სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 29.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №47
2020 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტების, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით „სსიპ- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ბ“, „ლ“, „ო“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ (შემდგომ – წესი) თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
1. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი არ ვრცელდება 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე სადაზღვევო ორგანიზაციისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ წარსადგენ ანგარიშგებებზე, რომელთა მომზადება და წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ოქტომბრის №08 ბრძანებით „სადაზღვევო ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებისა და მათი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილი წესისა და ფორმების შესაბამისად.
2. სადაზღვევო ორგანიზაციის და საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის ამ წესით განსაზღვრული ანგარიშგებების პირველადი წარმოდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა, რომელშიც აისახება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდის მონაცემები.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი მოიცავს დანართი №1-ით გათვალისწინებული „სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების“ (შემდგომ – ანგარიშგება) იმ ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებენ განმარტებას, ასევე სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის (შემდგომ – სამსახური) დამატებით მისაწოდებელი ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ამ წესის მიზანია დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში შეფასდეს კონკრეტულ სადაზღვევო ორგანიზაციაში (შემდგომ – მზღვეველი) და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) არსებული, როგორც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე მათი შიდა კონტროლის სისტემის შესაბამისობა ამ სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მზღვეველსა და საპენსიო სქემის დამფუძნებელზე.
4. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება მათ მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
5. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
6. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ყველა მზღვეველი/საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს აწვდის ანგარიშგებას ამ წესით დადგენილი ფორმით და ვადებში.
7. ანგარშგების ფორმების შევსების მიზნებისთვის, ფორმებში მიეთითება პრემიის ოდენობა გაცემული/გაფორმებული პოლისის/ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო თუ ხდება პოლისში თავდაპირველად დაფიქსირებული პრემიის ზრდა – ფორმებში ასახვას ასევე ექვემდებარება საანგარიშო პერიოდში გაზრდილი პრემიის ოდენობა.
8. ანგარიშგების ფორმების შევსების მიზნებისთვის, გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებაში არ შედის პროვაიდერი კლინიკების და სერვისცენტრების მიმართ განხორციელებული გადახდები.
9. ანგარიშგების ფორმებში პრემიის/საპენსიო შენატანის/დანაგროვის უკან დაბრუნების შესაბამისი გარიგებების ოდენობაში აისახება პრემია/საპენსიო შენატანი/დანაგროვი, რომელიც უბრუნდება დამზღვევს/მეანაბრეს პოლისის/ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას, ასევე დამზღვევის/მონაწილის ან მის სასარგებლოდ მესამე პირის მიერ მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის საბანკო ანგარიშზე ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
10. უცხოურ ვალუტაში ასახული პრემიის ოდენობები ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში პოლისის ძალაში შესვლის თარიღისთვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა იმ პოლისებისა, რომლებიც ძალაში შედის საანგარიშო პერიოდის შემდეგ. ამგვარი პოლისებისათვის გამოიყენება პოლისის გაფორმების/გაცემის დღეს არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
11. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ (შესაბამისი გარიგებების ჩათვლით), რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა დამყარდა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის, ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა (მათ შორის, მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა);
ბ) პრემია – სადაზღვევო შესატანი/გადაზღვევის პრემია შესაბამისი პოლისის/ხელშეკრულების მიხედვით;
გ) გაცემული დაზღვევის/გადაზღვევის პოლისი – დამზღვევზე გაფორმებული/გაცემული პოლისი, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა პრემია;
დ) კლიენტი – დამზღვევი, საპენსიო სქემის მეანაბრე;
ე) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე;
ვ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
ზ) რეზიდენტი პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) არარეზიდენტი პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფილიალი/წარმომადგენლობა), რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) რეგისტრირებული – იურიდიული პირის შემთხვევაში აღნიშნავს დაფუძნებულს, ხოლო ფიზიკური პირისთვის – მოქალაქეობის ქონას.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა დასაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესითა“ და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე” დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗 . ანგარიშგების ფორმები
ამ წესის დანართი №1–ით გათვალისწინებული ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია რისკის დონის მიხედვით კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათთან გაფორმებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია დაზღვევის სახეობების და საპენსიო საქმიანობის შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია სამსახურის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10).
მუხლი 4🔗. ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ (ფორმა №1)
ფორმა მოიცავს მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის დასახელებას, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელსა და გვარს, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი), ასევე არსებული ფილიალების (სერვისცენტრების) რაოდენობის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით სამსახურის ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების მიმდინარეობის) თარიღს და ამგვარი შემოწმების შედეგად მინიჭებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗. ინფორმაცია რისკის დონის მიხედვით კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია კლიენტთა რაოდენობისა და მათზე გაცემული/გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის/საპენსიო შენატანების ოდენობის შესახებ.
2. აქტიური კლიენტების რაოდენობა მოიცავს იმ დამზღვევების/მეანაბრეების რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს მზღვეველთან/გადამზღვეველთან/საპენსიო სქემის დამფუძნებლთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული/განახლებული პოლისების/ხელშეკრულებების“ შესაბამისი კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ დამზღვევთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა დაზღვევის/გადაზღვევის პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო ოდენობაში აღნიშნული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის ოდენობა.
4. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების/განხორციელებული შენატანების“ კლიენტების რაოდენობის შესაბამის სვეტში აისახება იმ მეანაბრეთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა არასახელმწიფო საპენსიო დაზღევევის ხელშეკრულება; ხოლო საპენსიო შენატანების ოდენობის სვეტში აისახება მხოლოდ აღნიშნული მენაბრეების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა; საპენსიო შენატანების ჯამურ ოდენობაში აისახება უშუალოდ საანგარიშო პერიოდში ყველა მეანაბრის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა.
5. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით მზღვეველმა/გადამზღვეველმა/საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს კლიენტების კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში კლიენტის რისკის დონის ცვლილებისას, ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისთვის მინიჭებული (არსებული) რისკის დონე.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათთან გაფორმებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3)
1. კლიენტების რაოდენობის გრაფაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება იმ კლიენტთა რაოდენობა, რომლებთანაც პოლისის/ხელშეკრულების გაფორმება/განახლება მოხდა საანგარიშო პერიოდში.
2. სადაზღვევო/გადაზღვევის პრემიის/საპენსიო შენატანის ოდენობაში აისახება საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კლიენტებთან გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულების მიხედვით პრემიის და განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის ოდენობა.
3. საანგარიშო პერიოდის ბოლოს აქტიური კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ დამზღვევთა/მეანაბრეთა რაოდენობა, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მზღვეველთან/გადამზღვეველთან/საპენსიო სქემის დამფუძნებლთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, თანაბარი რისკის არსებობის შემთხვევაში, მონაცემის ასახვა ხდება ერთ–ერთი ქვეყნის შესაბამისად.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 7🔗. ინფორმაცია დაზღვევის სახეობების და საპენსიო საქმიანობის შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია პოლისების/ხელშეკრულებების შესახებ, დაზღვევის სახეობების და საპენსიო საქმიანობის მიხედვით.
2. აქტიური კლიენტების რაოდენობა გულისხმობს იმ დამზღვევთა/მეანაბრეთა რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს მზღვეველთან/გადამზღვეველთან/საპენსიო სქემის დამფუძნებლთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულებების და განხორციელებული შენატანების“ კლიენტების რაოდენობის შესაბამის გრაფაში აისახება იმ დამზღვევთა/მეანაბრეთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო პრემიის/საპენსიო შენატანების ოდენობაში – ამ პოლისების/ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით პრემიის და განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა; პრემიის/საპენსიო შენატანების ჯამურ ოდენობაში აისახება საანგარიშო პერიოდში სიცოცხლის (საინვესტიციო ხასიათის) და საპენსიო დაზღვევის შესაბამისად განხორციელებული შენატანების ჯამური ოდენობა, მიუხედავად კლიენტთან გაფორმებული პოლისის/ხელშეკრულების თარიღისა.
მუხლი 8🔗. ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №5)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნებისა და სხვადასხვა სახის გარიგებების (ოპერაციების) მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორების ნებისმიერი სისტემით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციები, რომელთა ოდენობა ერთჯერადად აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.
2. ქვეყნების მიხედვით გარიგებების შესახებ ინფორმაცია აისახება გარიგების მონაწილის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ანაზღაურებული ზარალის შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო/გადაზღვევის პოლისით განსაზღვრული მოსარგებლის ან მისი დავალებით მესამე პირის სასარგებლოდ ფაქტობრივად გადარიცხული ზარალების ოდენობა.
4. მიღებული გადაზღვევის პრემიის შესაბამის სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში მზღვეველის გადაზღვევის საქმიანობის შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაზღვევის გარიგებების მიხედვით პრემიის ოდენობა.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 9🔗. ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ (ფორმა №6)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის სალაროს შემოსავლის და გასავლის ოპერაციები, გარიგების (ოპერაციის) სახეობების მიხედვით, რომელთა ოდენობა ერთჯერადად აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.
2. გარიგების რაოდენობაში იგულისხმება კონკრეტული გარიგების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ხოლო ოდენობაში – ფაქტობრივად გასული/შემოსული თანხების ოდენობა.
მუხლი 10🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა № 7)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 16-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
2. ანგარიშგების ფორმაში აისახება მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო მზღვეველი/საპენსიო სქემის დამფუძნებელი კლიენტის იდენტიფიკაციისას, ასევე საანგარიშო პერიოდში ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და მათზე გაცემული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის/საპენსიო შენატანის ოდენობა.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში პრემიის/საპენსიო შესატანის გადახდა. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა მზღვეველთან.
4. რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
მუხლი 11🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
2. რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
3. ანგარიშგების ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №9)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონისტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.
2. მზღვეველი/საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ფორმის შევსების მიზნით, უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში ასახული მონაცემების დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტის რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის ( „ფულის გათეთრება“, „ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმაში რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი; დანარჩენ შემთხვევაში, აღნიშნული ველი ივსება მზღვეველის/საპენსიო სქემის შეხედულებით, საჭიროებისამებრ.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია სამსახურის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება სამსახურის როგორც ადგილზე ინსპექტირების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში ასახულ უნდა იქნას თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებები და მათი შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს მზღვეველის/საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 14🔗. მზღვეველისა და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის შიდა კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს წარუდგენს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ყველა პოლიტიკა–პროცედურას და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე–15 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებლისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 15🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი სამსახურს ანგარიშგებას წარუდგენს შემდეგი თარიღებისთვის:
ა) 6 თვის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა;
ბ) 12 თვის ანგარიშგება (იანვარი – დეკემბერი) – არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის მე–14 მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული მზღვეველის და საპენსიო სქემის ადგილზე ინსპექტირების დაგეგმვის მიზნით, მზღვეველისა და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მზღვეველისა და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
მუხლი 16🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: amlreport@insurance.gov.ge.
2. მზღვეველის ანგარიშგება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით უნდა იქნეს დამოწმებული გენერალური დირექტორის (დირექტორის) ან ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ჩათვლით) უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ხოლო არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ანგარიშგება შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, სამსახურს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლი 17🔗. სანქციები
მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.