1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზ