საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21/29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.111.016468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №21/29

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

 

მუხლი 2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრს“.

 

მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.                 

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“?
„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 23.12.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21/29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.111.016468.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ“, №21/29, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5061599/