1.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებია:
ა)
მერის ბრძანება;
ბ)
მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ)
მერის მოადგილის ბრძანება;
დ)
მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.
2.
მერიის მოხელე  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
3.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
4.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
5.
მერიის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით