სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №10 |
|
2020 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები (დანართი №1) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 16 ნოემბრის №6 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 17/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016015).
მუხლი 3
ამ წესის ძალაში შესვლის შემდგომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება პირველად განხორციელდეს წესის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანართით გათვალისწინებულია აღნიშნულზე მეტი ვადა.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
|