სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2017 ძალადაკარგული 29.12.2020
ნომერი
№01-69/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება   №01-69/ნ/№451

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის  მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში:

ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები);

ბ) ჰემოდიალიზატორი;

გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“);

დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი;

ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი.

2. პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:

ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი;

ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი);

გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი;

დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის);

ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი;

ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები);

ზ) კასეტა (აპდ სისტემა).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე