საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21/29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2020
matsne.gov.ge 258 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.12.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ 90% 27.08.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.05.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 11.12.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 02.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №21/29 2020 წლის 23 დეკემბერი ქ. ფოთი საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. მუხლი 2🔗 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 4🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრს“. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.                 ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე