⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2020
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №33-IIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016631
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 142 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2020 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:  1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2021 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.  2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის №5442-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016574).  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე თბილისი, 25 დეკემბერი 2020 წ. N33-IIრს-Xმპ