ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის
2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის
და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2020 წლის 18 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის
2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის
და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი დანართი №2 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №96 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, რეგისტრაციის კოდი:
010250000.35.139.016354, 30/12/2019წ).
მუხლი 4🔗
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის
სოციალური დაცვის პროგრამა და გაცემის წესი
თავი I
სოციალური დახმარებების პროგრამა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები
1. სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/მოქალაქეები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები;
ბ) მარტოხელა მშობლები;
გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;
ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგისტრირებული ოჯახები;
ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები;
თ) ოჯახები რომლებსაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირა;
ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილ პირები;
კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წელის და მეტი მოქალაქეები;
ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბადებიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“;
მ) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“;
ნ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;
ო) დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები.
პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
მუხლი 2🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000 -ს და ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ოჯახები რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები;
მუხლი 3🔗.
მარტოხელა მშობლების დახმარება
1. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მარტოხელა მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 4🔗.
ოჯახების დახმარება შვილის შეძენისას
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება პირველი შვილის შეძენისას განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მეორე შვილის შეძენისას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენისას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, მეოთხე და შემდგომი შვილის შეძენისას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი მიმდინარე წელს ან გასული წლის ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში და მისი ასაკი არ აღემატება 6 (ექვს) თვეს.
3. გასული წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში შეძენილ შვილ(ებ)ზე დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გაცემა არ განხორციელდა 2019 წელს.
4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება.
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ქორწინების წახალისებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ქორწინების დამდასტურებელი მოწმობა;
გ) პირადობის დამდასტურებელი მოწმობები;
დ) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 6🔗.
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მეურვე ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას.
5. დახმარების მისაღებად მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების
მუხლი 7🔗.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით
2. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 8🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება.
1. 18 წლის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს;
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში ნომერი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 9🔗.
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 (სამი) შვილიანი ოჯახების დახმარება.
1/ ოჯახები რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად დედებს რომლებსაც ყავთ 3 (სამი) შვილი რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით;
ა) ელექტრო ენერგიის თანადაფინანსება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული განცხადება - ანკეტა (ფორმა N1) ასლი, თუ ბენეფიციართა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ე) კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების ქვითრები
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 10🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების დახმარება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 11🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება.
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) და მეტი წლის მოქალაქეებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი
მუხლი 12🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბადებიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის ქუჩა №31 ს/კ 64.23.02.605.01.528) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/კ401981931) 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“-ს კომუნალური (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება.
მუხლი 13🔗.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“-დაფინანსება
1. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს (ს/კ 226166154) დაფინანსების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღატაკის ზღვარზე მყოფი და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარები ყოველდღიურად უფასო ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფა.
2. მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი განსაზღვრულია დანართი №2 შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის კომუნალურ გადასახადებზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის გაეწიოთ ერთჯერადად მატერიალური დახმარება საშეშე მერქნით ან ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 15🔗.
დიდი სამამულო ომის, მათთან გათანაბრებული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა დახმარება.
1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „დიდი სამამულო ომი“-ს მონაწილე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:
ა) „დიდი სამამულო ომი“-ს მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) ომის მონაწილეებს;
გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;
დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;
ე) „დიდი სამამულო ომი“-ში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება.
ვ) „ომის ვეტერანი“-ს სტატუს მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.
4. „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალებისას ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალ დაკარგულის დამდასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
დ) „დიდი სამამულო ომი“-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 16🔗.
სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას ოჯახს გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის, ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის დამდასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა)
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი;
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეზობლების ერთობლივი განცხადება მერის სახელზე;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.
თავი II
ამბულატორიული, სტაციონალური და
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
მუხლი 17🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთლობის დაცვის პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად მცხოვრები მოქალაქისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონალრული-ამბულატორიული დაფინანსების მიღება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეძენილი და თანდაყოლილი მძიმე დაავადებების სათანადო სტაციონარულ, ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მკურნალობას.
მუხლი 18🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სმედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სმედიცინო მომსახურეობას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
3. პირები რომლებიც არ არიან რეგსტირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლების (დედით ან მამით) და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა, დიდი სამამულო ომისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა; და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
5. პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად.
პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია - ინ ვიტრო განაყოფიერება (ხელოვნური განაყოფიერება) დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არა უმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
მუხლი 19🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.. პირები რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება შემდეგი სახით;
ა) პირები რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა მოხდება წელიწადში ერთჯერადად, გარდა მე-20 და 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 20🔗.
ქრონიკული, იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. პერიტონეული დიალიზისა და ჰემოდიალიზზე მყოფი პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 600 (ექვსასი) ლარით.
2. პირები რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპათიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პირები რომლებსაც მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ყოველ კვარტალში გაეწიოთ დაფინანსება 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 400 (ოთხასი) ლარით.
3. პირები რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან შემდეგი ოდენობით.
ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზა“-ში მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. „რეტრის სინდრომი“-ს მქონე პირებს მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსება გაეწიოს სრულად მთელი წლის მანძილზე.
მუხლი 21🔗.
ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ონკოლოგიური პაციენტების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის მკურნალობა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ონკოლოგიური პაციენტები (1, 2 და 4 კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის მკურნალობის გარდა დამატებით ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის დანიშნულების მიხედვით.
მუხლი 22🔗.
სოციალურად დაუცველი და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამკურნალო სარეაბილიტაციო მკურნალობა
1. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სამკურნალო სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
2. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N1141 განკარგულების, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შპს სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმპი“-ის დამფუძნებლის შეთანხმების საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 67000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის ერთჯერადად დაფინანსებას 100%-ით.
თავი III
დაფინანსების ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი
და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 23🔗.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელების და ანგარიშსწორების წესი
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერ სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურეობაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ, თუ ამ პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით, აღნიშნული მკურნალობისთვის განკუთვნილი ლიმიტის ამოწურვის გამო.
3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;
ბ) კურორტულ მომსახურეობაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;
გ) პროგრამით მოსარგებლის მიერ მკურნალი ექიმის, იმპლანტის და „ვიპ პალატის“ არჩევისას;
დ) დაფინანსება არ განხორციელდება ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში;
4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამდასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით
მუხლი 24🔗.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
ბ) მოსარგებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა;
გ) მშობლის, მეურვის ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მინდობით აღზრდაში მყოფი პირის დაბადების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით;
ვ) ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან;
ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა“-ში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურა.
თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“-ს მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა N100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა; ხოლო პერიტონეულ და ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ფორმა N100 (დედანი) ერთჯერადად;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა N100/ა) მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 25🔗.
სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.
2. ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე.
მუხლი 26🔗.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი.
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
მუხლი 27🔗.
გადაწყვეტილების მომზადება.
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
4. მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
მუხლი 28🔗.
საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა
1. სამედიცინო მომსახურების ან/და ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში
2. საგარანტიო წერილში ცვლილებები ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედანის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:
ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;
ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;
გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა ახალი საგარანტიო წერილი, რომლის ვადა აითვლება გაცემის დღიდან.
მუხლი 29🔗.
მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი.
1. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. ანგარიშსწორებისას მომწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი);
გ) გაცემული საგარანტიო წერილის ქსეროასლი;
დ) ფორმა NIV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.
3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.
მუხლი 30🔗
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დანართი №2
სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი
მუხლი 1🔗.
ტენრმინთა განმარტება
ა) ქვეპროგრამა - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიღატაკის ზღვარზე მყოფი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (06 02 02).
ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“.
გ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით.
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიანად მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
ე) უფასო სასადილო - ქვეპროგრამის განმახორციელებლი.
ვ) კომისია - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ში შექმნილი, დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შეყვანილია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელი.
მუხლი 2🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ (ს/კ 226166154).
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 260 (ორას სამოცი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას.
3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ი მე-2 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა).
4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში.
მუხლი 3🔗.
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შემდეგი პირები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მარტოხელა უმუშევარი პენსიონერები;
დ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს კომისიის დასკვნა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ -ში 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.
მუხლი 4🔗.
ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს.
2. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს;
ა) განცხადება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
დ) ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე.
კომისია განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
მუხლი 5🔗.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და წესი
1. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:
ა) ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარმა საცხოვრებელი ადგილი აღარ მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
2. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორი იღებს წერილობითი სახით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.