„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26/2000
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 03/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2000

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ

 

I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის მე-18  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საუბნო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის წარმოშობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ახალი წარდგინებები მიიღოს 3 დღის ვადაში და კომისიის წევრები დანიშნოს წარდგინების ვადის დამთავრებიდან 3 დღეში.

2. ამ დადგენილების მიღებამდე აღმოჩენილ ვაკანტურ ადგილზე წარდგინებების მიღება განახორციელოს საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დადგენილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში (არაუგვიანეს 10 მარტისა) და კომისიის წევრები დანიშნოს წარდგინების ვადის დამთავრებიდან 5 დღეში (არაუგვიანეს 15 მარტისა).

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ჯუმბერ ლომინაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”?
დიახ, საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2000.
როდის იქნა მიღებული „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”?
„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ” მიღებულია 01.03.2000. მიმღები ორგანო — ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №26/2000. სარეგისტრაციო კოდი — 010.008.004.112.
სად არის „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”, №26/2000, 01.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.112 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50620/