პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ:

1) ავადმყოფს ესაჭიროება ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევები მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით;

ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.

3) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50% -ით;

ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100% -ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს