ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2017 წლის 20 ნოემბერი ქ. ჭიათურა |
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №29 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 29/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016129).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
1.
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.2.
მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.1.
მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.2.
მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.მერიის ადგილსამყოფელია ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №7.თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები1.
მერიის თანამდებობის პირები არიან:ა)
მერი;ბ)
მერის პირველი მოადგილე;გ)
მერის მოადგილე;დ)
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.2.
მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით.1.
მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.2.
მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.3.
მერი:ა)
მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:გ)
საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:დ)
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:ე)
აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.კ)ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.
მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.5.
მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას, მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე, ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.6.
მერის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე.7.
მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.8.
მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლით.
მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე1.
მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.2.
მერის პირველი მოადგილე:ა)
ზედამხედველობას ახორციელებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობაზე;ბ)
პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;გ)
ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურულ ერთეულებს შორის;დ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.1.
მერს, პირველი მოადგილის გარდა, ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.2.
მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.3.
მერის მოადგილეებს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.4.
მერის ერთ-ერთი მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს მერიის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურისა და სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საქმიანობაზე; ხოლო მეორე მოადგილე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობაზე.5.
მერის მოადგილეები:ა)
პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;ბ)
ანაწილებენ ფუნქციებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის;გ)
მერს წარუდგენენ წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.1.
მერიის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე (სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.2.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:ა)
წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;ბ)
უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;გ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;ე)
მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;ვ)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;ზ)
მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;თ)
ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.3.
მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.4.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.თავი III
მერიის სტრუქტურა1.
მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.2.
მერიის სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.3.
მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.1.
მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერისა და მერის მოადგილის წინაშე, გარდა ადმინისტრაციული და აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსისა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ მერის წინაშე.4.
მერიის სტრუქტურული ერთეულებია:ა)
ადმინისტრაციული სამსახური;ბ)
აუდიტისა და კონტროლის სამსახური;გ)
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური;დ)
ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;ე)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;ვ)
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;ზ)
სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;თ)
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.1.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი და საკადრო საკითხები, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.2.
აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსური კონტროლის განხორციელება.3.
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხთა განხორციელება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.4.
ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.5.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.6.
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.7.
სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.8.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;9.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.10.
მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.ა)
ქ. ჭიათურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ.ჭიათურა);ბ)
ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვაციხის თემი (სოფლები: ქვაციხე, საკურწე,ბიღა, რცხილათი));გ)
კაცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კაცხის თემი (სოფლები: კაცხი, ნავარძეთი, სალიეთი, მორძგვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, ჯოყოეთი));დ)
ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ვაჭევის თემი (სოფლები: ვაჭევი, ღვითორი, მელუშეეთი, ჯოლხეეთი));ე)
რგანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რგანი);ვ)
ხრეითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხრეითი);ზ)
სარქველეთუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სარქველეთუბნის თემი (სოფლები: სარქველეთუბანი, ბუნიკაური, თაბაგრები, ზედა რგანი));თ)
წირქვალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – წირქვალის თემი (სოფლები: წირქვალი, ხალიფაური, მღვიმევი, ქვედა ჭალოვანი));ი)
ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ხვაშითის თემი (სოფლები: ხვაშითი, ზედა ჭალოვანი, კვახაჯელეთი, ვაკევისა, ვანი));კ)
ზოდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზოდის თემი (სოფლები: ზოდი, დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი));ლ)
პერევისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – პერევისის თემი (სოფლები: პერევისა, შუქრუთი, კალაური, სკინდორი, ჭილოვანი, წინსოფელი));მ)
ითხვისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ითხვისის თემი (სოფლები: ითხვისი, ბჟინევი, ბეგიაური));ნ)
ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ნიგოზეთის თემი (სოფლები: ნიგოზეთი, ქვედა ბერეთისა, ზედა ბერეთისა, უსახელო, გუნდაეთი, მერევი, წასრი, წყალშავი));ო)
მანდაეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – მანდაეთის თემი (სოფლები: მანდაეთი, ტყემლოვანა, მეჩხეთური, ქბილარი, ჩხირაული));პ)
სვერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სვერის თემი (სოფლები: სვერი, თვალუეთი, ცხრუკვეთი));ჟ)
გეზრულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გეზრული);თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები1.
სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.
განყოფილების უფროსი:ა)
წარმართავს განყოფილების საქმიანობას;ბ)
უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;გ)
სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;დ)
ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;ე)
ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;ვ)
უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;ზ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.1.
მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.2.
მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.3.
მერის წარმომადგენელი:ა)
აკონტროლებს და მერსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;ბ)
მერსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;გ)
მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვას;დ)
ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;ე)
ვალდებულია შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით.1.
მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:ა)
პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;ბ)
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;2.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საქართველოს შრომის კოდექსის" შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას დებს მერი.
3.
მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.4.
მერიის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.5.
მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.თავი V
მერიის მოსასახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
მუხლი 18🔗
მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.თავი VI
მერიის სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება1.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებია:ა)
მერის ბრძანება;ბ)
მერის პირველი მოადგილის ბრძანება;გ)
მერის მოადგილის ბრძანება;დ)
მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.2.
მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.3.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
4.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.5.
მერიის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.1.
მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.2.
მერიის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის მერისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.1.
მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოს სამართლებრივი აქტებით.
2.
,,საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 22. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება1.
მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2.
მერის სამართლებრივი აქტების პროექტები ვიზირებული უნდა იქნეს მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ.3.
კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოში წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, წარადგენს მერი. პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც განეკუთვნება ეს პროექტი, აგრეთვე - მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მუნიციპალიტეტის მიერ გასაწევ ხარჯებს.1.
მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწაროებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.2.
ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.3.
სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით.