ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).

ე)ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;

ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);

ზ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;

თ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;

კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობა;

ლ) საბანკო რეკვიზიტ