საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2020
ძალის დაკარგვა 20.12.2023
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2020 წლის 18 დეკემბერი
დაბა ასპინძა
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვარის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან;
მუხლი 2🔗
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვარის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 3🔗
ფიზიკურ პირებსა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იავნარი, თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4🔗
1. ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.
2. ფიზიკურმა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ, განცხადებით უნდა მიმართონ შპს „ასპინძის კეთილმოწყობის“ ადმინისტრაციას (ს/ნ 423098016).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე