„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2020 წლის 4 დეკემბერი ქ. ჭიათურა |
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით პროცედურების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. კანონმდებლობის შესაბამისად ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორცილება, მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება, ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სოციალური მუშაობის ჩატარება; საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.“.
|