ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72-139
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.101.016813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72-139

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46  დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 2“-ის 21-ე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებს (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა), კაფეები და ბარები), რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ პროდუქციის გარე მიწოდების სერვისით (ან ონლაინ რეჟიმში) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხოთ ამავე დანართის 23-ე კატეგორიიის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, ამ დადენილების ამოქმედებამდე არსებული წესით, ზედმეტად გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება 2021 წლის 31 იანვრის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე