პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №120/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017979
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2020
matsne.gov.ge 444 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 20.02.2026 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 18.07.2024 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 04.08.2025 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 24.10.2018 2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 21.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №120/ნ 2020 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ  „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემა“ თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი ადგენს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების (ECVET) – (შემდგომში –  კრედიტი) მინიჭებისა და გადატანის (ტრანსფერი) წესს. 2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას, ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებას,  კრედიტების მინიჭების, დაგროვებისა და გადატანის (ტრანსფერის) სისტემის განვითარებას. მუხლი 2🔗.  კრედიტების  მინიჭების ზოგადი წესი 1. კრედიტების მინიჭება ხორციელდება სამ ეტაპად: ა) კვალიფიკაციის მინიჭებისათვის საჭირო კრედიტების მინიმალური მოცულობის განსაზღვრა; ბ) სწავლის შედეგების მოცულობის განსაზღვრა კრედიტებში; გ) მოდულისთვის კრედიტების ჯამური მოცულობის განსაზღვრა. 2. კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განსაზღვრული კვალიფიკაციის დონისა და პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით. 3. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ფორმალური განათლების ფარგლებში სრული სასწავლო დატვირთვის პირობებში მიღწევადი სწავლის შედეგების ერთობლიობა შეადგენს 60 კრედიტს. სრული სასწავლო დატვირთვა გულისხმობს პირის მიერ ერთი კალენდარული წლის მანძილზე 1500 – 1800 (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) საათიან დატვირთვას. 4. სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში არის რიცხვითი გამოსახულება, რომელიც სწავლის შედეგს ენიჭება კონკრეტული კვალიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე მისი მნიშვნელოვნების გათვალისწინებით. 5. სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) სწავლის შედეგის მნიშვნელოვნება პირისთვის შრომის ბაზარზე გასვლის ან სოციალური ინტეგრაციისთვის; ბ) სწავლის შედეგის სირთულე, მასშტაბურობა და  კომპლექსურობა; გ) პირის მიერ სწავლის შედეგის მისაღწევად გასაწევი ძალისხმევა. 6. მოდულის კრედიტი წარმოადგენს მასში შემავალი სწავლის შედეგების კრედიტების ჯამს. 7. დასაშვებია სხვადასხვა კვალიფიკაციის ფარგლებში ერთიდაიმავე სწავლის შედეგისათვის კრედიტების განსხვავებული მოცულობის მინიჭება. 8. კრედიტების მინიჭების მეთოდოლოგია განისაზღვრება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗. პირისთვის კრედიტის მინიჭების წესი 1. პირს კრედიტი  ენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 2. სწავლის შედეგების მიღწევა შესაძლებელია როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების მიღების გზით. 3. სწავლის შედეგის დადასტურება ხორციელდება: ა) სწავლის შედეგის შეფასებით; ბ) სწავლის შედეგის აღიარებით. 4. ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგის მიღწევის შეფასება ხორციელდება შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული წესით. 5. არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) 1. კრედიტების გადატანის (ტრანსფერის) მიზანია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს პირისთვის სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების  შესაძლებლობას. 2. კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) ხორციელდება პირის მიერ ფორმალური განათლებისა ან/და არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გზით. 3. სწავლის შედეგების აღიარების შემთხვევაში კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) ხორციელდება იმ პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, რომლის მიზნებისთვისაც მოხდა სწავლის შედეგების აღიარება. 4. კრედიტების გადატანას (ტრანსფერს) ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი დაწესებულება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი