1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს;
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას სოციალური მომსახურების სააგენტოდა