1.
მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
2.
მერის პირველი მოადგილე:
ა)
ზედამხედველობას ახორციელებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და  მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობაზე;
ბ)
პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ