ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ე) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია ან სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას - ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
კ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობ