პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 12,195 სიტყვა · ~61 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
80 90
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ქულა
მუხლის დისპოზიცია მითითებულია სწორად 15
მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით 20
დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5
დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15
შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ​[1] ქულა
პროგრამულად მონიშნული ყველა საფუძველი დასაბუთებულია და შეესაბამება ერთმანეთს 5
შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად 5
დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქულა
მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს 5
დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ქულა
მითითებულია პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერა, დანაშაულის კვალიფიკაცია და დისპოზიცია 25
დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ქულა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 88% 06.05.2020 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 88% 21.08.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 87% 10.03.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 87% 29.10.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 87% 06.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №047 2020 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების თანდართული სისტემა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. შეფასების სისტემის მიზანი და ამოცანა 1. პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემა (შემდგომში – შეფასების სისტემა), „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა (შემდგომში – გამომძიებელი) შეფასების მიმართულებებსა და კრიტერიუმებს. 2. შეფასების სისტემა უზრუნველყოფს საპროკურორო საქმიანობისა და პროკურატურის სისტემაში გამოძიების ხარისხის ამაღლებას, პროკურორთა და გამომძიებელთა რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის გამჭვირვალე სისტემის შექმნას, პროკურორთა და გამომძიებელთა მოტივაციის ამაღლებას. 3. შეფასების შედეგები მხედველობაში მიიღება პროკურორთა და გამომძიებელთა რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის საკითხების გადაწყვეტისას. 4. პროკურორი და გამომძიებელი, როგორც წესი, ფასდება ორ წელიწადში ერთხელ. 5. შეფასების შედეგები არ არის საჯარო. თავი II შეფასების მიმართულებები და შეფასების განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფები მუხლი 2🔗. შეფასების მიმართულებები პროკურორი და გამომძიებელი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) პროკურორის საქმიანობის ხარისხი; ბ) პროკურორის/გამომძიებლის დატვირთვა; გ) ხელმძღვანელის შეფასება; დ) პროკურორის/გამომძიებლის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; ე) პროკურორის/გამომძიებლის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; ვ) პროკურორის/გამომძიებლის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ზ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. მუხლი 3🔗. შეფასების განმახორციელებელი პირები და სტრუქტურული დანაყოფები 1. შეფასების განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფებია: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აფასებს პროკურორის საქმიანობის ხარისხს და ამუშავებს მონაცემებს პროკურორისა და გამომძიებლის დატვირთვის შესახებ; ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიებებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ; გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო), რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მენტორობის პროგრამაში, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ, ასევე აფასებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის ტრენინგებში მონაწილეობისა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასების შესახებ; დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია, რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ; ე) პროკურორის/გამომძიებელის უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც აფასებს პროკურორს /გამომძიებელს; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია მუშავდება და ჯამდება საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ. 3. პროკურორის საქმიანობის ხარისხი, პროკურორის დატვირთვა და ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს შეფასების ძირითად მიმართულებებს, გარდა განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორებისა, რომლებიც ფასდებიან ერთ ძირითად მიმართულებაში – „ხელმძღვანელის შეფასება“. 4. გამომძიებლის დატვირთვა და ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებელთა შეფასების ძირითად მიმართულებებს, გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლებისა, რომლებიც ფასდებიან ერთ ძირითად მიმართულებაში – „ხელმძღვანელის შეფასება“. 5. პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება ძირითად მიმართულებებში მიღებულ შეფასებათა ჯამით, ხოლო თუ შეფასება ხორციელდება ერთ ძირითად მიმართულებაში, ამ მიმართულებაში მიღებული ქულა წარმოადგენს კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას. 6. სხვა მიმართულებებში (პროკურორის/გამომძიებლის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები) მიღებული შედეგები პირდაპირ გავლენას არ ახდენს კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლაზე, თუმცა ქმნის პროკურორის/გამომძიებლის საქმიანობისა და შედეგების შესახებ სრულ სურათს და გაითვალისწინება რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის საკითხების გადაწყვეტისას. 7. შეფასების დასრულების შემდეგ პროკურორსა და გამომძიებელს ინდივიდუალურად ეგზავნება შეფასების შედეგები, რომელშიც აისახება პროკურორის/გამომძიებლის მიერ თითოეულ მიმართულებაში მიღებული შეფასება. 8. კომპეტენციის შესაბამისი ზღვარის დაუკმაყოფილებლობა შესაძლებელია გახდეს პროკურორის/გამომძიებლის პროკურატურიდან დათხოვნის ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის საფუძველი. 9. პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია შეფასების შედეგები გაასაჩივროს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. თავი III პროკურორის შეფასების მიმართულებები და წესი მუხლი 4🔗. პროკურორის შეფასების მიმართულებები 1. ამ თავით დადგენილი წესით ფასდება საქართველოს პროკურატურის შემდეგი ორგანოები და სტრუქტურული დანაყოფები: ა) თბილისის პროკურატურა; ბ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) საოლქო პროკურატურები; დ) რაიონული პროკურატურები; ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი; ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების პროკურორის შეფასება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) პროკურორის საქმიანობის ხარისხი; ბ) პროკურორის დატვირთვა; გ) ხელმძღვანელის შეფასება; დ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; ე) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; ვ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ზ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.  მუხლი 5🔗. პროკურორის საქმიანობის ხარისხი 1. პროკურორის საქმიანობის ხარისხი წარმოადგენს შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 50 ქულა და მოიცავს პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებას შემდეგ კომპონენტებში: ა) საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი; ბ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი; გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი. 2. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი, საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი, სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება თითოეული 100 (ასი) ქულით და საბოლოოდ, პროკურორის საქმიანობის ხარისხის ქულა გამოითვლება სამივე კომპონენტში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. 3. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით და მათთვის განსაზღვრული ქულათა სისტემით (დანართი N1 და დანართი N2); 4. შემფასებელი უფლებამოსილია გაცდეს შეფასების სისტემით ცალკეული კრიტერიუმებისათვის განსაზღვრულ ქულათა ზღვარს და სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს დააკლოს შეფასების სისტემით გათვალისწინებულზე მეტი ქულა. მუხლი 6🔗. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი 1. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის შეფასება მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) სწორად არის თუ არა განსაზღვრული კვალიფიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად არის თუ არა მიღებული კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში გამომძიებლისათვის დროულად არის თუ არა მიცემული წერილობითი მითითება, არის თუ არა შედეგზე ორიენტირებული გამომძიებლისათვის მიცემული წერილობითი მითითება და აკონტროლებს თუ არა პროკურორი გამომძიებლისათვის მიცემული წერილობითი მითითების შესრულებას; გ) დროულად არის თუ არა მიმართული სასამართლოსათვის შუამდგომლობით საქმისათვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე; დ) გადამოწმებულია თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიები (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსია); ე) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად და სწორი კვალიფიკაციით არის თუ არა გამოტანილი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, გონივრულ ვადაში არის თუ არა გაცნობილი დაზარალებულისთვის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში გამოტანილია თუ არა ახალი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; ვ) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად და სწორი კვალიფიკაციით არის თუ არა გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; ზ) სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დროულად, საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ და კანონის შესაბამისად არის თუ არა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ; თ) დროულად და კანონის შესაბამისად არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე; ი) განრიდების შეთავაზების შემდეგ პროკურორი აკონტროლებს თუ არა განსარიდებელი პირის მიერ განრიდების პირობის შესრულებას. დროულად იღებს თუ არა გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის, დევნის შეწყვეტის, დევნის განახლების, დევნის დაწყების, გამოძიების შეწყვეტის, გამოძიების განახლების შესახებ; კ) განრიდების მიზნით საქმის სასამართლოდან უკან დაბრუნების შემთხვევაში დროულად არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება განრიდების შესახებ; ლ) დაცულია თუ არა პროკურორის მიერ „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებით განსაზღვრული ვადები; მ) წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით; ნ) ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომაზე დაკავების უკანონოდ ცნობა ან ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით; ო) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ხომ არ არის პროკურორის მიერ საპროცესო ნორმების დაუცველობა; პ) გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონიერად ცნობის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ხომ არ არის პროკურორის მიერ საპროცესო ნორმების დაუცველობა; ჟ) სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას ან შესაგებელის წარდგენისას არის თუ არა პროკურორის მხრიდან დაცული საპროცესო ნორმების მოთხოვნები; რ) საქმის სასამართლოში წარმართვის ეტაპზე სწორად არის თუ არა განსაზღვრული სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა მოცულობა; ს) სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი/ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის მიერ საპროცესო ხელმძღვანელობის არასათანადოდ განხორციელებით; ტ) არის თუ არა პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური, დასაბუთებული და ხომ არ გაუქმებულა იგი ზემდგომი პროკურორის ან სასამართლოს მიერ; უ) აკმაყოფილებს თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები (შუამდგომლობა, დადგენილება) საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს; ფ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული/არგუმენტირებული; ქ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული; ღ) სწორად იყენებს თუ არა პროკურორი გადაწყვეტილების მიღებისას ნორმატიულ აქტებს; ყ) დროულად არის თუ არა განხილული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი შუამდგომლობა და საჩივარ-განცხადებები; შ) ასრულებს თუ არა სახელმძღვანელო მითითებებს; ჩ) სხვა კრიტერიუმები. 2. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული, შემთხვევით შერჩეული, სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე, როგორც წესი, 15-20 სისხლის სამართლის საქმე. თითოეული საქმე ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით. მუხლი 7🔗. საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი 1. შეფასებას ექვემდებარება შესაფასებელ პერიოდში პროკურორის მიერ შედგენილი შემდეგი დოკუმენტები: ა) დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; ბ) შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ; გ) დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ; დ) დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. 2. დოკუმენტები მოწმდება როგორც კანონთან შესაბამისობის, ასევე მართლწერის კუთხით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა-დ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტები ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავდებიან შინაარსობრივად, კანონთან შესაბამისობის კრიტერიუმები ყველა მათგანისათვის განსაზღვრულია ინდივიდუალურად, ხოლო მართლწერის სტანდარტის შეფასების კრიტერიუმები – საერთოა. 4. საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, დანართი N1-ის შესაბამისად. 5. სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გარეთ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები, დანართ N1-ში მითითებული კრიტერიუმების გარდა, შეფასდება აგრეთვე შემდეგი კრიტერიუმებით: მითითებულია თუ არა დადგენილების გამოტანის დრო (დღე, საათი) და ადგილი, კანონით გათვალისწინებული ბრალდებულის/დანაშაულის ჩამდენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაში აგრეთვე დისპოზიცია, ბრალდების ფორმულირება და დანაშაულის კვალიფიკაცია. მუხლი 8🔗. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი 1.სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება სასამართლო სხდომების პერიოდული მონიტორინგის გზით. 2. შეფასებას ექვემდებარება პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) არსებითი განხილვის სხდომა; დ) სააპელაციო განხილვის სხდომა; ე) საკასაციო განხილვის სხდომა. 3. შეფასებას ექვემდებარება შემდეგი მიმართულებები: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაში მონაწილეობა; ბ) წინასასამართლო სხდომაში მონაწილეობა; გ) შესავალი სიტყვა; დ) პირდაპირი დაკითხვა; ე) ჯვარედინი დაკითხვა; ვ) დასკვნითი სიტყვა. 4. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას პროკურორი უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო განხილვის თითოეული ეტაპის შეფასებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. 5. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, დანართი N2-ის შესაბამისად. მუხლი 9🔗. პროკურორის დატვირთვა და დატვირთვის განსაზღვრის წესი 1. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 30 ქულა. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე პროკურორის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ გაანგარიშებას. 2. პროკურორის დატვირთვა გამოითვლება, როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. 3. ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფის პროკურორთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის პროკურორთა რაოდენობაზე გაყოფით. 4. ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფების პროკურორთა საერთო რაოდენობაზე გაყოფით. 5. პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის და ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში მიღებული დატვირთვის შედეგებიდან. პროკურორის დატვირთვა განისაზღვრება შესაფასებელ პერიოდში საპროცესო ხელმძღვანელობისას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭრისას შედგენილი საპროცესო დოკუმენტებისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით. 6. პროკურორის დატვირთვის განსაზღვრის კრიტერიუმები და ალგორითმი (დათვლის წესი) მოცემულია დანართ N3-ში. მუხლი 10🔗. ხელმძღვანელის შეფასება 1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 20 ქულა. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 2. პროკურორს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირი. 3. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს პროკურორს აფასებს დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, ხოლო თუ დეპარტამენტს არ აქვს სამმართველო – დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ სამმართველოს პროკურორს, რომელიც არ შედის არცერთი დეპარტამენტის შემადგენლობაში, აფასებს სამმართველოს უფროსი. 4. რაიონული პროკურატურის პროკურორს აფასებს რაიონული პროკურორი, საოლქო პროკურატურის პროკურორს – საოლქო პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურატურის პროკურორს – თბილისის პროკურორი. 5. პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ფასდება 10 კრიტერიუმის მიხედვით, მაქსიმუმ 100 ქულით. 6. პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასების კრიტერიუმებია: ა) დისციპლინა; ბ) გარეგნული იერსახე (ე.წ „დრესკოდი“); გ) პასუხისმგებლობის გრძნობა; დ) ორგანიზებულობა; ე) დროის მენეჯმენტი; ვ) სამუშაოს შესრულების ხარისხი; ზ) კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარი; თ) კომუნიკაციის უნარი; ი) გუნდური მუშაობის უნარი; კ) აზრის გადმოცემის უნარი. 7. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 10 ქულამდე (0-2 დაბალი, 3-4 საშუალოზე დაბალი, 5-6 საშუალო, 7-8 მაღალი, 9-10 უმაღლესი). აღნიშნულ კომპონენტში პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება თითოეულ კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით. 8. პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება 2 დამოუკიდებელ კომპონენტში: ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი; ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი. 9. გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სამართლებრივი, ანალიტიკური აზროვნებისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი; ბ) გადაწყვეტილების მიღებისას ნორმატიულ აქტების გამოყენების სისწორე; გ) გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი; დ) სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების, პრიორიტეტული საქმეებისა და საკითხების სწორად განსაზღვრის უნარი; ე) მოცულობითი და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ჯეროვანი საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების უნარი; ვ) ზემდგომი პროკურორის მიერ მიცემული მითითებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი; ზ) გამომძიებელთა მიმართ არის თუ არა მომთხოვნი და პრინციპული; თ) წარმატებით ახორციელებს თუ არა გამოძიების ფარგლებში გამომძიებელთა საქმიანობის კოორდინირებას; ი) გამოძიების დაწყებისთანავე განუსაზღვრავს თუ არა გამომძიებელს გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გეგმას და აქტიურად აკონტროლებს თუ არა მის ხარისხიან და დროულ შესრულებას; კ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამომწურავად ჩატარების მიზნით დროულად და სწორად განსაზღვრავს თუ არა საქმეზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების საჭიროებებს და აქტიურად აკონტროლებს თუ არა მათ ხარისხიან და ჯეროვან შესრულებას; ლ) აძლევს თუ არა გამომძიებელს დროულ და შედეგზე ორიენტირებულ ზეპირ ან/და წერილობით მითითებას, რაც ხელს უწყობს სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების წარმოებას და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას; მ) ეფექტიანად აკონტროლებს თუ არა გამომძიებლისათვის მიცემული ზეპირი ან/და წერილობითი მითითების ჯეროვან შესრულებას; ნ) უზრუნველყოფს თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიების (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსიის) გადამოწმებას; ო) სწორად განსაზღვრავს თუ არა კვალიფიკაციას სისხლის სამართლის საქმეზე და სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად იღებს თუ არა კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას; პ) აკონტროლებს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო ნორმების დაცვას, რაც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღნიშნული საფუძვლით მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას; ჟ) საქმის სასამართლოში წარმართვის ეტაპზე სწორად განსაზღვრავს თუ არა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებებს; რ) სისხლის სამართლის საქმეზე დროულად და სწორად იღებს თუ არა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას (მაგ: დევნის დაწყება, დევნის შეწყვეტა, დევნის არდაწყება, გამოძიების შეწყვეტა, დაზარალებულად ცნობა და ა.შ.); ს) სისტემატურად ეცნობა თუ არა გამოძიებაში არსებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზეც არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და ეფექტიანად ახორციელებს თუ არა მათზე საპროცესო ხელმძღვანელობას; ტ) ფლობს თუ არა ინფორმაციას მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე; უ) იღებს თუ არა ზომებს დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების დროულად ჩატარებისთვის და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას ახდენს თუ არა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას; ფ) დროულად მიმართავს თუ არა სასამართლოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შუამდგომლობით; ქ) ეფექტიანად და დამოუკიდებლად აკონტროლებს თუ არა საპროცესო ვადებს; ღ) შეუძლია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის ლაკონურად, კვალიფიციურად და არგუმენტირებულად გადმოცემა და საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი, რელევანტური გარემოებების იდენტიფიცირება; ყ) აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმის სიღრმისეული და კრიტიკული შესწავლის, მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის, შესაძლო შედეგების გათვალისწინების და მათ საფუძველზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; შ) არის თუ არა პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური და დასაბუთებული და ხდება თუ არა მისი გადაწყვეტილებების ზემდგომი პროკურორის ან სასამართლოს მიერ გაუქმება; ჩ) აქტიურად თანამშრომლობს თუ არა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან. სწორად განსაზღვრავს თუ არა კოორდინატორის ჩართვის საჭიროებას გამოძიების ეტაპზე; ც) დროულად განიხილავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საჩივარ-განცხადებებს; ძ) შესწევს თუ არა განმცხადებლებთან/საჩივრის ავტორებთან და პროცესის მონაწილეებთან (მოწმე, დაზარალებული) ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; წ) აკმაყოფილებს თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს; ჭ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული და არგუმენტირებული; ხ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული; ჯ) სხვა კრიტერიუმები. 10. სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს არის თუ არა თავდაჯერებული; ბ) არის თუ არა გაწონასწორებული, შეუძლია თუ არა სასამართლო განხილვის დროს წარმოქმნილი კრიტიკული ვითარების მართვა და სამართლებრივად სწორი გამოსავლის პოვნა; გ) სასამართლოს თანამშრომლებთან, მოქალაქეებთან და პროცესის მონაწილეებთან საქმიანი კომუნიკაციისას არის თუ არა თავაზიანი და კეთილგანწყობილი, რაც ხელს უწყობს მათი ნდობის მოპოვებას და პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას; დ) დროულად ცხადდება თუ არა სასამართლო პროცესებზე; ე) აქვს თუ არა ანალიტიკური აზროვნების უნარი და შეუძლია თუ არა სწორად განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის მოსალოდნელი შედეგები; ვ) შეუძლია თუ არა მნიშვნელოვან და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად მხარდაჭერა; ზ) საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე აქვს თუ არა წინასწარ შემუშავებული სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგია; თ) საქმის თავისებურებებიდან გამომდინარე სწორად განსაზღვრავს თუ არა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიას; ი) სრულყოფილად და სიღრმისეულად იცნობს თუ არა სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზეც ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას და აანალიზებს თუ არა საქმეში არსებულ ძლიერ და სუსტ მხარეებს; კ) სათანადოდ არის თუ არა მომზადებული საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის; ლ) არის თუ არა მის მიერ სასამართლოში წარმოთქმული შესავალი და დასკვნითი სიტყვები სტრუქტურულად გამართული, თანმიმდევრული და დასაბუთებული; მ) სწორად განსაზღვრავს თუ არა სასამართლოში გამოსაკვლევ მტკიცებულებათა მოცულობას და რიგითობას; ნ) სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ახდენს მოწმის/დაზარალებულის ინფორმირებას სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემის წესებისა და გარემოებების შესახებ; ო) ეფექტიანად, სრულყოფილად და ხარისხიანად წარმართავს თუ არა სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის (პირდაპირი/ირიბი) პროცედურას და სწორად და დროულად აყენებს თუ არა შუამდგომლობას კითხვის განრიდების შესახებ (პროტესტს); პ) არის თუ არა სამართლებრივად გამართული და არგუმენტირებული სასამართლო განხილვის ეტაპზე მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები და საჩივრები; ჟ) დამაჯერებულად პასუხობს თუ არა დაცვის მხარის მიერ სასამართლო განხილვის ეტაპზე დაყენებულ შუამდგომლობებს და არგუმენტირებულად აბათილებს თუ არა დაცვის მხარის პოზიციას; რ) აქტიურად თანამშრომლობს თუ არა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან. სწორად განსაზღვრავს თუ არა კოორდინატორის ჩართვის საჭიროებას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე; ს) არის თუ არა ორიენტირებული სასამართლოში საქმის განხილვის დროულად დასრულებაზე – უზრუნველყოფს თუ არა საპატიმრო საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების დროულად გამოკვლევას და არასაპატიმრო საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებას; ტ) სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი არის თუ არა პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების არაკვალიფიციური მხარდაჭერა; უ) აქტიურად ეცნობა თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იყენებს თუ არა მათ პრაქტიკაში; ფ) იცავს თუ არა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადებს; ქ) სხვა კრიტერიუმები. 11. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული თითოეული კომპონენტი ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი). 12. პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევების საბოლოო შეფასება გამოითვლება გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. 13. საბოლოოდ, ხელმძღვანელის შეფასება გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. 14. იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები არ ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, პროკურორის პროფესიულ უნარ-ჩვევებს აფასებენ დეპარტამენტის/სამმართველოს ფუნქციების/ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში. 15. ხელმძღვანელი ვალდებულია პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას დაურთოს შესაბამისი კომენტარი, რომელიც სიტყვიერად ასაბუთებს ხელმძღვანელის მიერ მინიჭებულ ქულას თითოეულ კომპონენტში. შეფასებისას უნდა მიეთითოს პროკურორის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი შეფასების ქულა. 16. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს დანართი N4-ის შესაბამისად. მუხლი 11🔗. პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში 1. პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას. პროკურორის შეფასება, რომელიც ჩართულია მენტორობის პროგრამაში, ხორციელდება ორ კომპონენტში: ა) მენტორის დატვირთვა – რამდენ თანამშრომელს გაუწია პროკურორმა მენტორობა შესაფასებელ პერიოდში; ბ) მენტორობის ხანგრძლივობა – რა დროის განმავლობაში ახორციელებდა პროკურორი მენტორის ფუნქციებს. 2. პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში შეფასების შედეგებში მიეთითება სხვა მიმართულებებისგან დამოუკიდებლად. მუხლი 12🔗. პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება 1. პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას. პროკურორი ფასდება შემდეგ კომპონენტებში: ა) პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეობა; ბ) პროკურორის ტრენინგებში ტრენერად მონაწილეობა. 2. პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება შეფასების შედეგებში მიეთითება სხვა მიმართულებებისგან დამოუკიდებლად. 3. ეს მიმართულება ფასდება დანართი N5-ის შესაბამისად. მუხლი 13🔗. პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა 1. პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და შეფასების შედეგებში მიეთითება სხვა მიმართულებებისაგან დამოუკიდებლად. 2. პროკურორის შეფასებისას გაითვალისწინება მისი მონაწილეობა პრევენციულ ღონისძიებებში ან/და პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ სხვა აქტივობებში. საბოლოო შედეგი გამოიხატება რაოდენობრივ მონაცემებში, რაც მოიცავს ჩატარებული ღონისძიებების/აქტივობების რაოდენობას, ხანგრძლივობას და სამიზნე ჯგუფის წევრების რაოდენობას. მუხლი 14🔗. წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები 1. წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას. 2. პროკურორის შეფასებისას გაითვალისწინება შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიება და დისციპლინური სახდელი. თავი IV საქართველოს გენერალური პროკურატურის განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორთა შეფასების მიმართულებები და წესი მუხლი 15🔗. შეფასებას დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფები და მათი შეფასების წესი 1. ამ თავით დადგენილი წესით შეფასებას ექვემდებარებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგი დეპარტამენტებისა და სამმართველოების პროკურორები: ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ბ) გენერალური ინსპექცია; გ) საგამოძიებო ნაწილი; დ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი; ე) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; ზ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო; თ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ი) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტები/სამმართველოები ასრულებენ განსხვავებული სპეციფიკის სამუშაოს, შესაბამისად მათი შეფასების კრიტერიუმები არაერთგვაროვანია და ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორთა შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები, ხდება საერთო წესის შესაბამისად. მითითებული დეპარტამენტების/სამმართველოების ხელმძღვანელების მიერ პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ასევე ფასდება საერთო წესის შესაბამისად, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება დეპარტამენტის/სამმართველოს ფუნქციების და ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში. 4. პროკურორის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს პროკურორის დატვირთვას შესაფასებელ პერიოდში. 5. პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი). 6. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს დანართი №4-ის მიხედვით. ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება მაქსიმუმ 100-100 ქულით, ხოლო საბოლოოდ გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული. 7. პროკურორის შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, პროკურორის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელები და წახალისების ღონისძიებები ხდება შეფასების სისტემის მე-11 – მე-14 მუხლებისა და დანართი N5 -ის შესაბამისად. მუხლი 16🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორების შეფასება ხდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოების სპეციფიკის გათვალისწინებით, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა; ბ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ან რომელზეც გამოტანილია განაჩენი; გ) ანალიზის მიზნით სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა; დ) სასამართლო სხდომების მონიტორინგი; ე) საპროცესო დოკუმენტების შესწავლა; ვ) წერილობითი მითითებების მიცემა; ზ) რეკომენდაციების და ბრძანებების შესრულების კონტროლი; თ) საჩივრის/განცხადებების განხილვა; ი) საჩივრის/განცხადების ავტორთან ან სხვა პირთან შეხვედრა; კ) რეკომენდაციების შემუშავება; ლ) კანონის პროექტის მომზადება; მ) კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება; ნ) ანალიზების მომზადება; ო) მოხსენებითი ბარათის მომზადება; პ) კვლევების ჩატარება; ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა; რ) სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით ანალიზების მომზადება; ს) კონცეფციების შემუშავება; ტ) პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ან/და მასში მონაწილეობა; უ) კონფერენციებში, კვლევის პრეზენტაციებში და სხვა შეხვედრებში მონაწილეობა; ფ) სახელმძღვანელოების შემუშავება; ქ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ღ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით ანგარიშის მომზადება; ყ) შეფასების სისტემის საფუძველზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მომზადება; შ) განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივა საქმიანობაში; ჩ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 17🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში. 5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა; ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; გ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; დ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა; ე) სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა; ვ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; ზ) დასკვნების მომზადება; თ) რეკომენდაციების შემუშავება; ი) წერილობითი მითითების და მოხსენებითი ბარათის მომზადება; კ) კანონის პროექტის მომზადება. კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება; ლ) ანალიზების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით; მ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა; ნ) სახელმძღვანელოს შემუშავება; ო) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; პ) შინაგანაწესის და პროკურატურის ცხელი ხაზის მონიტორინგი; ჟ) საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების შესრულების მონიტორინგი; რ) საჩივრის/განცხადებების განხილვა; ს) განცხადების/ საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირებთან შეხვედრა; ტ) სასამართლო სხდომების მონიტორინგი; უ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით. 7. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 18🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორის შეფასება ხდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 19🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში; გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში. 5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა; ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; ე) რეკომენდაციების მომზადება; ვ) საჩივარ/განცხადებების განხილვა; ზ) საჩივარ/განცხადებების განხილვა, რომელიც მოითხოვს დამატებით მასალების მოძიებას/შესწავლას და განცხადების ირგვლივ პირთან გასაუბრებას; თ) ეფექტიანი სისტემატური კომუნიკაცია ყოფილ მსჯავრდებულთან და პოტენციურ დაზარალებულთან; ი) ქონებაჩამორთმეული საქმეების შესწავლა და დამატებით გამოძიების ჩატარება საკუთრების წარმოშობის კანონიერების დადგენის მიზნით; კ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით. 7. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 20🔗. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 3. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 4. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 5. ამ დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასება; ბ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის და შესაგებლის მომზადება; გ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის და სააპელაციო შესაგებლის მომზადება; დ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის და საკასაციო შესაგებლის მომზადება; ე) სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოებით შეწყვეტის, საქმის განუხილველად დატოვების და საქმის მორიგებით დასრულების შესახებ შუამდგომლობის მომზადება; ვ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საჩივრის/კერძო საჩივრის მომზადება; ზ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომაში მონაწილეობა; თ) სამართლებრივ აქტებზე მომზადებული დასკვნების ხარისხის შეფასება; ი) საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; კ) საკანონმდებლო ინიციატივებზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე მოსაზრებების და შენიშვნების მომზადება; ლ) განცხადებებზე/საჩივრებზე მომზადებული პასუხების ხარისხის შეფასება; მ) მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხების მომზადება; ნ) პერსონალური მონაცემების დამუშავება; ო) საჩივრების/განცხადებების განხილვა; პ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 6. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის ხარისხი (პირველი და საკასაციო ინსტანციები); ბ) აღკვეთის ღონისძიების პროცესებში მონაწილეობის ხარისხი; გ) უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება; დ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეფასებას დაქვემდებარებული დოკუმენტებია: ა) ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობა; ბ) აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა; გ) დაცვის მხარის შუამდგომლობაზე/საჩივარზე წერილობითი პასუხი; დ) სამართლებრივ საკითხებზე იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენი პროკურატურის პოზიციის დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობები პატიმრის ტრანზიტზე და ექსტრადირებული პირისათვის დამატებითი ბრალდების წარდგენაზე); ე) ინტერპოლში საჩივრის განხილვისას წერილობითი კომუნიკაცია; ვ) უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესში წერილობითი მონაწილეობა – შეპასუხება დაცვის მხარის მიერ დაყენებულ სადავო საკითხებზე; ზ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნი ექსტრადიციის შუამდგომლობა; თ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა; ი) ონლაინ სერვისპროვაიდერისათვის გასაგზავნი მონაცემების მოთხოვნა და შემდგომი მიმოწერა ასეთის არსებობის შემთხვევაში. 8. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 21🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) ბრძანების პროექტის მომზადება (დანიშვნის, დათხოვნის, საკადრო გადაადგილების, მივლინების, შვებულების, შვებულებიდან გამოძახების, უფლებამოსილების მინიჭების, მორიგი და ვადამდელი წოდების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ან პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებები); ბ) საკადრო დოკუმენტის მომზადება (შრომითი ხელშეკრულებები, ცნობები, ნამსახურობის ნუსხები, შრომის წიგნაკები და სხვა); გ) შემოსული კორესპოდენციის, მათ შორის საჯარო ინფორმაციის განხილვა და მათზე რეაგირება; დ) სტატისტიკური ანგარიშების მომზადება; ე) პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადება; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 22🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:  ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში. 5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა; ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; ე) განხორციელებული მონიტორინგი; ვ) რეკომენდაციების მომზადება; ზ) საჩივრების/განცხადებების განხილვა; თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით. 7. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 23🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტები; ბ) სახალხო დამცველის ან ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებზე და რეკომენდაციებზე ანგარიშის მომზადება; გ) საჩივრების/განცხადებების და სახალხო დამცველის მომართვების განხილვა; დ) განცხადების/საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირთან შეხვედრა; ე) ანალიზების და კვლევების მომზადება; ვ) რეკომენდაციების შემუშავება; ზ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა; თ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა ან გამოტანილია განაჩენი; ი) ანალიზის მიზნით სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა; კ) კანონის პროექტებზე შენიშვნების/წინადადებების მომზადება; ლ) სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება; მ) სტატისტიკის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე; ნ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 5. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. მუხლი 24🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად. 4. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. თავი V გამომძიებლის შეფასების მიმართულებები და წესი მუხლი 25🔗. გამომძიებლის შეფასების მიმართულებები 1. ამ თავით დადგენილი წესით ფასდება გამომძიებელი, რომლის შეფასება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) გამომძიებლის დატვირთვა; ბ) ხელმძღვანელის შეფასება; გ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; დ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; ე) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ვ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. გამომძიებლის დატვირთვა, როგორც შეფასების დამოუკიდებელი მიმართულება, გამოითვლება მხოლოდ თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების საგამოძიებო სამმართველოების გამომძიებელთა შეფასებისას. 3. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები არ ფასდებიან დატვირთვის მიმართულებაში, თუმცა შესაფასებელ პერიოდში გამომძიებლის დატვირთვა მხედველობაში მიიღება ხელმძღვანელის მიერ. მუხლი 26🔗. გამომძიებლის დატვირთვა 1. გამომძიებლის დატვირთვა წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 30 ქულა. გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობრივი მონაცემებით. 2. გამომძიებლის დატვირთვა გამოითვლება როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. 3. ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფის გამომძიებელთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის გამომძიებელთა რაოდენობაზე გაყოფით. 4. ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებელთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფების გამომძიებელთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის გამომძიებელთა რაოდენობაზე გაყოფით. 5. გამომძიებლის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფისა და ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში მიღებული დატვირთვის შედეგებიდან. 6. გამომძიებლის დატვირთვის განსაზღვრის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია მოცემულია დანართ N6-ში. მუხლი 27🔗. ხელმძღვანელის შეფასება 1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 70 ქულა. ხელმძღვანელი გამომძიებელს აფასებს ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 2. გამომძიებელს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირი. კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელს აფასებს საგამოძიებო ნაწილის შესაბამისი სამმართველოს უფროსი. გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელს – დეპარტამენტის უფროსი. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებელს – სამმართველოს უფროსი. საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – საოლქო პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – თბილისის პროკურორი. 3. გამომძიებლის ზოგადი უნარ-ჩვევები ფასდება 10 კრიტერიუმის მიხედვით, მაქსიმუმ 100 ქულით. ესენია: ა) დისციპლინა; ბ) გარეგნული იერსახე (ე.წ. „დრესკოდი“); გ) პასუხისმგებლობის გრძნობა; დ) ორგანიზებულობა; ე) დროის მენეჯმენტი; ვ) სამუშაოს შესრულების ხარისხი; ზ) კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარი; თ) კომუნიკაციის უნარი; ი) გუნდური მუშაობის უნარი; კ) აზრის გადმოცემის/საქმის მოხსენების უნარი. 4. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 10 ქულამდე (0-2 დაბალი, 3-4 საშუალოზე დაბალი, 5-6 საშუალო, 7-8 მაღალი, 9-10 უმაღლესი). აღნიშნულ კომპონენტში გამომძიებლის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება თითოეულ კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით. 5. გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სტანდარტულ შემთხვევაში ფასდება 2 კომპონენტში: ა) საქმის გამოძიების ხარისხი; ბ) მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი. 6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება 3 კომპონენტში: ა) საქმის გამოძიების ხარისხი; ბ) მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი; გ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა ძირითად მიმართულებებში გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი. 7. გამოძიების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია: ა) აქვს თუ არა სამართლებრივი, ანალიტიკური აზროვნების და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი; ბ) გადაწყვეტილების მიღებისას, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს სწორად იყენებს თუ არა ნორმატიულ აქტებს; გ) აქვს თუ არა გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი; დ) აქვს თუ არა სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი და სწორად განსაზღვრავს თუ არა პრიორიტეტულ საქმეებსა და საკითხებს; ე) აქვს თუ არა მოცულობითი და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უნარი; ვ) გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულ საჩივარ-განცხადებებზე იღებს თუ არა დროულ, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; ზ) სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად იწყებს თუ არა გამოძიებას; თ) გამოძიების დაწყებისას სისხლის სამართლის საქმეს ანიჭებს თუ არა სწორ კვალიფიკაციას; ი) გამოძიების დაწყებისთანავე განსაზღვრავს თუ არა გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გეგმას და დროულად და ხარისხიანად ატარებს თუ არა მათ; კ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამომწურავად ჩატარების მიზნით დროულად და სწორად განსაზღვრავს თუ არა საქმეზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების საჭიროებებს და დროულად და ხარისხიანად ატარებს თუ არა მათ; ლ) სწორად განსაზღვრავს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობას; მ) აქვს თუ არა მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის კრიტიკულად და სრულყოფილად გამოკითხვის და მისგან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების უნარი; ნ) დროულად, ხარისხიანად და სრულყოფილად ასრულებს თუ არა საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ მიცემულ მითითებებს; ო) უზრუნველყოფს თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიების (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსიის) გადამოწმებას; პ) დამოუკიდებლად იღებს თუ არა გადაწყვეტილებას საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე; ჟ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას იცავს თუ არა საპროცესო ნორმებს, რაც გამორიცხავს გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უკანონოდ ცნობას და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას; რ) სრულყოფილად ატარებს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს გამოძიებაში არსებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა; ს) სრულყოფილად ფლობს თუ არა ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე; ტ) აკონტროლებს თუ არა დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს და უზრუნველყოფს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს სრულყოფილად ჩატარებას; უ) დროულად უზრუნველყოფს თუ არა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების შესრულებას; ფ) ეფექტიანად და დამოუკიდებლად აკონტროლებს თუ არა საპროცესო ვადებს; ქ) სათანადო საფუძვლის არსებობისას სწორად განსაზღვრავს თუ არა პროცესის მონაწილის (თარჯიმნის, გარეშე პირის, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის, ფსიქოლოგის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის) მოწვევის და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების საჭიროებას; ღ) დროულად ახდენს თუ არა პროკურორის ინფორმირებას კვალიფიკაციის შეცვლის, პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობის თაობაზე; ყ) დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს თუ არა დაზარალებულისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებას; შ) ორიენტირებულია თუ არა გამოძიების დროულად დასრულებაზე და მიჰყავს თუ არა საქმე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების ეტაპამდე; ჩ) შეუძლია თუ არა სისხლის სამართლის საქმის ლაკონურად, კვალიფიციურად და არგუმენტირებულად მოხსენება და საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი, რელევანტური გარემოებების იდენტიფიცირება; ც) აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმის სიღრმისეული და კრიტიკული შესწავლის, მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის, შესაძლო შედეგების გათვალისწინების და მათ საფუძველზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; ძ) არის თუ არა გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური და დასაბუთებული და ხდება თუ არა მისი გადაწყვეტილებების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ გაუქმება; წ) დროულად განიხილავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საჩივარ-განცხადებებს; ჭ) არგუმენტირებულად პასუხობს თუ არა საქმის გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის და პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს და საჩივარ-განცხადებებს; ხ) შესწევს თუ არა განმცხადებლებთან/საჩივრის ავტორებთან და პროცესის მონაწილეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; ჯ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობს ხარისხიანად; ჰ) სხვა კრიტერიუმები. 8. გამომძიებლის მიერ მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია: ა) აკმაყოფილებს თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს; ბ) არის თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული და არგუმენტირებული; გ) საპროცესო დოკუმენტებში (დადგენილება, შუამდგომლობა) სრულყოფილად გადმოსცემს თუ არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; დ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმში თანმიმდევრულად გადმოსცემს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების მიმდინარეობას; ე) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული კითხვები არის თუ არა სრულყოფილი, თანმიმდევრული, გასაგები და საქმესთან კავშირში მყოფი; ვ) მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულისთვის დასმულია თუ არა რელევანტური კითხვები; ზ) მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები შეიცავს თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას და კითხვები და მასზე გაცემული პასუხები ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის თუ არა ჩამოყალიბებული; თ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმში სრულყოფილად უთითებს თუ არა ყველა აუცილებელ რეკვიზიტს; ი) არის თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული; კ) საპროცესო დოკუმენტებს ადგენს თუ არა მარტივი და გასაგები ენით, გრამატიკული და სტილისტური შეცდომების გარეშე; ლ) სხვა კრიტერიუმები. 9. სტანდარტულ შემთხვევაში, თითოეული კომპონენტი (საქმის გამოძიების ხარისხი და მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი) ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი), ხოლო შემდგომ გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული. 10. ხელმძღვანელის შეფასება საბოლოოდ გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. 11. გამომძიებლის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს გამომძიებლის დატვირთვას შესაფასებელ პერიოდში. 12. ხელმძღვანელი გამომძიებლის შეფასებას ახდენს ამ თავით დადგენილი კრიტერიუმებისა და შეფასების სისტემის დანართი N7-ის შესაბამისად; 13. გამომძიებელთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით. 14. ხელმძღვანელი ვალდებულია გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას დაურთოს შესაბამისი კომენტარი, რომელიც სიტყვიერად ასაბუთებს ხელმძღვანელის მიერ თითოეულ კომპონენტში (საქმის გამოძიების ხარისხი, მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი და გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი) მინიჭებულ ქულას. შეფასებისას უნდა მიეთითოს გამომძიებლის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი შეფასების ქულა. მუხლი 28🔗. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელთა შეფასების თავისებურებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელთა შეფასება ხორციელდება შეფასების სისტემის 27-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლში მოცემული თავისებურების გათვალისწინებით. 2. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას ხელმძღვანელი ასევე ითვალისწინებს გამომძიებლის მიერ განხორციელებულ დამატებით საქმიანობას გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) სასამართლო სხდომების მონიტორინგი; ბ) შინაგანაწესის მონიტორინგი; გ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; დ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა; ე) სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა; ვ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; ზ) დასკვნების მომზადება; თ) რეკომენდაციების შემუშავება; ი) წერილობითი მითითების და მოხსენებითი ბარათის მომზადება; კ) კანონის პროექტის მომზადება; ლ) კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება; მ) ანალიზების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით; ნ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა; ო) სახელმძღვანელოს შემუშავება; პ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; ჟ) პროკურატურის ცხელი ხაზის მონიტორინგი; რ) საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესრულების მონიტორინგი; ს) საჩივრის/განცხადებების განხილვა; ტ) განცხადების/საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირებთან შეხვედრა; უ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 3. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას ხელმძღვანელი ასევე ითვალისწინებს გამომძიებლის მიერ განხორციელებულ დამატებით საქმიანობას სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) საჩივრების/განცხადებების განხილვა; ბ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; გ) საჩივრების/განცხადებების განხილვა, რომელიც მოითხოვს დამატებით მასალების მოძიებას/შესწავლას და განცხადების ირგვლივ გასაუბრებას; დ) ეფექტიანი, სისტემატური კომუნიკაცია ყოფილ მსჯავრდებულთან და პოტენციურ დაზარალებულთან; ე) საქმეთა შესწავლა, რომლის ფარგლებში მოქალაქეს ჩამოერთვა ქონება და დამატებით გამოძიების ჩატარება საკუთრების წარმოშობის კანონიერების დადგენის მიზნით; ვ) რეკომენდაციების მომზადება; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 4. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას საქმის გამოძიების ხარისხის და მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხის შეფასების გარდა მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა ძირითად მიმართულებებში გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი. გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელი ფასდება სამივე კომპონენტში ერთობლივად, 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი). საბოლოოდ, ხელმძღვანელის შეფასება გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით. თავი VI პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 29🔗. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია 1. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც პროკურორის საქმიანობის ხარისხის ხვედრითი წილი არის 50 ქულა, ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 20 ქულა, ხოლო პროკურორის დატვირთვის ხვედრითი წილი – 30 ქულა. 2. ვინაიდან პროკურორის საქმიანობის ხარისხი ფასდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 50 ქულის ფარგლებში, პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.5-ზე. 3. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 20 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.2-ზე. 4. ვინაიდან პროკურორის დატვირთვა ფასდება 30 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას. 5. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლო ქულა გამოითვლება პროკურორის საქმიანობის ხარისხის, ხელმძღვანელის შეფასების და პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით. 6. ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებში მითითებული წესი გამოიყენება იმ დანაყოფების პროკურორების შეფასების შემთხვევაში, სადაც პროკურორი ფასდება სამივე ძირითად მიმართულებაში. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია: ა) რაიონული პროკურატურები; ბ) საოლქო პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი. 7. განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია; ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი; გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი; დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო; ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო. მუხლი 30🔗. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლის მეთოდოლოგია 1. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 70 ქულა, ხოლო გამომძიებლის დატვირთვის ხვედრითი წილი – 30 ქულა. 2. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ ხელძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 70 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.7-ზე. 3. ვინაიდან გამომძიებლის დატვირთვა ფასდება 30 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას. 4. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლო ქულა გამოითვლება ხელმძღვანელის შეფასების და გამომძიებლის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით. 5. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებში მითითებული წესი გამოიყენება თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს და საოლქო პროკურატურების საგამოძიებო სამმართველოების გამომძიებლის შეფასების შემთხვევაში, სადაც გამომძიებლები ფასდებიან ორივე ძირითად მიმართულებაში. 6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებლების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას. თავიVII პროკურორის/ გამომძიებლის შეფასების შედეგები მუხლი 31🔗. პროკურორის/გამომძიებლის შეფასების შედეგები 1. პროკურორი/გამომძიებლი კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის მიხედვით ექცევა შეფასების ერთ-ერთ კატეგორიაში: ა) 0-დან 65-ქულამდე – დაბალი შეფასება; ბ) 65-დან 75-ქულამდე – საშუალოზე დაბალი შეფასება; გ) 75-დან 85-ქულამდე -საშუალო შეფასება; დ) 85-ქულიდან 90-ქულამდე – მაღალი შეფასება; ე) 90-დან 100-ქულამდე – უმაღლესი შეფასება. 2. შეფასების სისტემა განსაზღვრავს „კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს“ და „კომპეტენციის კრიტიკულ ზღვარს“. 3. პროკურორი/გამომძიებელი ვერ აკმაყოფილებს „კომპეტენციის კრიტიკულ ზღვარს“, თუ მის მიერ შეფასების შედეგად მიღებული „კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა“ ნაკლებია 65 ქულაზე. 4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ვერ აკმაყოფილებს „კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს“, თუ მის მიერ შეფასების შედეგად მიღებული „კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა“ არის 65-დან 75 ქულამდე. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე დანართი №1 საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი მოცემული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება პროკურორის მიერ შედგენილი, შეფასების სისტემით გათვალისწინებული, შემთხვევით შერჩეული, როგორც წესი, თითოეული კატეგორიის 15 დოკუმენტი. თითოეული დოკუმენტი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ შესწავლილ იქნა პროკურორის მიერ შედგენილი 15 დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელთაგან 10 შეფასდა 95 ქულით, ხოლო 5 – 80 ქულით, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (10x95+5x80):15=90. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება ამ კომპონენტში იქნება 90 ქულა). დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ქულა მუხლის დისპოზიცია მითითებულია სწორად 15 ბრალდების ფორმულირება გადმოცემულია სრულყოფილად (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი, იარაღი, საშუალება, შედეგი, ზიანი და ა.შ.) და კვალიფიკაცია მითითებულია სწორად (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) 45 მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით 20 დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5 დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15 შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ​[1] ქულა ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები მითითებულია საჭირო მოცულობით და სრულყოფილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით 5 პროგრამულად მონიშნული ყველა საფუძველი დასაბუთებულია და შეესაბამება ერთმანეთს 5 დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძველი (მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით) 15 დასაბუთებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური (საპროცესო) საფუძველი, მათ შორის მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. გირაოს შემთხვევაში დასაბუთებულია მოთხოვნილი თანხის ოდენობა. პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში დასაბუთებულია, რომ პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. 50 შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად 5 დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5 დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქულა მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ. 10 გამოძიებით დადგენილი გარემოებები გადმოცემულია სრულყოფილად და იძლევა საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დროისათვის პროკურორის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას 15 მტკიცებულებები მიმოხილულია საჭირო მოცულობით (გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული) 20 მსჯელობა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია და გადაწყვეტილება მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსის სწორ ნორმაზე მითითებით 25 მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს 5 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად (პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი), ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი და ა.შ.) 5 დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5 დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15 დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ქულა მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ. 5 მითითებულია პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერა, დანაშაულის კვალიფიკაცია და დისპოზიცია 25 მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით (გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული) 20 მსჯელობა დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს 20 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად (პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ.) 10 დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5 დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15 დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ქულა მითითებულია სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების დაწყების თარიღის, საგამოძიებო ორგანოს, ფაქტის, კვალიფიკაციის, გამოძიების დაწყების საფუძვლის, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების, გამოყოფის, გადაგზავნის შესახებ და ა.შ 5 მითითებულია მუხლის დისპოზიცია, ბრალდების ფორმულირება და დანაშაულის კვალიფიკაცია 25 მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მიმოხილულია საჭირო მოცულობით (გადმოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მტკიცებულებები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული) 20 მსჯელობა დევნის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია; მითითებული საპროცესო საფუძველი შეესაბამება მსჯელობას და პროგრამულად მონიშნულ საფუძველს 20 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად (პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირი, ვისაც უნდა ეცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გასაჩივრების წესი (ვადა, სუბიექტი, ადრესატი) და ა.შ) 10 დოკუმენტში მოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ინფორმაცია 5 დოკუმენტი შედგენილია მარტივი და გასაგები ენით, ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია 15 [1] აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთების ხარისხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის გამოყენება. დანართი №2  სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და ქულის გამოთვლის წესი თითოეული მიმართულება, ასევე თითოეული მიმართულებით განხორციელებული აქტივობა ფასდება მაქსიმუმ 100-100 ქულით. თითოეული მიმართულების საბოლოო შეფასება გამოითვლება ამ მიმართულების თითოეულ აქტივობაში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ განხორციელდა 2 პირდაპირი დაკითხვის (მიმართულება) მონიტორინგი, რომელთაგან ერთი აქტივობა შეფასდა 70 ქულით, ხოლო მეორე აქტივობა – 80 ქულით, პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (70+80):2=75. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება აღნიშნულ მიმართულებაში (პირდაპირი დაკითხვა) იქნება 75 ქულა). სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის საბოლოო ქულა გამოითვლება თითოეულ მიმართულებაში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მაგ.: თუ შეფასება განხორციელდა 3 მიმართულებაში, რომელთაგან პირდაპირი დაკითხვა შეფასდა 80 ქულით, ჯვარედინი დაკითხვა შეფასდა 90 ქულით, ხოლო დასკვნითი სიტყვა – 80 ქულით, საბოლოო შეფასება გამოითვლება შემდეგნაირად – (80+90+80):3=83.33. შესაბამისად, პროკურორის საბოლოო შეფასება აღნიშნულ კომპონენტში (სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი) იქნება 83.33 ქულა). ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს 5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია); პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 5 პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს 15 პროკურორი კარგად ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას (ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძვლებს, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას,  მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობას, პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში ასაბუთებს, რომ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა,  ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა) 50 პროკურორი კარგად ასაბუთებს წინასასამართლო სხდომის კონკრეტული ვადის აუცილებლობას 5 პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს 15 წინასასამართლო სხდომა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს 5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია; ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია); პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან. 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს; საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 5 პროკურორი კარგად იცნობს საქმის მასალებს 15 პროკურორი კარგად ასაბუთებს შუამდგომლობას მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, შუამდგომლობას დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და სხვა შუამდგომლობებს 45 პროკურორი არგუმენტირებულად პასუხობს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, დაფიქსირებულ პოზიციას და მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს 15 პროკურორი კარგად ასაბუთებს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას/აღკვეთის ღონისძიების შეცვლის აუცილებლობას 10 შესავალი სიტყვა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს 5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 10 შესავალი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია 20 შესავალ სიტყვაში პროკურორმა გასაგებად გადმოსცა ფაქტები და მომხდარის მისეული ვერსია 25 მიმოიხილა მტკიცებულებები, რომელთა წარდგენასაც პროცესზე აპირებს 25 მიანიჭა კვალიფიკაცია მის მიერ გადმოცემულ ქმედებას 10 პირდაპირი დაკითხვა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს 5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 5 პირდაპირი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული 20 პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს 15 პროკურორი სვამს არამიმანიშნებელ კითხვებს 10 პროკურორი სწორად განსაზღვრავს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში 10 მოწმე/დაზარალებული ინფორმირებულია სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემის წესებისა და გარემოებების შესახებ 10 ბრალდების მოწმის ჯვარედინი დაკითხვისას პროკურორი სწორად იყენებს შუამდგომლობას კითხვის განრიდების შესახებ (პროტესტს) და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს გაცემული პასუხის დაუშვებლად ცნობას 10 კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე (პროტესტი) პროკურორის პოზიცია არგუმენტირებულია 10 ჯვარედინი დაკითხვა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს 5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 5 ჯვარედინი დაკითხვა ორგანიზებულია და კითხვები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული 25 პროკურორი ტაქტიკურად კარგად წარმართავს ჯვარედინ დაკითხვას 15 პროკურორი სვამს მარტივ, გასაგებ და საქმესთან კავშირში მყოფ კითხვებს 15 სწორად განსაზღვრავს ხელახალი ჯვარედინი დაკითხვის საჭიროებას და ჯდება მის ფარგლებში 10 დაცვის მხარის მიერ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვისას სწორად შუამდგომლობს კითხვის განრიდების შესახებ (აყენებს პროტესტს) 10 კითხვის განრიდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას (პროტესტს) პასუხობს არგუმენტირებულად 10 დასკვნითი სიტყვა ქულა პროკურორი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დროულად, გარეგნული იერსახე და ქცევა შეესაბამება დადგენილ სტანდარტს  5 პროკურორის სხეულის ენა (ჟესტიკულაცია) და საუბრის ინტონაცია დამაჯერებელია. ხმის ტონში არ შეინიშნება ნეგატიური ემოცია (აგრესია). პროკურორს თვალის კონტაქტი გააჩნია პროცესის მონაწილეებთან 5 პროკურორი მარტივად, გრამატიკულად გამართულად და გასაგებად მეტყველებს. საუბრისას არ იყენებს ჟარგონებს 10 დასკვნითი სიტყვა სტრუქტურულად გამართულია 20 დასკვნით სიტყვაში პროკურორმა სრულყოფილად მიმოიხილა პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები 25 დასკვნითი სიტყვა არგუმენტირებულია, ფაქტები ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, პროკურორმა გააბათილა დაცვის მხარის ვერსია და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლა რეპლიკით  25 კვალიფიკაცია მიანიჭა მის მიერ გადმოცემულ ქმედებას, მოითხოვა პირის დამნაშავედ ცნობა (დამამძიმებელი გარემოებების, სასჯელის სახეზე და მისი გამოანგარიშების წესზე მითითებით) 10 დანართი №3 თავი I პროკურორთა დატვირთვა მუხლი 1🔗 პროკურორის დატვირთვა განისაზღვრება შესაფასებელ პერიოდში საპროცესო ხელმძღვანელობისას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას შედგენილი, ამ მუხლში მითითებული საპროცესო დოკუმენტებისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერასთან დაკავშირებული რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით: 1. დადგენილებები: ა) პირის/იურიდიული პირის ბრალდების შესახებ; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/შეწყვეტის შესახებ; გ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; დ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ე) შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განახლების შესახებ; ვ)  შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ; ზ) დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; თ) დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ; ი)  პიროვნების დაზუსტების შესახებ; კ)  საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; ლ)  დაკავების/პატიმრობის ადგილიდან პირის დროებით გამოყვანის შესახებ; მ)  ძებნის გამოცხადების შესახებ; ნ) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ; ო) სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ; პ) საჩივრის/შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, საჩივრის უარყოფის/შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ჟ) განრიდების პროცესის დაწყების/განრიდების პროცესის შეწყვეტის  შესახებ; რ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების შესახებ; ს) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ; ტ)  სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის/გაერთიანების შესახებ; უ)  ბრალდებულის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ; ფ) კვალიფიკაციის შეცვლის/ბრალის ახალი ფორმულირების შესახებ; ქ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების/ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოების შესახებ; ღ) დაზარალებულისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ; ყ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 2. შუამდგომლობები: ა) აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; ბ) დათვალიერების ჩატარების შესახებ; გ) ჩხრეკის/ამოღების ჩატარების/ნიმუშის აღების  შესახებ; დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის/ამოღების/დათვალიერების/ნიმუშის აღების  კანონიერად ცნობის შესახებ; ე) ინფორმაციის გადაცემის თაობაზე დაცვის მხარის უფლებების შეზღუდვის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ; ზ) საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შესახებ; თ) ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ; ი) ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ;  კ) ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ; ლ) შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ; მ) გირაოს თანხის შემცირების შესახებ; ნ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის/ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ; ო) შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გადასინჯვა/ძალაში დატოვების შესახებ; პ) ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; ჟ) განრიდების მიზნით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების შესახებ; რ) ბრალდებულისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ს) დაკავების შესახებ; ტ) მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ; უ) სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ვადის აღდგენაზე; ფ) ბრალდებულის დაკავებისას პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ქ) პირადი ჩხრეკის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ღ) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების/გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონიერად ცნობის შესახებ; ყ) ქონებაზე ყადაღის დადების/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერად ცნობის შესახებ; შ) ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების/მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის/ შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ; ჩ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შესახებ; ც) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ; ძ) მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ; წ) პირის იძულებით მიყვანის შესახებ; ჭ) გვამის ექსჰუმაციის შესახებ; ხ) ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ; ჯ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ჰ) არსებითი განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის შესახებ; ჰ​1) წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების/შემცირების შესახებ; ჰ​2) წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ; ჰ​3) ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ; ჰ​4) საქმეთა გაერთიანების შესახებ; ჰ​5) დამატებითი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ჰ​6) მოწმის დისტანციური დაკითხვის შესახებ. 3. საჩივრები: ა) წინასასამართლო სხდომაზე დევნის შეწყვეტის/მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებაზე; ბ) სააპელაციო/საკასაციო  განაჩენზე; გ) აღკვეთის ღონისძიების განჩინებაზე; დ)  იძულებითი ღონისძიების განჩინებაზე; ე) მოსამართლის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე. 4. განაჩენები: ა) საქალაქო (რაიონული) სასამართლოს განაჩენი; ბ) სააპელაციო სასამართლოს განაჩენი; გ) საკასაციო სასამართლოს განაჩენი. 5. სხვა დოკუმენტები: ა) მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ; ბ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; გ) სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა; დ) განრიდების შესაძლო დაწყების/დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი. მუხლი 2🔗 1. შეფასების სისტემის მიზნებისთვის პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება ექვსი კატეგორიის მიხედვით: ძალიან დატვირთული, დატვირთული, საშუალოზე მეტად დატვირთული, საშუალოდ დატვირთული, საშუალოზე ნაკლებად დატვირთული, ნაკლებად დატვირთული. აღნიშნული კატეგორიებით გამოითვლება პროკურორის დატვირთვა როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. 2. პროკურორთა დატვირთვის მონაცემთა სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება განხორციელდება პროკურატურის ანალიტიკური პორტალის ალგორითმების საფუძველზე, 3. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია ეფუძნება მონაცემთა სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავების პრინციპს. შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში ანალიტიკური მიმართულების ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების გაუმჯობესებამ, აგრეთვე შესაფასებელ პერიოდში პროკურორთა მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობის ცვლილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით. მუხლი 3🔗 სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მიზნით განისაზღვრება ის შიდა საშუალო მაჩვენებელი, რომელიც საქმეთა აბსოლუტურად თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში ექნებოდა თითოეულ პროკურორს. ამ მაჩვენებლის დასადგენად გამოითვლება დანაყოფის პროკურორთა ქმედებების საშუალო არითმეტიკული და განისაზღვრება მისი პროცენტული წილი მთელ რიცხვთან მიმართებით. შემდეგ გამოითვლება თითოეული პროკურორის ინდივიდუალური დატვირთვის პროცენტული წილი მთელ რიცხვთან მიმართებით. მიღებული შედეგი დარდება საშუალო მაჩვენებლის პროცენტულ წილს. თავი II ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 4🔗 პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება როგორც ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლისას გაითვალისწინება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის სპეციფიკა. შესაბამისად, ერთმანეთს დარდება მხოლოდ ერთი ტიპის სტრუქტურული დანაყოფები. კერძოდ, რაიონული პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ რაიონული პროკურატურების პროკურორთა მონაცემებს, საოლქო პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ საოლქო და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების პროკურორთა მონაცემებს. მუხლი 5🔗 ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება შემდეგი მეთოდოლოგიით: ა) ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ყველა პროკურორის დატვირთვის სრული მონაცემი იყოფა ამ პროკურორთა რაოდენობაზე და გამოითვლება ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორის დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, თუ 2019 წელს ყველა რაიონული პროკურატურის პროკურორთა დატვირთვის სრული მონაცემი იყო 81044, ხოლო პროკურორთა რაოდენობა შეადგენდა 162-ს, მაშინ ქვეყნის მასშტაბით რაიონული პროკურატურის პროკურორის დატვირთვის საშუალო არითმეტიკული შეადგენს 81044:162=500, რაც წარმოადგენს პროკურორის დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელს. ინდივიდუალური პროკურორის დატვირთვის გამოთვლის მიზნით საერთო საშუალო მაჩვენებელს (მაგ.: 500) დარდება რაიონული პროკურატურის პროკურორის დატვირთვის მონაცემი. თავი III პროკურორთა დატვირთვის საბოლოო ქულის გამოთვლა მუხლი 6🔗 1. კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში დატვირთვის მიმართულების ხვედრითი წილი არის 30 ქულა, ამიტომ, კატეგორიების მიხედვით თითოეული პროკურორისთვის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება 30 ქულის ფარგლებში, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით (თავ II-ში მითითებული 500 ქულა) განსაზღვრულ პროკურორის დატვირთვის ქულის შესატყვის კატეგორიას. თითოეულ კატეგორიას (როგორც საერთოს, ასევე შიდას) მინიჭებული აქვს ქულა შემდეგი პრინციპით: ძალიან დატვირთული – 30, დატვირთული – 25, საშუალოზე მეტად დატვირთული – 20, საშუალოდ დატვირთული – 15, საშუალოზე ნაკლებად დატვირთული – 10, ნაკლებად დატვირთული – 5. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა ტოლია ან მეტია შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულაზე, საბოლოო ქულად მიიჩნევა საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა. 3. თუ საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა ნაკლებია შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულაზე, მაშინ საბოლოო ქულის გამოთვლისას საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულას ემატება 1-დან 4 ქულამდე. ძალიან დატვირთული 30 ქულა დატვირთული 25 ქულა საშუალოზე მეტად დატვირთული 20 ქულა საშუალოდ დატვირთული 15 ქულა საშუალოზე ნაკლებად დატვირთული 10 ქულა ნაკლებად დატვირთული 5 ქულა 4. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორის დატვირთვა ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში არის ძალიან დატვირთული და ამასთან, სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში პროკურორის დატვირთვა არის ძალიან დატვირთული ან დატვირთული, პროკურორს კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაზე დაემატება ბონუსი 5 ქულა (100 ქულის ფარგლებში). თავი IV საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორების დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 7🔗 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტები და სამმართველოები, ამ დანაყოფების სპეციფიკის გათვალისწინებით არ დარდება სხვა სტრუქტურულ დანაყოფებს. ამასთან, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში გამოითვლება პროკურორთა დატვირთვა სტრუქტურული დანაყოფის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დატვირთვა არ გამოითვლება. 2. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების და სამმართველოების პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია არსებითად დაეყრდნობა იმავე ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის ალგორითმები. ცალკეული დეპარტამენტის და სამმართველოს პროკურორთა ქმედებების რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით. 3. პროკურორთა დატვირთვა ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ დეპარტამენტებში/სამმართველოებში: ა) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი; დ) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტი; ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი. 4. საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ დეპარტამენტების შემთხვევაში, რომლებიც სამმართველოებად არის დაყოფილი, დეპარტამენტის ერთი სამმართველოს პროკურორი სხვა სამმართველოს პროკურორს არ დარდება და პროკურორის დატვირთვის მაჩვენებელი გამოითვლება თითოეული სამმართველოს დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით. 5. პროკურორთა დატვირთვა არ გამოითვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ სტრუქტურულ დანაყოფებში: ა) გენერალური ინსპექცია; ბ) საგამოძიებო ნაწილი; გ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი; დ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო; ე) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; თ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო. დანართი №4 ხელმძღვანელის შეფასება პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები მიღებული ქულა 0-2 (დაბალი) 3-4 (საშუალოზე დაბალი) 5-6 (საშუალო) 7-8 (მაღალი) 9-10 (უმაღლესი) დისციპლინა გარეგნული იერსახე (ე.წ. დრესკოდი) პასუხისმგებლობის გრძნობა ორგანიზებულობა დროის მენეჯმენტი სამუშაოს შესრულების ხარისხი კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტაციის უნარი კომუნიკაციის უნარი​[1] გუნდური მუშაობის უნარი აზრის გადმოცემის უნარი პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები (აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები ახორციელებენ საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას) მიღებული ქულა 0-დან 65-მდე დაბალი 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი 75-დან 85-მდე საშუალო 85-დან 90-მდე მაღალი 90-დან 100-მდე უმაღლესი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები (აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები არ ახორციელებენ საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას) მიღებული ქულა 0-დან 65-მდე დაბალი 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი 75-დან 85-მდე საშუალო 85-დან 90-მდე მაღალი 90-დან 100-მდე უმაღლესი პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები (აღნიშნულ დანართს ავსებენ იმ სტრუქტურული დანაყოფების (გენერალური ინსპექცია, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო) ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები საპროცესო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერასთან ერთად ახორციელებენ დეპარტამენტის/სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საქმიანობას სხვა მიმართულებებში) მიღებული ქულა 0-დან 65-მდე (დაბალი) 65-დან 75-მდე (საშუალოზე დაბალი) 75-დან 85-მდე (საშუალო) 85-დან 90-მდე (მაღალი) 90-დან 100-მდე (უმაღლესი) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი სხვა მიმართულებებში ხელმძღვანელის შეფასება ზოგადი უნარ-ჩვევები პროფესიული უნარ-ჩვევები ორივე შეფასების შედეგი (ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების საშუალო არითმეტიკული) 80 90 85 [1] იგულისხმება კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პოლიციასთან, პროცესის მონაწილეებთან, მოქალაქეებთან, სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან და ყველა იმ პირთან, ვისთანაც პროკურორს აქვს საქმიანი ურთიერთობა. დანართი №5 თავი I პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეობა მუხლი 1🔗 1. პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება გავლილი ტრენინგების რაოდენობა, მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება (გამოხატული გამოცდის ქულაში ან/და წერილობით დასკვნაში). 2. მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ტრენინგზე დროულად გამოცხადება; ბ) ტრენინგის ქცევის ნორმების დაცვა (მაგ.: ტრენინგკოორდინატორის დროულად ინფორმირება, ტრენინგის დღის წესრიგის დაცვა, ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგზე გამოთქმული მოსაზრებების პატივისცემა და ა.შ.); გ) ტრენინგზე აქტიურობა/ჩართულობა (კითხვების დასმა ტრენინგის თემის ირგვლივ, დაინტერესება და მიმღებლობა ტრენინგზე განხილული საკითხების მიმართ, პრაქტიკულ სავარჯიშოებში ჩართულობა და ა.შ. აღნიშნულს აფასებს ტრენერი და ტრენინგკოორდინატორი). 3. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ქულით (იხ. ცხრილი №1). საბოლოოდ, მსმენელის ქცევის და ტრენინგის პროცესში ჩართულობის ქულა გამოითვლება სამივე კრიტერიუმში მიღებულ  ქულათა ჯამით. ცხრილი №1 მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა შესაფასებელი კომპონენტი მაქსიმალური ქულა ტრენინგზე დროულად გამოცხადება 20 ტრენინგის ქცევის ნორმების დაცვა 40 ტრენინგზე აქტიურობა/ჩართულობა 40 პროკურორის ტრენინგებში მსმენელად მონაწილეობა გავლილი ტრენინგების რაოდენობა მსმენელის ქცევა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა თითოეული ტრენინგის დროს მიღებული შეფასება (ქულა) თითოეული ტრენინგის დროს მიღებული შეფასება (წერილობით) 5 ტრენინგი 70 ქულა 90 ქულა თავი II პროკურორის ტრენინგებში ტრენერად მონაწილეობა მუხლი 2🔗 1. პროკურორის ტრენინგებში ტრენერად მონაწილეობის  შეფასებისას მხედველობაში მიიღება ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა,  ჩატარებული ტრენინგების საათების რაოდენობა, ტრენერის ცოდნა და უნარები (ქულა ან/და წერილობითი შეფასება). 2. ტრენერის ცოდნა და უნარები (იხ. ცხრილი №2) ფასდება მსმენელებისა და  შესაბამისი სამმართველოს მიერ  მაქსიმუმ 100-100 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ორგანიზებულობა – ცენტრთან თანამშრომლობა, სასწავლო მასალის დროულად მიწოდება, სასწავლო დროის რაციონალურად განაწილება და დღის წესრიგის დაცვა; ბ) პუნქტუალურობა – ტრენინგზე დროულად გამოცხადება, ცვლილებებთან დაკავშირებით ცენტრის წარმომადგენლის დროულად ინფორმირება; გ) კომპეტენტურობა – საკითხის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; დ) ჯგუფის მართვის უნარი – ინტერაქციულობა, მონაწილეთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა და ინდივიდუალური მიდგომა; ე) დამაჯერებლობა – გადმოცემის უნარი და არავერბალური კომუნიკაცია; ვ) კეთილგანწყობა – მსმენელებთან კოლეგიალური და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა, სასწავლო გარემოს შექმნა. 3. მსმენელებისა და სამმართველოს წარმომადგენლის შეფასება გამოითვლება ექვსივე კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით, ხოლო ტრენერის ცოდნისა და უნარების შეფასების საბოლოო ქულა გამოითვლება მსმენელებისა და სამმართველოს წარმომადგენლის ქულათა საშუალო არითმეტიკულით (იხ. ცხრილი №2). ცხრილი №2 შესაფასებელი კრიტერიუმები მაქსიმალური ქულა კომპეტენტურობა 30 ორგანიზებულობა 20 ჯგუფის მართვის უნარი 20 დამაჯერებლობა 10 პუნქტუალურობა 10 კეთილგანწყობა 10 პროკურორის ტრენინგებში (ტრენერად) მონაწილეობა ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა ჩატარებული ტრენინგების საათების რაოდენობა მსმენელებისა და ცენტრის წარმომადგენლის მიერ ტრენერის ცოდნისა და უნარების შეფასება (ქულა) 2 ტრენინგი 7 საათი 70 ქულა დანართი №6 გამომძიებლის დატვირთვა მუხლი 1🔗 გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება შესაფასებელ პერიოდში მის მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით, რაც აერთიანებს შემდეგ დოკუმენტებს: 1. გამოკითხვის/დაკითხვის ოქმები: ა) არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი; ბ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი; გ) არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი; დ) სრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი; ე) სრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვის ოქმი; ვ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმი. 2. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები: ა) ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის ოქმი; ბ) დათვალიერების/ამოღების ოქმი; გ) ნიმუშის აღების ოქმი; დ) რევიზიის აქტი; ე) პირის ამოცნობის ოქმი; ვ) გვამის ამოცნობის ოქმი; ზ) ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი; თ) ნივთის ამოცნობის ოქმი; ი) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; კ) დაკავების ოქმი; ლ) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; მ) ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი; ნ) ინვენტარიზაციის აქტი; ო) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი; პ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ოქმი; ჟ) არაიდენტიფიცირებული პირის აღწერისა და პირობითი სახელის მინიჭების ოქმი; რ) ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; ს) გვამის ექსჰუმაციის ოქმი; ტ) დოკუმენტის/ინფორმაციის/მონაცემთა გადმოცემისა და მიღების ოქმი. 3. საპროცესო დოკუმენტები: ა) ოქმი; ბ) გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი; გ) წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე; დ) უწყება პირის გამოძახების შესახებ; ე) შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ; ვ) ოქმი არასრულწლოვნის მიმართ ძალის ან/და სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ; ზ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ. 4. დადგენილებები: ა)  აცილების შესახებ; ბ)  არასრულწლოვანების დადგენის შესახებ; გ) არასრულწლოვნის წარმომადგენლისთვის საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრების აკრძალვის შესახებ; დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ; ე) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ვ) რევიზიის დანიშვნის შესახებ; ზ) ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ; თ) პიროვნების დაზუსტების შესახებ; ი) საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; კ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ; ლ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ; მ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ; ნ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ; ო) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ; პ) საჩივრის უარყოფის შესახებ; ჟ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ; რ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ს) შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 5. უფლებების განმარტებასთან დაკავშირებული დოკუმენტები: ა) ხელწერილი ცრუ დასმენაზე; ბ) არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი; გ) გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმი; დ) დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმი; ე) არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი; ვ) დაზარალებულისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და საქმის მასალების გაცნობის ოქმი; ზ) არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი. 6. წერილები: ა) მიმართვის წერილი; ბ) წერილობითი შეტყობინება განმცხადებელს გამოძიების დაწყების შესახებ; გ) საქმის სხვა განყოფილებაში გადაგზავნის შესახებ; დ) მიმართვა განცხადების გადაგზავნის შესახებ. მუხლი 2🔗 1. შეფასების სისტემის მიზნებისთვის გამომძიებელთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია არსებითად ეყრდნობა იმავე ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის წესი (იხ. შეფასების სისტემის დანართი N3). გამომძიებლების შემთხვევაშიც გამოითვლება დატვირთვის კატეგორიები ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით და ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებელთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით. 2. გამომძიებელთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია დაეფუძნება მონაცემთა სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავების პრინციპს, რომელმაც შესაძლოა განიცადოს ცვლილება ანალიტიკური მიმართულების ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების გაუმჯობესების პარალელურად. 3. სხვადასხვა შესაფასებელ პერიოდში გამომძიებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით. დანართი №7 ხელმძღვანელის  შეფასება გამომძიებლის ზოგადი უნარ-ჩვევები მიღებული ქულა 0-2 (დაბალი) 3-4 (საშუალოზე დაბალი) 5-6 (საშუალო) 7-8 (მაღალი) 9-10 (უმაღლესი) დისციპლინა გარეგნული იერსახე (ე.წ. დრესკოდი) პასუხისმგებლობის გრძნობა ორგანიზებულობა დროის მენეჯმენტი სამუშაოს შესრულების ხარისხი კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტაციის უნარი კომუნიკაციის უნარი​[1] გუნდური მუშაობის უნარი აზრის გადმოცემის, საქმის მოხსენების უნარი გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მიღებული ქულა 0-დან 65-მდე (დაბალი) 65-დან 75-მდე (საშუალოზე დაბალი) 75-დან 85-მდე (საშუალო) 85-დან  90-მდე (მაღალი) 90-დან 100-მდე (უმაღლესი) საქმის გამოძიების ხარისხი მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები (აღნიშნულ დანართს ავსებენ გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელები) მიღებული ქულა 0-დან 65-მდე (დაბალი) 65-დან 75-მდე (საშუალოზე დაბალი) 75-დან 85-მდე (საშუალო) 85-დან  90-მდე (მაღალი) 90-დან 100-მდე (უმაღლესი) საქმის გამოძიების ხარისხი; მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი; გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი[2]; ხელმძღვანელის შეფასება ზოგადი უნარ-ჩვევები პროფესიული უნარ-ჩვევები ორივე შეფასების შედეგი (ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების საშუალო არითმეტიკული) 80 90 85 [1] იგულისხმება კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პროცესის მონაწილეებთან, მოქალაქეებთან, სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან და ყველა იმ პირთან, ვისთანაც გამომძიებელს აქვს საქმიანი ურთიერთობა; [2] აღნიშნულ მიმართულებაში ფასდება მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელი.