საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.04.2002 ბოლო ცვლილება 07.08.2002
ნომერი
№3/2002
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 15/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.255

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №3/2002

2002 წლის 19 აპრილი

                                                   ქ. თბილისი                                

საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენა ხდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში არა უადრეს 30 აპრილისა და არა უგვიანეს 3 მაისისა.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ამომრჩევლებს;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არანაკლებ 3 წევრს

3. ამომრჩეველთა 10 კაციანმა ჯგუფმა წარადგინოს არა უმეტეს სამი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არანაკლებ 3 წევრმა – არა უმეტეს 6 კანდიდატისა.

4. კანდიდატთა წარდგენის შესახებ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი და დათარიღებული თანხმობა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე.

5. ამომრჩეველთა განცხადების წარდგენისას განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო უბანში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს:

ა) ამომრჩევლის:

ა.ა) სახელი და გვარი სრულად;

ა.ბ) დაბადების თარიღი, ხოლო 1984 წელს დაბადებულებს აუცილებლად თვე და რიცხვი;

ა.გ) მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

ა.დ) ხელმოწერა;

ა.ე) ხელმოწერის თარიღი;

ბ) კომისიის წევრობის კანდიდატი:

ბ.ა) სახელი და გვარი სრულად;

ბ.ბ) დაბადების თარიღი, ხოლო 1984 წელს დაბადებულებს აუცილებლად თვე და რიცხვი;

ბ.გ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი;

ბ.დ) მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა მოხდეს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 7 მაისისა.

7. დაწესდეს წარდგინებათა განხილვის შემდეგი პროცედურა:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს სხდომის წინა დღეს ღია კენჭისყრისათვის გადაეცემათ საარჩევნო უბნების მიხედვით განსახილველი კანდიდატების სია;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი შემოხაზავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ექვს მისთვის მისაღებ კანდიდატურას და თავის გადაწყვეტილებას დაადასტურებს ხელმოწერითა და თარიღით

გ) ასეთი წესით შევსებული სია გადაეცემა კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას;

დ) ხმის დამთვლელი კომისია საარჩევნო უბნების მიხედვით ითვლის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ადგენს ოქმს და შედეგებს მოახსენებს საოლქო საარჩევნო კომისიას;

ე) საოლქო საარჩევნო კომისია ღია კენჭისყრით ამტკიცებს ხმის დათვლის შედეგებს;

ვ) დანიშნულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე ის კანდიდატები, ვინც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობას;

ზ) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიებში დასანიშნ პირთა დასწრება სავალდებულო არ არის.

9. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე