1.
მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერისა და მერის მოადგილის წინაშე, გარდა ადმინისტრაციული და აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსისა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ მერის წინაშე.
4.
მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
აუდიტისა და კონტროლის სამსახური;
გ)
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური;
დ)
ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;
ე)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ვ)
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;
ზ)
სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
თ)
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.06.2025
მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მერი
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე
- მუხლი 9. მერის მოადგილეები
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულები
- მუხლი 15. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 16. მერის წარმომადგენელი
- მუხლი 17. მერიის საჯარო მოსამსახურეები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №26, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855277/muxli-12/