საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2021 ძალადაკარგული 15.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1145-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
120090000.09.001.016689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2022 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №33-IIრს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016631).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1145-VIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1145-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 120090000.09.001.016689.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.12.2022-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“, №1145-VIმს-Xმპ, 15.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016689 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5296890/