“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 15.03.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №45/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.137
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 22/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,289 სიტყვა · ~11 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.137 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №45/2000 2000 წლის 15 მარტი ქ. თბილისი საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ თანდართული ინსტრუქცია. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ I. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი 1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება: ა) ამომრჩეველი შეიძლება იყოს საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება; ბ) საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან (ე.ი. მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის უსრულდება 18 წელი). 2. ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესი და ვადები ა) ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესი და ვადები განისაზღვროს „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 მარტის №38/2000 დადგენილებით; ბ) ამომრჩეველთა სია თითოეული უბნის მიხედვით დგება ორ ცალად. სიას ყველა გვერდზე ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი; გ) თუ ამომრჩეველთა სიების შედგენის დამთავრების შემდეგ ამომრჩეველი ერთზე მეტ საარჩევნო სიაში აღმოჩნდება, შესაბამისამა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა გამოარკვიონ პირის რეგისტრაციის ადგილი და დატოვონ იგი ერთ სიაში. თუ ასეთი ამომრჩეველის ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელი გახდა, პრი ამოიღება ყველა სიიდან, რის შესახებაც მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. 3. სიაში ამომრჩევლის დამატებით შეტანა ა) დამატებით სიაში შეაქვთ ამომრჩეველი, რომელიც არჩევნების დღეს არ იქნება თავის უბანში. მას ხმის მიცემის უფლების მოწმობა მიეცემა ძველი ადგილსამყოფლის მიხედვით მისივე თხოვნით და პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენის საფუძველზე, რის შემდეგაც მას ამოიღებენ ამომრჩეველთა სიიდან. ხმის მიცემის უფლების მოწმობის მიღებას ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს; ბ) ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეაქვთ აგრეთვე კომისიის წევრები, როლებიც დანიშნულნი არიან სხვა საუბნო საარჩევნო კომისიის ან სხვა საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად. მას ხმის მიცემის უფლების მოწმობა მიეცემა ძველი ადგილსამყოფლის მიხედვით მისივე თხოვნით და პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენის საფუძველზე, რის შემდეგაც მას ამოიღებენ ამომრჩეველთა სიიდან. II. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირები სუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების მქონე პირთა წრე განსაზღვრულია „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 31 იანვრის №10/2000 დადგენილებით. III. ხმის მიცემის საიდუმლოობის უზრუნველყოფა საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირები პასუხისმგებელნი არიან ხმის მიცემის საიდუმლოობის უზრუნველყოფაზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. დაუშვებელია კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლინებისადმი და ხმის ღიად მიცემა. IV. ხმის მისაცემი შენობის მოწყობა 1. ხმის მიცემა ხდება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, სადაც უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი ოთახები ან კაბინები. უნდა განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას საარჩევნო ყუთი. კენჭისყრის შენობასა და ოთახში (კაბინაში) გამოკრული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატთა სიები, აგრეთვე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს საარჩევნო ბიულეტენი. თუ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, სათანადო განცხადება თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას როგორც შენობაში, ასევე ხმის მისაცემ ოთახში (კაბინაში). 2. კენჭისყრის ოთახებში (კაბინებში) უნდა იყოს კალმები. 3. ხმის მისაცემ შენობაში მაგიდები (ამომრჩეველთა სიებით) და საარჩევნო ყუთები ისე უნდა დაიდგას, რომ ამომრჩეველთა სიაში სათანადო აღნიშვნისა და ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედიოდეს ხმის მისაცემ ოთახში (კაბინაში), ხოლო ოთახიდან (კაბინიდან) გამოსვლისას მივიდეს ყუთთან და მასში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დატოვოს ხმის მისაცემი შენობა. V. წესრიგის დაცვა ხმის მისაცემ შენობაში ხმის მიცემის დღეს ხმის მისაცემ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იგი ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ზეპირი თანხმობით. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კენჭისყრისათვის საჭირო დროის განმავლობაში. VI. ხმის მისაცემი შენობის გაღება და ხმის მიცემის დაწყება 1. ხმის მისაცემი შენობა უნდა გაიღოს და ხმის მიცემა დაიწყოს ზუსტად 07 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხმის მიცემის (არჩევნების) დღეს ხმის მისაცემ შენობაში უნდა გამოცხადდნენ 06.30 საათზე და მოამზადონ ხმის მიცემის შენობა. 2. არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობაში პირველი ამომრჩევლის გამოცხადებისას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით აცხადებს მიღებული ბიულეტენების რაოდენობას და მათი თანდასწრებით ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთებს; შემდეგ ხსნის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემულ დალუქულ კონვერტს, რომელშიც დევს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რის შემდეგაც ყუთში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი. საკონტროლო ფურცელს უნდა დაესვას უბნის ბეჭედი და აღინიშნოს ყუთში მისი ჩაშვების დრო. საკონტროლო ფურცელი ამავე წესით ჩაშვებულ უნდა იქნეს გადასატან ყუთშიც. VII. ხმის მიცემა 1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია. 2. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთის წარდგენისას: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა, პენსიონრის მოწმობა, დევნილის მოწმობა, ავტომანქანის მართვის მოწმობა, აგრეთვე ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, ხოლო სოფელსა და თემში მცხოვრებთათვის – შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომსიის მიერ გაცემული ცნობა. 3. თუ სოფელსა და თემში მცხოვრებ ამომრჩეველს არა აქვს ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში აღნიშნული ერთი რომელიმე საბუთი, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არა უგვიანეს 2000 წლის 4 აპრილისა მან განცხადებით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას ამომრჩეველს ეძლევა ცნობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ერთ-ერთის არყოფნის ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მის ნაცვლად ხელს აწერს კომისიის მდივანი. ამომრჩევლის მონაცემები კომისიას შეაქვს ამომრჩეველთა სიაში; პირადობის მოწმობის ნომრის შესატანად გათვალისწინებულ სვეტში კეთდება ჩანაწერი „ცნობა № …“ და აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი. საკითხის ურყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს მომდევნო დღეს ეძლევა გადაწყვეტილების პირი, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი. 4. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობა ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას. 5. ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი მიდის იმ მაგიდასთან, რომელთანაც სხედან კომისიის წევრები. საარჩევნო ბიულეტენი მოწმდება საარჩევნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერით, რომელთაც ირჩევს თავმჯდომარე, მათ შორის ერთს – მოადგილის წარდგინებით საოლქო საარჩევნო კომისიიდან დანიშნული წევრებისაგან, და კომისიის ბეჭდით (ყუთში აღმოჩენილი ბეჭედდაუსმელი და ხელმოუწერელი ბიულეტენი ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენად). ამის შემდეგ ამომრჩეველი შედის ხმის მისაცემ ოთახში (კაბინაში) და ავსებს ბიულეტენს. 6. ამომრჩეველმა ბიულეტენში უნდა შემოხაზოს პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი. 7. შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში. 8. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულისა, პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირისა, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლისა. VIII. ხმის მიცემის შეწყვეტა 1. ხმის მიცემა მიმდინარეობს 20 საათამდე. ზუსტად 20 საათზე ხმის მისაცემი შენობა უნდა დაიკეტოს. ამ დროისათვის ხმის მისაცემ შენობაში მყოფ ამომრჩეველს, აგრეთვე რიგში მდგომ იმ ამომრჩევლებს, რომელთაც 20 საათის შემდეგ პერსონალურად აღნუსხავენ ჟურნალში კომისიის წევრები, უფლება აქვთ მისცენ ხმა. 2. 20 საათის შემდეგ ხმის მისაცემ შენობაში აკრძალულია სხვა პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესვლაც, რომელთაც აქვთ კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლება. 3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, სამხედრო ნაწილებსა და იზოლატორებში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს შეუძლიათ ხმის მიცემა დამთავრებულად გამოცხადონ ნებსმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა. ამ შემთხვევაში, საარჩევნო ყუთი უნდა გაიხსნას არჩევნების დამთავრების შემდეგ – 20 საათზე. IX. გადასატანი ყუთი 1. თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია კეჭისყრის შენობაში მისვლა, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების წინა დღის 18 საათამდე. შეტყობინება უნდა გატარდეს განცხადებათა ჟურნალში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სათანადო აღნიშვნას აკეთებს ამომრჩეველთა სიაში და კომისიის არანაკლებ ორ წევრს ავალებს კეჭისყრის მოწყობას ამომრჩევლის ადგილსამყოფლის მიხედვით გადასატანი ყუთით. 2. ასეთივე წესით ეწყობა კენჭისყრა იმ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს არჩევნების წინა დღის 18 საათისა აცნობებს ამომრჩეველთა რაოდენობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ დაწესებულებებში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას. 3. თუ სამხედრო ნაწილში მყოფ ამომრჩეველს ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია საარჩევნო უბანში მისვლა, ასეთ ამომრჩეველთა სიას ან რაოდენობას სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა არჩევნების წინა დღის 18 საათამდე აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიას. 4. ყოველ საარჩევნო უბანში გამოიყენება მხოლოდ ერთი გადასატანი ყუთი. 5. გადასატანი ყუთის თანხლების უფლება აქვთ აგრეთვე საარჩევნო უბანში დასწრების მქონე პირებსაც. კომისიის წევრებმა თან უნდა იქონიონ დადგენილი წესით დამოწმებული ბიულეტენები და იმ ამომრჩეველთა სია (რაოდენობა), რომელთაც უნდა მოემსახურონ გადასატანი ყუთით. ამომრჩეველმა ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. 6. გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს ხმის მიცემის დაწყებიდან არა უგვიანეს 20 საათისა. 7. გადასატანი ყუთი იხსნება შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. X. საარჩევნო ბიულეტენების მიღების წესი. 1. საუბნო საარჩევნო კომისიისათვის საარჩევნო ბიულეტენების გაცემა ხდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 10 თებერვლის №12/2000 დადგენილების საფუძველზე მიღებული ფორმით. 2. საარჩევნო ბიულეტენების მიღების აქტზე ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე ან მდივანი. XI. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში 1. ხმების დათვლისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა: ა) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია თვლის და ცალ-ცალკე პაკეტად კრავს გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა. მათ ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; ბ) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა, ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც მიიღეს ბიულეტენები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის (ლუქის) მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ოქმს უნდა დაერთოს კომისიის ახსნა-განმარტება. დ) კომისია თვლის ყუთებში არსებული ბიულეტენების, ანუ კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას. (ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებსა და იმ ბიულეტენებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა; ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება). ბათილად ცნობილი ბიულეტენები ცალკე კონვერტში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა; ე) კომისია ახარისხებს ბიულეტენებს და ცალ-ცალკე თვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაეწყოს, როგორც „დ“ ქვეპუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი, კონვერტში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა; ვ) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს და ოქმში შეიტანს ხმების დათვლის შედეგებს. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმების ცალთა რაოდენობა სამით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას; ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; ზ) ოქმების ორ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ წარუდგენენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი ან საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. ერთი ოქმი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა გადაეცეს პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებს. 2. საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. XII. არჩევნების შედეგების შეჯამება 1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ავსებს ოქმს. 2. ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) მიღებული ბიულეტენების რაოდენობა; ბ) გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა; გ) გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა; დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა ძირითად და დამატებით სიებში); ე) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა (გაცემული ბიულეტენების რაოდენობა იგივეა, რაც ამომრჩეველთა მიერ სიებში ხელმოწერათა რაოდენობა); ვ) საარჩევნო ყუთში არსებული დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა; ზ) ბათილი ბიულეტენების რაოდენობა; თ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა. 3. XII თავის მე-2 პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტების შედეგები ოქმში შეიტანება ყუთის გახსნამდე. 4. ოქმში შესატან მონაცემებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: XII თავის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შესატანი რიცხვი „საარჩევნო ყუთში არსებული დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა“ შეიძლება იყოს ტოლი ან ნაკლები XII თავის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შესატანი რიცხვისა „არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობისა“. 5. ბიულეტენი, რომელშიც ხმა მიღებული აქვს პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც აღარ მონაწილეობდა არჩევნებში, ითვლება ბათილად. 6. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი. 7. არჩევნების შედეგების ოქმებს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები და უნდა დაესვას ბეჭედი. 8. ოლქისათვის გადასაცემი ოქმები უნდა ჩაიდოს შესაბამის პარკში. XIII. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებათა განხილვა 1. განცხადება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც ეხება ხმის მიცემის პროცედურას, საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს არჩევნების დღეს 07 საათიდან 20 საათამდე, განცხადებას თან უნდა დაერთოს დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; მოწმეთა გვარები და მისამართები; დამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა დამატებითი ცნობები. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიას ეს განცხადება ოქმთან ერთად შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღის 18 საათისა. 2. საოლქო საარჩევნო კომისია მეორე დღესვე განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ განცხადებას და არა უგვიანეს შემდეგი დღისა თავის მოსაზრებას წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. XIV. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების მოხნის წესი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განცხადებას თავისი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ პირადად აბარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ცნობას ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა, გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე ახალი წევრის დანიშვნა ხდება „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის №26/2000 დადგენილების მიხედვით. 3. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი პარტია უფლებამოსილია ახალი წევრი დანიშნოს არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 30 დღისა.