ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №72-137 |
|
2020 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1;
ბ) „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი :06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2;
გ) „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ (კოდი: 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3;
დ) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4;
ე) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5;
ვ) „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ დანართი №6;
ზ) „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი: 06 02 26) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №7.
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მოიპოვებს უფლებას მიიღოს ერთჯერადი დახმარება ყოველი ახალშობილის დაბადებისას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ახალშობილის ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე.
3. თუ მოსარგებლე დოკუმენტალურად დაადასტურებს, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღები ახალშობილი ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ იგი მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) მე-3 ახალშობილზე-300 (სამასი) ლარი;
ბ) მე-4 ახალშობiლზე-500 (ხუთასი) ლარი;
გ) მე-5 და შემდეგ ახალშობილზე- 1000 (ათასი) ლარი.
2. 2020 წელს დაბადებულ ბავშვებზე დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2021 წლის 1 მარტამდე მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ მათი რეგისტრაციის საფუძველზე, თუ პროგრამის მოსარგებლე ოჯახი ბავშვის დაბადების თვისათვის რეგისტრირებულია ქ. თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არის.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ ახალშობილის მშობელი ახალშობილის დაბადების თვისათვის ფიქსირდება ქალაქ თბილისში ბაზაში 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახში. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შვილების დაბადების მოწმობების ასლები, რითაც დადასტურდება ერთ-ერთი მშობლისადმი მესამე ან მომდევნო ახალშობილის შეძენის ფაქტი.
5. ფულადი დახმარება ირიცხება იმ პირზე (თანხის მიმღები პირი), რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვრება ოჯახის უხუცესი წევრი ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით.
6. ოჯახი კონკრეტულ თვეში თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ ფულადი დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის, ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის, მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია თანხის მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირის (ბენეფიციარის) პირად საბანკო ანგარიშზე.
3. პირები რომლებსაც 2020 წელს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურე ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2021 წლის 18 იანვრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თანხას მიიღებენ იმავე საბანკო ანგარიშე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის, ფულადი დახმარების მისაღებად ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არის.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფფიციართა რეესტრს ამზადებს 2021 წლის 20 ინვრამდე, მომსახურე ბანკიდან ბენეფიციართა აქტიური ანგარიშების არსებობის შესახებ ინფორმაციის დასტურის მიღების შემდეგ.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია ოჯახი. ყოველ 18 წლამდე ბავშვზე, ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ირიცხება მომსახურე ბანკის საშუალებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
3. მომსახურე ბანკში პროგრამის მოსარგებლე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის აქტიური საბანკო ანგარიშის არარსებობის პერიოდში ოჯახისათვის ჩაურიცხავი თანხების ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, მომსახურე ბანკიდან უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მოწოდების თვეში, მაგრამ არაუმეტეს ბოლო 6 თვის თანხისა.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს „ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რეესტრს.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.
ა) „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი 06 02 22)“;
ბ) „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება (კოდი 06 02 24)“.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
ა) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის – 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისათვის – მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი.
2. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამების ფარგლებში გაიცემა შემდეგი ფულადი დახმარება:
ა) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში – ჯამურად წელიწადში 800 (რვაასი) ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა ორ ნაწილად, მაისში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 400(ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში – ჯამურად წელიწადში 900 (ცხრაასი) ლარი. ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს პირი, რომელიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში ფულადი დახმარების მიმღებად განისაზღვროს ოჯახის უხუცესი წევრი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში თანხის მიმღები პირი შესაძლებელია იყოს 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.
5. 2020 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2020 წელს მოქმედი წესის შესაბამისად 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებიც განცხადებას წარმოადგენენ 2020 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე იმ მოსარგებლეებისათვის რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნება 2021 წლის 10 მარტამდე.
2. ქვეპროგრამების განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამით, ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ სწავლების ღირებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ხელოვნების სკოლებში (შემდგომში – ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელი).
2. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგი ლიმიტები:
ა) ა(ა)იპ„ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ – თვეში 1740 (ათას შვიდას ორმოცი) პირის ოდენობით;
ბ) ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ – თვეში 291 (ორას ოთხმოცდათერთმეტი)პირის ოდენობით.
3. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს ლიმიტი – თვეში 2633 (ორი ათას ექვსას ოცდაცამეტი) პირის ოდენობით, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.
4. ქვეპროგრამაში ჩასართავად მოსარგებლე პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი) მიმართავს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელს და აცხადებს თანხმობას ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით.
5. მოსარგებლე პირს უფლება აქვს ერთდროულად მიიღოს ორივე ქვეპროგრამით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ თითოეული ქვეპროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთ წრეზე.
ა) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“ არაუმეტეს, 30 (ოცდაათი) ლარი;
ბ) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის”:
ბ.ა) მხატვრული კითხვა – არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) ლარი;
ბ.ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-არაუმეტეს 30 (ოცდაათი ) ლარი;
ბ.გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – არაუმეტეს 40 (ორმოცი) ლარი;
ბ.დ) ქორეოგრაფიული სტუდია-არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;
გ) „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში ქვეპროგრამის“ (კოდი: 06 02 06 02) ფარგლებში – არაუმეტეს 40 (ორმოცი) ლარი.
2. ანგარიშგებისას, თვეში გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ სწავლების (მომსახურების გაწევის) თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარდგენილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ბენეფიციართა რეესტრი.
2. შემოწმებისას, შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს შემოწმების აქტი. შემოწმების დასრულებისას შემოწმების აქტს ხელს აწერს შემმოწმებელი და ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.
4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) ბენეფიციარის იდენტიფიცირებას;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარებას ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარებას შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;
ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს;
გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამუშაო.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
|
2. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, 2020 წელს ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში (კოდი: 06 02 06 03)“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. მოსარგებლეებს პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ, კვალიფიციური მწვრთნელის საშუალებით, აუზზე ცურვის, მინიმუმ 45 წუთიანი ხაგნრძლივობის გაკვეთილები. გაკვეთილების ერთი სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს, თვეში 12 გაკვეთილს.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს და გაივლის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
4. ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციასთან ერთად მიმწოდებელი წერილობითი ფორმით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
2. მომსახურების გაწევის თვის განმავლობაში სარეიტინგო ქულის ცვლილება ან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა არ წარმოადგენს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველს თვის დასრულებამდე.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 700 ბენეფიციარისა.
4. მოსარგებლეები მომსახურების მისაღებად რეგისტრირდებიან ელექტრონულ მოდულში, სადაც მოცემულია როგორც მოსარგებლის, ასევე მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო და სააგენტოს ბაზის მონაცემები.
5. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია მიმწოდებლის თავისუფალი არჩევის საშუალება. იგი ელექტრონული მოდულის საშუალებით, შეთავაზებულ მიმწოდებელთა სიიდან ირჩევს მისთვის სასურველ პირს/ორგანიზაციას.
6. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა ბენეფიციართა სიაში ხდება რიგითობის დაცვით.
7. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში მომლოდინე 5 კალენდარული დღის განმავლობაში ელექტრონული მოდულის საშუალებით თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.
8. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.
9. ბენეფიციარისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საანგარიშგებო თვის წინა თვის მდგომარეობით სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
ბ) საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვისთვის ბენეფიციარის ასაკის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;
გ) ბენეფიციარის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა (გაცდენა), თვეში მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვიზიტების 2/3-ზე მეტით. განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით);
დ) ბენეფიციარის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.
10. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება ავტომატურად, ელექტრონული მოდულის საშუალებით.
2. ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5.83 ლარს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 12 გაკვეთილი.
3. მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდება თვეში 12 გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება ქვეპროგრამის ყველა იმ მოსარგებლისათვის, რომელსაც ის უწევს მომსახურებას, თუ ამ მოსარგებლეების არანაკლებ 80%-მა სრულად ისარგებლა თვის გრაფიკით გათვალისწინებული 12 გაკვეთილით, ხოლო ამ მოსარგებლეების დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა თვეში არ აღემატება 4 გაკვეთილს.
2. მიმწოდებელი აწარმოებს ბენეფიციართა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას, პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი ელექტრონული მოდულის საშუალებით.
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისის (ცურვის გაკვეთილების) მიწოდების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) ჰყავდეს დასაქმებული კვალიფიციური მწვრთნელი და სერტიფიცირებული ექიმი;
გ) ერთდროულად მინიმუმ 20 ბავშვის მომსახურებაზე გათვლილი აუზი;
დ) საშხაპეების არსებობა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
|
1. 2020 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირს/ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად უგრძელდება 2021 წელს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პროგრამაში ჩართულ მიმწოდებელს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში პირი/ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით. 4. განმახორციელებელს, ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშრებით, უფლება აქვს, ქვეპროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიიღოს ამ წესისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება. 5. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, 2020 წელს ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.
|
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შინმოვლის პროგრამა“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. მოსარგებლეა პირი, რომლისთვისაც „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარის“ (შემდგომში – ბართელის კითხვარი) მიხედვით (დანართი №7-1) მინიჭებული ქულა (შემდგომში – ბართელის ინდექსი) არ აღემატება 95 ერთეულს.
3. მოსარგებლეები არ არიან „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები.
4. მოსარგებლეთა კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით:
ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი ნაკლებია 70 ერთეულზე;
ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე;
გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს.
5. რეკომენდებული ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით:
ა)I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი;
ბ)II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი;
გ)III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი.
6. ქვეპროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას და მათი მიწოდების პირობებს წარმოადგენს:
ა) მოსარგებლის შეფასება ბართელის კითხვარის მიხედვით არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭება;
ბ) მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;
გ) მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას, კერძოდ:
გ.ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია;
გ.ბ) მოსარგებლის საექიმო და საექთნო მომსახურება – ექიმისა და ექთნის ვიზიტები ქვეპროგრამით მოსარგებლესთან, ფიზიკური შემოწმება, მკურნალობა, ზედამხედველობა, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომებისა და გვერდითი მოქმედების შეფასებით და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;
გ.გ) მოსარგებლის პერსონალური მოვლა – სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა, კვება და საჭიროებისამებრ სხვა აქტივობა;
გ.დ) მოსარგებლის სოციალური დახმარება – რესურსების მობილიზირება, ადვოკატირება, მედიაცია;
გ.ე) მოსარგებლის ტექნიკური დახმარება – საჭიროების შეფასება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
გ.ვ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარება – საყიდლები, ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობა;
გ.ზ) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება.
7. მოსარგებლეთათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის გადამოწმება ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.
3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს (შემდგომში – შემფასებელი ან/და მიმწოდებელი) წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლიან რეგისტრაციას ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
4. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს წარმოადგენს პირი/ორგანიზაცია, (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს (დანართი№7-2), წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლის რეგისტრაციას ელექტრონულ მოდულში.
5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 900 მოსარგებლე, ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ფასებისა და კატეგორიების შესაბამისად.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი მოსარგებლის შესახებ ინფორმაციას, ელექტონული მოდულის საშუალებით, უგზავნის შემფასებელს, რომელიც არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ახორციელებს ქვეპროგრამით მოსარგებლის შეფასებას მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს შეფასების შესაბამის ფორმას (დანართი №7-1).
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ მოსარგებლე პირს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება შეუძლია ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომელსაც იგი ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იმ პირობით, რომ მიმწოდებლის შეცვლა შეუძლია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ.
4. მოსარგებლე პირი ავსებს თანხმობის ბარათს (დანართი №7-2) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელზე.
5. შემფასებელი თანხმობის ბარათს დედნის სახით უგზავნის მიმწოდებელს და ასევე ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს მას, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
6. თანხმობის ბარათის მიღების თვის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ვიზიტი მოსარგებლესთან და მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელთან მოსარგებლე პირების რიგის არსებობის პირობებში, გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე მომლოდინეთა რეესტრში არსებული მოსარგებლეების ჩართვა განხორციელდება ვაკანტური ადგილის გაჩენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან რიგითობის დაცვით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წლიური ღირებულების შესაბამისად, თვეში 1/12-ის პრინციპით.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის ანაზღაურება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მხრიდან ხდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია (მოსარგებლეთა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული მოდულის საშუალებით.
5. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.
2.თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6-თვიანი გამოცდილება;
ბ) მრავალდარგობრივი გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: ყოველ 101-მდე პაციენტზე უნდა შედიოდეს არანაკლებ 1 კოორდინატორი, 1 ექიმი, 1 სოციალური მუშაკი, 2 ექთანი, 1 საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე და 1 ტექნიკური ასისტენტი:
ბ.ა) კოორდინატორი-ექთნის/ექიმის დიპლომის მქონე, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის, შინმოვლის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების მქონე პირი;
ბ.ბ) ექთანი – ექთნის დიპლომის, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი;
ბ.გ) ექიმი – ექიმის დიპლომის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატის, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი პირი;
ბ.დ) სოციალური მუშაკი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე, მოსარგებლის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/ადვოკატირების მიმწოდებელი პირი;
ბ.ე) საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე – შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში დახმარების მიმწოდებელი, პირი;
ბ.ვ) ტექნიკური ასისტენტი – ტექნიკური დახმარების, მომსახურების მიმწოდებელი პირი.
2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და მრავალდარგობრივი გუნდის წევრებისაგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.
|
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს პროგრამაში ჩართულ მიმწოდებელს ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად და/ან შემფასებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში, პირი/ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.