საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2020 ძალადაკარგული 15.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33-IIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
120090000.09.001.016631
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2021 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის №5442-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016574).

 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

25 დეკემბერი 2020 წ.

N33-IIრს-Xმპ