1.
მერს, პირველი მოადგილის გარდა, ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2.
მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
3.
მერის მოადგილეებს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4.
მერის ერთ-ერთი მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს მერიის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურისა და სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საქმიანობაზე; ხოლო მეორე მოადგილე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობაზე.
5.
მერის მოადგილეები:
ა)
პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებენ ფუნქციებს  სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
გ)
მერს წარუდგენენ წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ