„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2020 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წელს-1,110.0ათასი ლარის ოდენობით
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1110.0 ათასი ლარით:
ათ. ლარი
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 1136,8 ათასი ლარით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება(ზრდა) განისაზღვოროს 4,7 ათასი ლარით.
ათ.ლარი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს --31,5 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო -26,8 ათასი ლარით:
ათ. ლარი
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება(კლება) განისაზღვროს -37,5 ათასი ლარით:
ათ.ლარი
ფინანსური აქტივების კლება(ნაშთის გამოყენება)- 37,5 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე გასული წლების გამოუყენებელ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2020 წლის განმავლობაში.
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვალდებულებების დასაფარავად 2020 წელს განსაზღვრულია-6,0ათ.ლარი. ვალდებულება წარმოიშვა 2019 წლის 31 დეკემბერს, ხაზინიდან მობრუნებული (05 01 05კოდში) მოთხოვნების გამო. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა 2020 წელს.
ათ.ლარი
|
ა) ინფრასტრუქტურის განვითარება(საბინაო) ;
ბ) განათლება;
გ) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
ე) მმართველობითი ხარჯები
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული, ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის საბინაო-კომუნალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ათ.ლარი
ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა ჩასახლებებში) (კოდი 02 01)
|
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში კომპაქტურად ჩასახლებულია აჟარის მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტსა და აჟარის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც გათვალისწინებულია ა(ა)იპ აჟარის საბავშვო ბაღის მომსახურე პერსონალის ხელფასებით უზრუნველყოფა. ეს ბაღი მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტში რიცხული ბავშვი. ბაღში დასაქმებულია 6 თანამშრომელი, აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ათ.ლარი
ა) სკოლამდელი განათლება ( კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2020წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ - აჟარის საბავშვო ბაღი, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში.
|
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ათ.ლარი
ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2020 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს , სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისდაფინანსება(04 02 02) დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ „ს.აჟარის კულტურის ცენტრი“. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას.სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების რამდენიმე მუხლით. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სულ 05 00კოდით გათვალისწინებულია 415,5ათ.ლარი, სადაც 6.0ათ.ლარი შეადგენს 2019წლის ვალდებულების (05 01 05 კოდში)დაფარვას. 2020წლის ბიუჯეტით გაიხარჯება 395,9ათ.ლარი, როგორც სოციალური დახმარებების პროგრამითაა გათვალისწინებული, ასევე ამ კოდში გაიხარჯა სარეზერვო ფონდიდან 17.0ათ.ლარი.
ა) ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(კოდი 05 01 02)
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 03)
დ) ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 04)
ე) სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)
ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება(კოდი 05 01 06)
|
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება.
პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსებას. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსება მთლიანად მოხდება მიზნობრივი ტრანსფერიდან. 2020წელს 14.5ათ.ლარით გაიზარდა დამტკიცებული სარეზერვო ფონდი.მისი მთლიანად გახარჯვა მოხდა სოციალურ დახმარებებში(კოდი 05 01 05) და აისახა ამავე კოდში. ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათ.ლარი
|
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულიქნას მომდევნო წელს.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება გაფორმებული "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის ხელშეკრულების საფუძველზე, მათზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს გამგებლის ბრძანებით.
4. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
6.აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.