1.
მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.
მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3.
მერის წარმომადგენელი:
ა)
აკონტროლებს და მერსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ)
მერსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ)
მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვას;
დ)
ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
ე)
ვალდებულია შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.06.2025
მუხლი 16. მერის წარმომადგენელი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულები
- მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულები
- მუხლი 15. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 17. მერიის საჯარო მოსამსახურეები
- მუხლი 19. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები
- მუხლი 20. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 21. მერიის საქმიანობის ორგანიზება
- მუხლი 22. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №26, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855277/muxli-16/