ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;
ვ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ზ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;
თ) გამქირავებლის ამონაწერი ბინის საკუთრების შესახებ;
ი) დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა უძრავი ქონება;
კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობა;
ლ) საბანკო რეკვიზიტ