1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა სამედიცინო დახმარების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.
5. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) შემთხვევაში მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
6. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ