📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 4 აქტს

იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

მიღების თარიღი 29.12.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-132/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016823
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 463 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2020 მიღება
01.01.2021 ძალაში შესვლა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
ცვლილება შეაქვს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 4 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 82% 21.02.2018 საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 80% 12.02.2016 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 80% 27.04.2017 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 80% 17.11.2017 საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი ნორმატიული აქტების პროექტები 79% 13.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-132/ნ/322 2020 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის, 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ,,სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N1); ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N2); გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N3); დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან  (დანართი N4); ე) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N5). მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №1/ნ–№6 ერთობლივი ბრძანება; ბ) „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივი ბრძანება; გ) „ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა დასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის №01-15/ნ/№50 ერთობლივი ბრძანება; დ) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრისა და  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივი ბრძანება; ე) „ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის N01-8/ნ/№21 ერთობლივი  ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძესაქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი