„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №83 |
|
2020 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 8. სს „თელასის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები
2. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული დროებითი ტარიფები ძაბვების მიხედვით:
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სს „თელასის“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული დროებითი ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):
|
| მუხლი 2 |
2017-2020 წლების განმავლობაში სს „თელასის“ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირების ფარგლებში დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის სხვაობის იმ ნაწილს, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხდება ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფით, კომისია გაითვალისწინებს 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|