პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ:

1). საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით; (1000 დან -70 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში).

ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით; (70 000 დან -150 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში).

2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით (1000 დან -70 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში);

ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%-ით (70 000 დან -150 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში