1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;
2. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა;
ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის