1.
მერიის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე (სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა)
წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ)
უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ)
მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ)
ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3.
მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.თავი III
მერიის სტრუქტურ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.06.2025
მუხლი 10. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
- მუხლი 3. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მერი
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე
- მუხლი 9. მერის მოადგილეები
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულები
- მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულები
- მუხლი 15. სამსახურის განყოფილების უფროსი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №26, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855277/muxli-10/