერ გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ამოწურულია ან თუ აშკარაა, რომ საბაზრო ღონისძიებები საკმარისი არ არის ელექტროენერგიის მიწოდების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად. არასაბაზრო ღონისძიებებმა ზედმეტად ხელი არ უნდა შეუშალოს კონკურენციას და ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას. არა-საბაზრო ღონისძიებები უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული, არადისკრიმინაციული და დროებითი. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ნებისმიერი არასაბაზრო ღონისძიების გამოყენების შესახებ. 3. მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები, მათ შორის, მოიცავს ცენტრალური დისპეტჩირების მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს ელექტროენერგეტიკული ობიექტების ცენტრალურ მართვას გსო-ის მიერ. 4. არასაბაზრო ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში გენერაციის ობიექტებს, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური უნდა აუნაზღაურდეთ დღით ადრე ბაზრის ბოლო 12 თვის საშუალო საბაზრო ფასით. იმ შემთხვევაში, თუ დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყებიდან 12 თვე არ არის გასული, კომპენსაციისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დადგენილი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი გასული კალენდარული წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის. ანგარიშსწორებას ახდენს ცენტრალიზებულად გსო. 5. ტრანსსასაზღვრო კომერციული ტრანზაქციის შეზღუდვა ნაწილობრივ ან სრულად უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს ან/და მეზობელი ენერგოსისტემის გსო-თან არსებული ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. აღნიშნული შეზღუდვის დროს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, რომელთაც აქვთ განაწილებული ტრანსსასაზღვრო სიმძლავრე, უნდა აუნაზღაურდეთ/დაუბრუნდეთ განაწილებული ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის საფასური დღით ადრე ბაზრის ბოლო 12 თვის საშუალო საბაზრო ფასით. იმ შემთხვევაში, თუ დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყებიდან 12 თვე არ არის გასული, კომპენსაციისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დადგენილი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი გასული კალენდარული წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის. ანგარიშსწორებას ახდენს ცენტრალიზებულად გსო . 6. ელექტროენერგიის კრიზისის პერიოდში დღით ადრე/დღიურ/საბალანსო ბაზრებზე ნავაჭრი მოცულობების ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. მუხლი 11🔗. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების შეჩერება და აღდგენა 1. გსო აცხადებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების შეჩერებას და გადადის ცენტრალური დისპეტჩირების მოდელზე, თუ თვითდისპეტჩირების მოდელის გამოყენებით შეუძლებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა. 2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება ჩერდება, თუ: ა) ხდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობა; ბ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში კრიზისის დროს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების გაგრძელება გააუარესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შესაბამისად განსაზღვრული სიხშირისა და ძაბვის ზღვრებს; გ) ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ან მის მიერ განსაზღვრულმა ორგანომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში. 3. გსო იწყებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების აღდგენის პროცესს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების შეჩერების საფუძველი აღმოიფხვრა.  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირობის დადგომისას  გსო დაუყოვნებლივ აცნობებს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, სამინისტროს  და კომისიას. სამინისტრო თავის მხრივ დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თავი V შეფასება და მონიტორინგი მუხლი 12🔗. საბოლოო შეფასება 1. ელექტროენერგიის კრიზისის აღმოფხვრიდან რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს სამი თვისა, ან ამ წესების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადრეული გაფრთხილების მიცემიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამზადებს  შეფასების ანგარიშის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს, რომელიც განხილვისა და ანგარიშის საბოლოო სახით შეთანხმების შემდეგ გონივრულ ვადაში უგზავნის კომისიას და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 2. ანგარიშში, სულ მცირე, მოცემული უნდა იყოს: ა) იმ მოვლენის აღწერილობა, რომელმაც გამოიწვია ადრეული გაფრთხილების მიცემა ან ელექტროენერგიის კრიზისის გამოცხადება; ბ) მიღებული პრევენციული, მოსამზადებელი და შემამცირებელი ღონისძიებების აღწერილობა, მათი არსებობის შემთხვევაში, და  მათი თანაბარზომიერებისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) მიღებული ღონისძიებების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასება; დ) ინფორმაცია მეზობელი ქვეყნებისთვის გაწეული ან მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული დახმარების შესახებ; ე) ანგარიშის მომზადებისას არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ელექტროენერგიის კრიზისის ეკონომიკური ზემოქმედება და მიღებული ღონისძიებების ზემოქმედება ელექტროენერგიის სექტორზე, კერძოდ, მიუწოდებელი ენერგიის მოცულობა და მოთხოვნის მექანიკურად გათიშვა (მათ შორის, მოთხოვნის ნებაყოფლობითი და იძულებითი გათიშვების მოცულობების შედარება); ვ) მიღებული ღონისძიებების შიდა ბაზარზე ზემოქმედების შეფასება; ზ) არასაბაზრო ღონისძიებების გამოყენების საჭიროების დასაბუთება; თ)  ხარჯების ის მოცულობა, რომელიც გსო-ს წარმოეშვა ელექტროენერგის კრიზისის აღმოფხვრის პროცესში; ი)  საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტუაციების რისკების მართვის გეგმის სავარაუდო ან შესატანი გაუმჯობესებები; კ) სისტემის განვითარების შესაძლო გაუმჯობესება იმ შემთხვევაში, თუ ავარია გამოწვეულია ქსელის არასაკმარისი განვითარებით ან მას ხელი შეუწყო ქსელის არასაკმარისმა განვითარებამ. მუხლი 13🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების პირობები    1. წინამდებარე წესების მიხედვით მიღებული, გაცვლილი ან გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია ექვემდებარება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პირობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება ეხება წინამდებარე წესების დებულებებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს. 3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა რომელიმე პირისა თუ ორგანოსთვის გადაცემა, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  საქართველოს კანონის, ან წინამდებარე წესების სხვა დებულებებით გათვალისწინებული, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების შეზღუდვის გარეშე. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების შეზღუდვის გარეშე, ამ წესების საფუძველზე პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიმღებ ორგანოებსა თუ პირებს აქვთ უფლება, გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით და ვალდებულნი არიან, დაიცვან მისი საიდუმლოება. თავი VI მუხლი 14🔗. საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა სამინისტრო და გსო აღიარებენ საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობენ მას წინამდებარე წესების მიზნების მიღწევის შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერით. საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: ა) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება; ბ) ინფორმაციის, გამოცდილების, ტრენინგის პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და გაზიარება; გ) კვლევის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნაზე წვდომის უზრუნველყოფა.