პროგრამა ითვალისწინებს ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალურ დახმარებას.
დახმარება გაიცემა:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე - 1000 (ათასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა), თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-დან 65 000-მდე, წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა), თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 001- დან 100 000-მდე, წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობი